ლორენცო ბერნინი – დედამიწის და სამოთხის, სხეულის და სულის შეერთების სიმბოლო

0
777

“ეს ტრანსვერბერაცია არის დედამიწისა და სამოთხის, სხეულისა და სულის შეერთების სიმბოლო” ირვინგ ლავინი 

ჯოვანი (ჯან) ლორენცო ბერნინის შემოქმედება

ადგილი, სადაც ბერნინი ადრეულ წლებში მოღვაწეობდა. რომი

ჯან ლორენცო ბერნინი 1598 წლის 7 დეკემბრის ცივ და სუსხიან დღეს დაიბადა.  ხელოვანი, რომელიც მე-17 საუკუნის უდიდესი სკულპტორი და გამოჩენილი არქიტექტორი  გახლდათ, შექმნა და განავითარა ბაროკოს სტილი იმდენად, რომ ამ მიმდინარეობის სხვა წარმომადგენლები ახლოსაც ვერ მიდიან.

ლორენცომ თავისი მოღვაწეობა მამის, პიეტრო ბერნინის ხელმძღვანელობით დაიწყო. იგი გახლდათ ნიჭიერი ფლორენციელი სკულპტორი, რომელიც ბოლოს რომში აღმოჩნდა და აქ განაგრძო მუშაობა. ახალგაზრდა ლორენცო უდიდესი შემოქმედებითა და ნიჭით იყო დაჯილდოებული. იგი მუშაობდა გამუდმებით და ბეჯითად, რის შედეგადაც დაიმსახურა ცნობილი და გავლენიანი მხატვრის, ანიბალ კარაჩის აღიარება, ხოლო პაპმა პავლე V-მ საკუთარ თავზე აიღო ლორენცოს პატრონობა. სულ მალე ბერნინი დამოუკიდებელი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტორი, მოქანდაკე და ფერმწერი გახდა. მან არაერთი საოცრება დაუტოვა კაცობრიობას.

ბერნინის ადამიანთა სახეები გამოხატავს წამიერ დამოკიდებულებას სასტიკი რეალობისადმი. ხელოვანის მარმარილოს ნამუშევრები საშუალებას გვაძლევს დავახასიათოთ ბერნინი, როგორც ვირტუოზი , რომელსაც ძალუძს, ამ მოუქნელი, მძიმე, მკვრივი მასალისგან გამოაქანდაკოს ფაქიზი და დახვეწილი ფიგურები. ბერნინის გადაწყვეტილება, როგორი იყოს თმა, კანი, სახე, ჩრდილების თამაში, სრულიად განსხვავდება ტრადიციული , მიქელანჯელოსეული ხელწერისგან და ის სათავეს უდებს ახალ პერიოდს. ლორენცო ბერნინიმ სული შთაბერა დასავლურ ქანდაკებას.

პროზერპინას გატაცება

 აპოლონი და დაფნა

ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძრის მოედანზე არსებული ქანდაკებები

ნეპტუნი და ტრიტონის ქანდაკება

წმინდა ტერეზას ექსტაზი – ამ ქანდაკების შესაქმნელად, ლორენცო ბერნინის შთაგონება ტერეზა ავილიელის ჩანაწერები გახდა.(რომელიც შემდგომ ესპანეთის ზეციურ მფარველად აკურთხეს)ს შვიდი წლის განმავლობაში (1555-1562 წწ.) ტერეზა ესაუბრებოდა იესოს, და უამბობდა მას თავის ხილვებს:„უფალს სურს, რომ ანგელოზი ხორციელად ვიხილო. მას ხელში ოქროს შუბი უჭირავს. იგი მეცხადება ხოლმე, რომ ისარი გულში ჩამარჭოს. ამ დროს ისე მტკივა, რომ გმინვის შეკავება არ ძალმიძს, მაგრამ ეს ტკივილი საოცრად ტკბილია. ჩემს სულს უფალი სწყურია, და ამიტომაც, ჩემი ტკივილი არა ხორციელი, არამედ სულიერია, თუმცა ამაში მონაწილეობას სხეულიც იღებს. სულისა და უფლის ეს სასიყვარულო ალერსი იმდენად საამოა, რომ ვვედრებ ღმერთსა, ეს ტკბობა განაცდევინოს ყველას, ვინც მიმტკიცებს, რომ ვცრუობ“.

ორგაზმის ასეთმა ინტერპრეტაციამ, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდებოდა, ინკვიზიცია განარისხა. მათ ესპანურ ენაზე ტერეზას ყველა სასულიერო წიგნის განადგურება სცადეს. ტერეზას ავტობიოგრაფიაც კი ჩამოართვეს. ხოლო მასზე აკრძალვა მოიხსნა 1586 წელს, ტერეზას სიკვდილიდან 4 წლის შემდეგ. 1670 წელს კი, ტერეზას ეკლესიის მოძღვრის სტატუსი მიენიჭა (იგი პირველი ქალი იყო, ვინც ეს ტიტული მიიღო).

 

1647 – 52 წწ. მარმარილო. სანტა მარია დელა ვიტორია – რომი, იტალია.

1647 წელს, პაპმა ურბან VIII -მ ამ მოვლენის მარმარილოში გამოსახვა შეუკვეთა ბერნინის, და შედეგად კაცობრიობამ მიიღო ბაროკოს სტილის მწვერვალი – „წმინდა ტერეზას ექსტაზი“. რასაკვირველია ქანდაკებამ დიდი აღშფოთება გამოიწვია წმინდა მამათა წრეებში, რადგან თუ კარგად დავაკვირდებით ტერეზას სახეს – ნამდვილად მიწიერი სიამოვნებაა გამოხატული, და სწორედ ამ აღშფოთების შემდეგ, პაპის ბრძანებით ქანდაკება ვატიკანიდან წაიღეს და ნაკლებად ცნობილ ეკლესიაში – სანტა მარია დელა ვიტორიაში მოათავსეს

ეკლესიაში შესვლისას, როგორც კი ეკლესიის ცენტრში მოხვდებით მხოლოდ მარცხნივ გახედვაა საჭირო იმისთვის, რათა ეს საოცრება იხილოთ. საოცრება კიდევ არასაკმარისი შეფასებაა, ბერნინის ამ ქმნილებისთვის. ეს არის მარმარილო, რომელიც გესაუბრება და რომელიც განახებს თუ რა არის “უბიწო” ვნება, შენ კი ამას განიცდი. გეუფლება შეგრძნება თითქოს ცოცხალია და მოძრაობს. თვალწინ გიდევს ქვა, რომელიც გაჩვენებს თუ როგორ შეიძლება უძრაობამ გადმოსცეს სექსუალური აქტი და თავად გაგხადოს აქტის მონაწილე.

და აი ამ დროს, შენც განიცდი ორგაზმს და ემსგავსები ტერეზას. თუმცა ამ ყოვლად ფიზიკური შეგრძნებებისგან სწორედ რომ ფონი გაშორებს, ლითონის მოოქროვილი სხივები, რომელიც ერთი შეხედვით მზის სხივებია (და ეს სწორიცაა), მეორეს მხრივ კი ზუსტად იმ მეტაფიზიკური ძალის სიმბოლოა, რომელსაც თანამედროვე ხალხები – იესოს, ალაჰსა თუ ბუდას უწოდებენ.

ბერნინი 1680 წლის 28 ნოემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია მისი ოჯახის წევრების გვერდით, სანტა მარია მაჯიორეს ბაზილიკაში. ბერნინმა დღემდე უკვდავყო თავისი სახელი მსოფლიო ხელოვნებასა და ისტორიაში.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი