რატომ ვართ კონფორმულები?

0
455

“პროგრესი შეუძლებელია ცვლილებების გარეშე და მათ, ვისაც საკუთარი აზრების შეცვლა არ შეუძლია, არც არაფრის შეცვლა შეუძლია.” ჯორჯ ბერნარდ შოუ

რა არის კონფორმულობა?კონფორმულობა სოციალური ქცევის ტიპია, რომელსაც მოვლენათა, ნორმატიული დანაწესებისა და არსებული წესრიგის, მოსაზრებების, ღირებულებების, წარმოდგენების შემგუებლობა, საკუთარი პოზიციის უქონლობა, ნებისმიერი პატერნისა თუ სტერეორიპის უპრინციპო და უკრიტიკო მიღება ახასიათებს.

რა არის კონფორმიზმი?
• ინდივიდის განწყობისა და ქცევის შესაბამისობა, სოციალური ჯგუფის მოლოდინებსა და ნორმებთან;
• განწყობებისა და ქცევის შეცვლა, სოციალური ჯგუფის მხრიდან, წნეხის (რეალური, ნაგულისხმევი ან წარმოსახული) გამო;
• ინდივიდის მიერ უთანხმოებათა ცნობიერად თავის არიდების ტენდენცია, ფაქტობრივი ან ფორმალური თანხმობის დასამკვიდრებლად.
სოციალური ფსიქოლოგები კონფორმიზმის ორ ტიპს გამოყოფენ:
1. ინტერიორიზაციას, როცა ხდება ჯგუფის აზრის მიღება და გაშინაგანება;
2. დამორჩილებას, როცა ადამიანი გარეგნულად ეთანხმება, მაგრამ შინაგანად – არა.

მერტონის თვალსაზრისის თანახმად, არსებობს კულტურით განსზღვრულ მიზნებსა და მათ მისაღწევად ინსტიტუციურად დადგენილი საშუალებისადმი ინდივიდის ადაპტაციის 5 ტიპი. კონფორმიზმი ადაპტაციის ერთერთი ძირითადი ტიპია და მაშინ ვლინდება, როცა ინდივიდისათვის მთლიანად მისაღებია კულტურული მიზნებიცა და მათი მისაღწევი ინსტიტუციური წესებიც; შესაბამისად, კონფორმისტული ქცევა სტაბილური სოციალ-კულტურული გარემოს მახასიათებელია. მერტონის აზრით, სანამ სოციალური სწრაფვების კანონიერი გზით განხორციელების შანსი არსებობს, კონფორმისტი დევიანტურ ქცევას არ მიმართავს. (დევიაცია – ქცევის აღნიშნვა, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში  აღიარებულ ნორმებს.)  

ვინ არის კონფორმისტი?

კონფორმისტია ადამიანი, რომელსაც არსებული წერიგისა და სოციალური გარემოს მიმართ ჯანყის სურვილი არ უჩნდება, არ სურს ამ ურთიერთობებისაგან გარიყვა. როდესაც საქმე გვაქვს დახურული საზოგადოების ტიპთან, მაშინ კონფორმიზმი უარყოფით დატვირთვას იძენს.  არსებობს კონფორმიზმის სოციოლოგიური გაგება, რომლის მიხედვითაც, ის საკმაოდ პოზიტიური ფენომენია. მერტონმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი საზოგადოება თავის ნორმალურ არსებობაში კონფორმისტული სახით არსებობს. მერტონი მდგომარეობას, როდესაც საზოგადოებაში არსებული მიზნების მიღწევა ინსტიტუციური, კანონიერი ნორმებით ხდება, საზოგადოების კონფორმისტულ მდგომარეობას უწოდებს. კონფორმისტები მეტად თუ ნაკლებად ყველა საზოგადოებაში არიან. არც ერთი საზოგადოება არ არსებობს კონფორმისტების გარეშე. კონფორმიზმს თავისი წყაროები აქვს. მოდერნულ საზოგადობაში ერთერთი ყველაზე ძლიერ წყარო მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებია.

რატომ ვართ კონფორმულები?

დოჩმა და გერარდმა კონფორმიზმის ორი ტიპი გამოყო: ინფორმაციული და ნორმატიული. ინფორმაციული კონფორმულობა ბუნდოვან და ორაზროვან სიტუაციებში ჩნდება. უცნობ სიტუაციაში, ინდივიდი საკუთარ ქცევას ცვლის, რათა ის სხვისას შეუსაბამოს. სხვების ქცევა ინფორმაციას გვაწვდის იმ სიტუაციაში მიღებული წეს-ჩვეულებებისა და მიღებული პრაქტიკების შესახებ. უცნობ სიტუაციაში სხვებისგან ვიგებთ რა არის სწორი და როგორ უნდა მოვიქცეთ.

ცოდნის ნაკლებობის გარდა, კონფორმულობას იწვევს  ინდივიდის მისწრაფება, მოწონებული იყოს ჯგუფის მიერ. კონფორმულობის ამ ტიპს ნორმატიული კონფორმულობა ჰქვია, ის სოციალური კონფორმულობის დომინანტური ფორმა. როდესაც ჩვენ გვინდა ჯგუფის წინაშე კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ, ვერბალურად ვეთახმებით ჯგუფის აზრს, თუმცა შეიძლება რეალურად არ ვიზირებდეთ მას.

ორივე ეს წნეხი, ჩვენზე ყოველდღიურად დადებით ან უარყოფით ზეგავლენას ახდენს. კონფორმიზმი საზოგადოების ფუნქციონირებისათვის აუცილებელია. იმისათვის, რომ საზოგადოებამ იარსებოს ადამიანები სოციალურ ნორმებს როგორებიცაა მოძრაობის წესები, სხვების საკუთრების პატივიცემა, აგრესიის არაძალადობრივი გზით გამოხატვა და ა.შ უნდა ემორჩილებოდნენ. თუმცა, კონფორმიზმს უარყოფითი ეფექტიც შეიძლება ჰქონდეს, როდესაც ინდივიდი ავტომატურად, კრიტიკული გააზრების გარეშე ეთანხმება სოციალურ ნორმებს.

ყოველდღიური გადაწყვეტილების მიღების დროს, ნებისმიერ ახალ სიტუაციაში სანამ სხვებს ავტომატურად დავეთანხებით უნდა გავიაზროთ რაციონალურია თუ არა მათი ქცევა და ეთანხმება თუ არა ჩვენს პრინციპებს.

შერიფის აუტოკინეტიკური ეფექტის ექსპერიმენტი

მიზანი: შერიფს უნდოდა ეჩვეენბინა, რომ ადამიანები ჯგუფის ნორმებს იმ შემთხვევაში ეთანხმებიან თუ სიტუაცია ორაზროვანია, ბუნდოვანია.

შერიფმა თქვა, რომ ადამიანები ყოველთვის უფრო კონფორმულობისკენ არიან მიდრეკილნი, ვიდრე ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებისკენ.

დასკვნა: ექსპერიმენტის შედეგმა აჩვენა რომ გაურკვეველ სიტუაციებში ( როგორიცაა აუტოკინეტიკური ეფექტი) ადამიანები სხვებზე დამოკიდებული ხდებიან. ( მათზე ვინც მეტი და უკეთესად იცის) ინდივიდებს სურთ, რომ სწორად მოიქცნენ, მაგრამ შესაბამისი ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან. ინდივიდებისათვის სხვებზე დაკვირვებას ამ ინფორმაციის მიწოდება შეუძლია. ეს უკანასკნელი ინფორმაციული კონფრომიზმის სახელწოდებითაა ცნობილი.

სოლომონ ეშის ხაზის ექსპერიმნეტი

ეშის მიაჩნდა, რომ შერიფის ექსპერიმენტის უმთავრესი პრობლემა ის იყო, რომ სწორი პასუხი არ არსებობდა. სვამდა კითხვას, როგორ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები რომ ინდივიდი კონფორმისტულად იქცევა, როდესაც სწორი პასუხი საერთოდ არ არსებობს?
ეშმა ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელშიც გამოკვეთილი სწორი პასუხი არსებობდა. ამ შემთხვევაში ინდივიდის არასწორი პასუხი ჯგუფის ზეწოლით აიხსნებოდა.

მეთოდი: შერიფი კონფორმულობის შესასწავლად ლაბორატორიული ექსპერიმენტის მეთოდს იყენებდა. ის მიმართავდა აუტოკინეტიკურ ეფექტს – ესაა სიტუაცია, ბნელ ოთახში ეკრანზე არეკლილი სინათლის პატარა ლაქა მოძრაობის ილუზიასა ქმნის (ვიზუალური ილუზია).
აღმოჩინეს, რომ როდესაც მონაწილეებს ინდივიდუალურად ცდიდნენ შუქის მოძრაობის შესახებ მათი შეფასება საგრძნობლად იცვლებოდა (მაგალითად, 20სმ-დან 80 სმ-მდე). ექსპერიმენტის შემდეგ ეტაპზე, შერიფი სამ კაციან ჯგუფებს აყალიბებდა აქედან ორი ადამიანი ინდივიდუალური ტესტირების პერიოდში მსგავს პასუხებს იძლეოდა, ხოლო მესამე – მათგან მკვეთრად განსხვავებულს. თითოეულ ადამიანს ჯგუფში შუქის მოძრაობის შესახებ საკუთარი მოსაზრება ხმამაღალ უნდა ეთქვა.

შედეგი: შერიფმა აღმოაჩინა, რომ სინათლის მოძრაობის მრავალრიცხოვან შეფასებებს შორის ჯგუფი, ერთ, საერთო შეფასებაზე თანხმდებოდა. ის ადამიანი, რომელიც განსხვავებულ შეფასებას იძლეოდა, საბოლოოდ დანარჩენ ორს ეთანხმებოდა.

შერიფმა თქვა, რომ ადამიანები ყოველთვის უფრო კონფორმულობისკენ არიან მიდრეკილნი, ვიდრე ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებისკენ.
დასკვნა: ექსპერიმენტის შედეგმა აჩვენა რომ გაურკვეველ სიტუაციებში ( როგორიცაა აუტოკინეტიკური ეფექტი) ადამიანები სხვებზე დამოკიდებული ხდებიან. ( მათზე ვინც მეტი და უკეთესად იცის) ინდივიდებს სურთ, რომ სწორად მოიქცნენ, მაგრამ შესაბამისი ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან. ინდივიდებისათვის სხვებზე დაკვირვებას ამ ინფორმაციის მიწოდება შეუძლია. ეს უკანასკნელი ინფორმაციული კონფრომიზმის სახელწოდებითაა ცნობილი.

სოლომონ ეშის ხაზის ექსპერიმნეტი

ეშის მიაჩნდა, რომ შერიფის ექსპერიმენტის უმთავრესი პრობლემა ის იყო, რომ სწორი პასუხი არ არსებობდა. სვამდა კითხვას, როგორ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები რომ ინდივიდი კონფორმისტულად იქცევა, როდესაც სწორი პასუხი საერთოდ არ არსებობს?
ეშმა ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელშიც გამოკვეთილი სწორი პასუხი არსებობდა. ამ შემთხვევაში ინდივიდის არასწორი პასუხი ჯგუფის ზეწოლით აიხსნებოდამიზანი: სოლომონ ეშის ექსპერიმენტის მიზანი იყო გამოერკვია, როგორ მოქმედებს ჯგუფის უმრავლესობის სოციალური გავლენა ადამიანის კონფორმისტულ ქცევაზე.

პროცედურა: ეში კონფრომიზმის შესასწავლად ლაბორატორიულ ექსპერიმენტს, “ხაზის ტესტს” იყენებდა. ეში მონაწილეებისგან 7-9 კაციან ჯგუფებს ქმნიდა. ჯგუფის წევრები პასუხზე წინასწარ თანხმდებოდნენ. ცდისპირმა არ იცოდა, რომ ჯგუფის წევრები შეთანხმებულები იყვნენ და ფიქრობდა, რომ დანარჩენი მონაწილეებიც მასავით ცდისპირები იყვნენ. მონაწილეებს ეკითხებოდნენ მოცემული სამი ხაზიდან სიგრძით რომელი შეესაბამებოდა სტანდარტულ ხაზს. რეალური ცდისპირი ყველაზე ბოლოს ამბობდა თავის პასუხს. 18-იდან 12 შემთხვევაში ეს ჯგუფი არასწორ პასუხს სცემდა. ეში დაინტერესებული იყო გამოიწვევდა თუ არა ცდისპირის კონფორმულობას უმრავლესობის შეხედულება.

შედეგები: ეშმა დაითვალა ცდისპირთა კონფორმული ქცევის რაოდენობა. საშუალოდ, მონაწილეთა 32% უმრავლესობის არასწორ პასუხს ეთანხმებოდა.

დასკვნა: რატომ იქცეოდნენ მონაწილეები კონფორმულად? ექსპერიმენტის შემდეგ, ისინი ამბობდნენ, რომ რეალურად თავადაც არ სჯეროდათ საკუთარი პასუხის, მაგრამ ჯგუფს ეთანხმეოდნენ, ეშინოდათ, რომ დასცინებდენ. ზოგიერთმა მათგანმა ისიც აღნიშნა, რომ ჯგუფის პასუხის სისწორის სჯეროდა.

როგორც ჩანს ადამიანები კონფორმულები ორი მიზეზის გამო ხდებიან: მათ უნდათ ჯგუფს მოერგონ (ნორმატიული გავლენა) და მათ სჯერათ, რომ ჯგუფი მათზე მეტადაა ინფორმირებული (ინფორმაციული გავლენა).

კრიტიკა მონაწილეთა აბსოლუტურ უმრავლესობას ერთი ასაკის მამრობითი სქესის სტუდენტები შეადგენდნენ. ამოცანა (ხაზის სიგრძის განხილვა) ხელონური იყო (არადამახასიათებელი ყოველდღიურ ცხოვრებისთვის), ამიტომაც ის რეალურ ცხოვრებას არ გავდა. ეშის კვლევას მისი დროის ბავშვს უწოდებენ.

კვლევის პროცესში ეთიკური საკითხებიც არ იყო გათვალისწინებული. მონაწილეები არ იყვნენ დაცულნი ფსიქოლოგიური სტრესისაგან, რომელი უმრავლესობის შეხედულებებთან მათ უთახმოებას შეიძლება გამოეწვია.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი