კარგი მთავრობა

0
248
ცნება კარგი მთავრობა საკამოდ მრავალფეროვანი თუმცა ამასთანავე მარტივი კონცეპტების ერთობლიობაა და მთლიანად დაკავშირებულია ყოველდღიურ რეალობასთან, მაგრამ სანამ განვიხილავდეთ შემადგენელ პრინციპებსა და ნორმებს აღსანიშნავია ისიც, რომ მთავრობა უნდა იყოს ლეგიტიმური, ანუ ხალხის მიერ ძალაუფლებით აღჭურვილი და კანონის ფარგლებით შეზღუდული. გარდა ზემოთ მოცემულობისა კარგი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მოწოდებული იმაზე, რომ:

 

დაიცვას ადამიანის უფლებები – შრომის, საკუთრების, გადაადგილების, გამოხატვის და სხვა;

გააუმჯობესოს საზოგადოებრივი სიკეთეები – ტრანსპორტი, კეთილმოწყობა, გზები, საჯარო სკოლები და სხვა; აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ მთავრობა ეფექტურად უნდა უწყობდეს ხელს ადამიანთა დასაქმებას, რაც გულისმობს დამსაქმებელთა ხელშეწყობასა და დაუსაქმებელთათვის სამსახურის მოძიებას;

უზრუნველყოს უსაფრთხოება – შიდა და გარე სტაბილურობის მიღწევა და თავდაცვა;

მოახერხოს ძალაუფლების დივერსიფიკაცია და გადანაწილება – მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს და აუმჯობესებს ცხოვრების ყოველდღიურ სტანდარტებს, ღიაა ახალი იდეებისა და შეხედულებებისათვის, იცავს საკუთრებასა და ცდილობს საზოგადოების სხვადასხვა ფენაში გადაანაწილოს ძალაულება, არ არის ძალიან დიდი და რთულად მექანიზირებული ბიუროკრატიული აპარატი, ხელს უწყობს ადამიანთა შრომასა და იცავს მოქალაქეთა კერძო საკუთრებას – წარმოადგენს კარგ მთავრობას.

ავტორი:გიორგი კობერიძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი