Bocuse d’Or – ზე უკვე გამოჩნდა საქართველო

0
228

ბოკუზ დ’ორი  (ფრანგ. Bocuse d’Or ოქროს ბოკუზი) მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე პრესტიჟული კულინარიული კონკურსია, ამაზე დიდი მასშტაბის შოუ/ჩემპიონატი არ არსებობს – მსოფლიო შეფთა ბიენალე.  ღონისძიებას ხშირად ოლიმპიური თამაშების კულინარიულ ეკვივალენტადაც მოიხსენიებენ. 

Bocuse d’ Or-ის ისტორია 1987 წელს დაიწყო, როცა „საუკუნის შეფ-მზარეულმა“ და „სამზარეულოს პაპმა“ – პოლ ბოკუზმა რევოლუციური, გასტრონომიული კონკურსი შექმნა.

Bocuse d’Or-ზე ნაციონალურ სამზარეულოს ეთმობა დიდი ყურადღება.  Bocuse d’Or მუდამ ეძებს და ინტერესდება სხვადასხვაგვარი სტილით. ნაციონალური სამზარეულოს ხაზგასმით კი, შესაძლებლობა აქვთ გამოსცადონ ქვეყნის პოტენციალი, სიძლიერე და შემოქმედებითი უნარი. უპირატესობას ანიჭებენ ავთენტურ პროდუქტებს. ამ კუთხით საქართველო და ქართული სამზარეულო საკმაოდ საინტერესო და კონკურენტუნარიანია. ამჟამად Bocuse d’Or – ის ყურადღება ,,ფხალეულმა” მიიპყრო. ასევე, ნახსენებია ჭინჭარი და ეკალა; კახური ზეთი და ძმარი; ბროწეულის წვენი და მაყვლის სოუსი; ნიორი და ქართული სანელებლები.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კონკურსში, წელს პირველად ქართველ შეფ-მზარეულებს Bocuse d’Or – ის ლოკალური ფესტივალის ჩატარების შანსი ეძლევა, სადაც გამარჯვებული 5 ქართველი შეფი მსოფლიოს უდიდეს გასტრონომიულ კონკურსზე, ნაციონალური სამზარეულოს წარდგენას შეძლებს.  

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი