ჯიდუ კრიშშნამურტი – თავისუფლება, როგორც აუცილებლობა, როგორც არჩევანი, როგორც სურვილი და როგორც გადაწყვეტილება

0
1504

ახლა მთავარია როგორ გაგრძელდება. სკეპსისი  (ბერძ. sképsis  კრიტიკული შეფასება) ყოველთვის არ მიდის ნიჰილიზმამდე. რომც მივიდეს მინც არის შანსი რომ საყრდენ წერტილს მოიპოვებს. და ეს საყრდენი წერტილი არსადაა გარე სამყაროში. მხოლოდ თქვენს თავში, თქვენს არსებაში უნდა მოიძიოთ და მოიპოვოთ. ამას კი მართლაც სრული სიმარტოვე ჭირდება, ფიზიკური არ მაქვს მხედველობაში. ეს ადვილი არაა, მაგრამ ფარხმალი არ უნდა დაყაროთ, ნებისყოფამ არ უნდა გიმტყუნოთ. შეუპოვარი და შეუდრეკელი უნდა იყოთ. ფხიზელი უნდა იყოთ და მუდამ მაძიებელი. და აუცილებლად მოვა დამხმარე იმპულსი სამყაროდან. უსათუოდ მოვა. და ამას მარტო თქვენ იგრძნობთ, რადგან თქვენთვის მოვა.

ისევე როგორც თითოეული ადამიანისათვის რომელიც იღწვის და აქტიურია რომ გაეხსნას ყოფიერებას თავისი შინა არსებით.

ადამიანს უჭირს მანამ, სანამ არ შეიგრძნობს თავისუფლების აუცილებლობას. რადგან მანამდე ის არის მონა იმ ყველაფრის რასაც ჰქვია აუცილებლობა თავისუფლების გარეშე. კარგად დაუკვირდით ამას. როცა ადამიანი აუცილებლობაშია თავისუფლების გარეშე, ის არის მთლიანად დეტერმინირებული. ის არის აუცილებლობის ნაწილი! და განსაზღვრულია აუცილებობით!

ამ უმძიმესი (მონური) აუცილებლობის მდგომარეობაში მრავალჟამიერ ცხოვრებათა და ტანჯვა-სალმობათა გამოისობით ადამიანში აღიძვრება შინაგანი პროტესტი, როგორც ცნობიერების ნაპერწკალის დაკვესება.. და ადამიანი იწყებს ფიქრს, რომ ცხოვრება არ არის ისე და ისეთი როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო, როგორც უკეთესი, სამართლიანი, მშვენიერი, უკვდავი,.. 

და ამ ფიქრსა და გრძობაში ადამიანი იწყებს ძიებას. ის იწყებს შემეცნებას.. შემეცნება ორგვარად წარიმართება, გამომდინარე ადამიანის ინდივიდუალური პიროვნების მშვინვიერი წყობიდან, ხასიათიდან და ა.შ. შემეცნება შეიძლება დაიწყოს გარე სამყაროზე ორიენტირებით და თანდათან შემობრუნდეს საკუთარი არსების სიღრმისაკენ
ან პირიქით- ადამიანმა დაიწყოს საკუთარი არსების შემეცნება და აქედან გაკვალოს გზა სხვა ადამიანებისა და სამყაროს შემეცნებისაკენ..

ეს შემეცნება კონკრეტულ საგანთა შემეცნება არ იქნება (ფიზიკა, ქაიმია და ა.შ. თუმცა ამას არ გამორიცხავს) , არამედ იმ მოვლენათა შემეცნება, რომლებიც ქსოვენ ყოფიერების სამყაროს და ადამიანს ყოფიერებაზე, სიცოცხლის რაობაზე, ადამიანის ვინაობასა და მიზანზე მეტყველებენ.

ამგვარად, ადამიანი – აქამდე თვალდახუჭული და ბრმად მინდობილი გარე მიზეზებსა და რაღაც წარმმართველობებს, თანდათან თვალხილული მოწმე და მონაწილე ხდება იმ პროცესებისა, რომლებზეც წარმოდგენა არ ჰქონდა და ეჭვითაც ვერ მოიაზრებდა.

ამგვარად, ადამიანი იძენს არამხოლოდ კონკრეტულ ცოდნას, ცოდნის სახეობებს , არამედ სიბრძნეს. სამყაროს სიბრძნეს, რომელიც თანდათან მისი სიბრძნე ხდება. შესაბამისად ის თავისუფლდება დეტერმინიზმისგან, რადგან ხედავს ქმედებათა და ურთიერთქმედებათა მიზანშეწონილობებს. ადამიანი აცნობიერებს ამ ყველაფერს და მისი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ, მოვლენების მიმართ არის ცნობიერი. შესაბამისად – თავისუფალი

რადგან – როცა შენ რაღაც იცი, აღარ ხარ გაუგებრობის მსხვერპლი ან სათამაშო ბედისწერის (შემთხვევათა) ხელში. არამედ შენ რადგან იცი და ხედავ – თავისუფალი ხარ ცხოვრების აუცილებელი შემთხვევითობებისაგან და მეტიც – დაზღვეული! აი ეს არის თავისუფლების ხარისხი ადამიანისათვის მისი განვითარების გარკვეულ ეტაპზე. თავისუფლება აუცილებელია – რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი იცხოვრებს აუცილებლობაში თავისუფლების გარეშე და მისი ბუნება დაიღუპება.

ხოლო როცა ადამიანი მიაღწევს თავისუფლების ხარისხს, ამ თავისუფლების ნაწილი გახდება აუცილებლობა როგორც არჩევანი როგორც სურვილი და როგორც გადაწყვეტილება! ასეთია ადამიანის თავისუფლების გარკვეული ეტაპი.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი