სვამი ვივეკანანდა – მე და თქვენ თუ გავერთიანდით, სხვა ყველას მოვიძულებთ

0
675

შეისწავლეთ ყველაფერი, მაგრამ მყარად იდექით საკუთარ ფეხზე. თუკი ჩემს რჩევას ენდობით, ნუ გაებმებით მახეში. რაწამსაც თავზე ყულფის ჩამოცმევას დაგიპირებენ, იმ წამსვე გამოყავით თავი და სადმე სხვაგან წადით, რადგან ფუტკარი სხვადასხვა ყვავილებიდან აგროვებს თაფლს და არც ერთ ყვავილს არ ეჯაჭვება.

ნუ მიეჯაჭვებით. . . . ნუ შეაღებთ ნურცერთი ორგანიზებული რელიგიის კარს. რელიგია თქვენსა და თქვენს ღმერთს შორისაა და მასში მესამე პირი არ უნდა ჩაერიოს. დაფიქრდით, რა აქვთ ჩადენილი ორგანიზებულ რელიგიებს! რომელი ნაპოლეონი შეედრება რელიგიურ დევნათა სისასტიკეს? . . . მე და თქვენ თუ გავერთიანდით, სხვა ყველას მოვიძულებთ. თუკი სიყვარული მხოლოდ სხვების სიძულვილს ნიშნავს, სჯობს, საერთოდ არ გიყვარდეს. ეს სიყვარული კი არა, ჯოჯოხეთია!

თუკი შენიანების სიყვარული ყველა დანარჩენის სიძულვილს ნიშნავს, მაშინ ის ეგოიზმისა და სიმხეცის ნაზავია და ადრე თუ გვიან მხეცებად გაქცევთ. . .

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი