25 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 25, 2019

ჯიდუ კრიშნამურტი – აზრები

0
771

„ჩვენ ვართ ტრადიციის მონები და გვჯერა, რომ სხვადასხვანაირები ვართ … მაგრამ ჩვენ ყველა ადამიანური არსებები ვართ – ჰინდუ, მუსლიმი თუ რუსი – ეს მხოლოდ მნიშვნელობას მოკლებული ეტიკეტებია. სული აბსოლუტურად თავისუფალი უნდა იყოს; მაგრამ ჩვენ ყველას, ძალიან გვეშინია მარტოობის“…

„ბედნიერება – რომელიც არ იცნობს სიმარტოვეს,
მხოლოდ უსაზღვრო რწმენას და განთავისუფლებას.
სიყვარული – რომელიც არაა პიროვნებებზე მიჯაჭვული,
არა შებოჭილი ტრადიცებით,
არაა შებოჭილი ცრურწმენით.
ბედნიერება – რომელიც არაა დამოკიდებული 
სხვის სიტყვებზე
არც მღვდელზე,
არც სექტაზე,
იგი არ საჭიროებს სახელს,
არ განისაზღვრება კანონებით…”

“დამოუკიდებლობას აზრი არა აქვს თავისუფლების გარეშე. თუ თავისუფალება მოიპოვე, დამოუკიდებლობა არ დაგჭირდება “

“სადაც თავისუფლებაა, იქაა ენერგია, სადაც თავისუფლებაა, იქ შეცდომა აღარ არსებობს. თავისუფლება სულ ხვა რამაა, ვიდრე ჯანყი. თავისუფლებაში არ არსებობს სწორი და არასწორი ქმედება. თქვენ თავისუფალი ხართ, და ამ ცენტრიდან მოქმედებთ. ამიტომ აღარ არსებობს თქვენთვის შიში, ხოლო ადამიანს, რომელიც შიშს არ იცნობს, აქვს დიდი სიყვარულის უნარი. იმას, ვისაც ნამდვილად უყვარს, შეუძლია აკეთოს რაც სურს.”

“ღვთისადმი მინებება გულსხმობს, რომ შეცნობილი გაქვთ ღვთის ნება. არ შეიძლება მინებდეთ იმას, რასაც არ იცნობთ. თუ სინამდვილეს შეიცნობთ, მინებებას ვეღარ მოახერხებთ. რადგან არსებობას წყვეტთ. ამ დროს აღარ არსებობს უმაღლესი ნებისადმი თავის მინებების ცნება. თუ უმაღლეს ნებას ასრულებთ, მაშინ ეს უმაღლესი ნება თქვენი საკუთარი პროექციაა, რადგან სინამდვილე არ შეიძლება შეიმეცნოს ცნობილით. იგი მხოლოდ მაშინ შეაბიჯებს ყოფიერებაში, როცა ცნობილი არსებობას შეწყვეტს.”

ეს მახსენებს ძენ-ბუდიზმისის მესამე პატრიარქის სოსანის სტროფებს გონის შესახებ:

“გონი, როგორც მთვარე, სავსე და მარტოსული –
მისი სინათლე შთანთქავს ათიათასობით საგანს,
ისე არაა, რომ სინათლე ანათებდეს მინდორს,
არც ისე,რომ მინდორი სინათლის გარეშე არ არსებობდეს,
უბრალოდ სინათლე და მინდორი დავიწყებულია, და რა არის ის, რაც დარჩა?”

„ნადირობის დაუნდობლობა, პატარა ცხოველების მოკვლა ისეთივე ნაწილი გახდა ჩვენი ცივილიზაციისა, როგორც ომი, წამება, ტერორიზმი და ადამიანის გატაცება. ჩვენი პიროვნული, ინტიმური ურთიერთობებიც დაუნდობლობისგან, მრისხანებისგან და ურთიერთისადმი ტკივილის მიყენებისგან შედგება. სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ სახიფათო ადგილად გადიაქცა. ჩვენს სკოლებში მთლიანად და სრულად უარყოფილი უნდა იქნეს ყოველგვარი ფორმა ძალადობისა, მუქარისა და მრისხანებისა, რადგან ესენი გულსა და გონს აქვავებენ”

“ერთმანეთის კვლა ხშირად გვიწევს. ადამინის მკვლელობა კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე არ შემწყდარა. თუ ჩვენ ღრმა, წარუვალი ურთიერთობის დამყარებას შევძლებთ ბუნებასთან – ხეებთან, ბუჩქებთან და ყვავილებთან, ბალახთან და ღრუბლებთან, და ეს მართლაც აუცილებელია ჩვენთვის, მაშინ აღარასოდეს მოვკლავთ მეორე ადამიანს.

ომი არის ორგანიზირებული მკვლელობა. თუმცა კი ვილაშქრებთ რაღაც გარკვეული ომის წინააღმდეგ , იქნება ეს ნუკლეანური თუ სხვა სახის ომი, მაგრამ თვით ომის, როგორც ასეთის წინააღმდეგ არასოდეს გამოვდივართ. არასოდეს ვამბობთ, რომ ადამიანის მკვლელობა უდიდესი ცოდვაა დედამიწის ზურგზე.”

“ომი არის ჩვენი ყოველდღიურობის სპექტაკულარული გამოხატვა”

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი

error: კონტენტი დაცულია!