ინდაური ქართულ გასტრონომიულ კულტურაში

0
188

ჩვენში, საახალწლო სუფრა ხშირად საქილიკო და განსჯის თემად იქცევა ხოლმე, რომ ქართველებმა მაგიდაზე გადამეტებული პურმარილი ვიცით. მაგრამ ძალიან ბევრ თავმომწონე და ევროპულ ქვეყნებშიც იგივე ხდება.  მაგალითად: ნიდერლანდები, ისლანდია, მათ შორის ჩრდილოეთის ქვეყნები და ევროპელები, საშობაოდ და საახალწლოდ 12 სხვადსასხვა კერძს ამზადებს, ვინაიდან მათთვის 12 არის საკრალური რიცხვი:12 მნათობი; 12 მოციქული; ჰერაკლეს 12 გმირობა; წელიწადის 12 თვე; დღე ღამეში 12 საათი. ჩვენ არ ვაკეთებთ 12 კერძს, ჩვენ ვიცით ბარაქიანი სუფრა. უძველესი წესია და ასეთი მოსაზრება არსებობს: რომ ხვავი და ბარაქა დაგებედება და მთელი წელი ასე ბარაქიანად იქნები.

ინდაური ქართულ გასტრონომიულ კულტურაში XVIII საუკუნის ბოლოდან ჩნდება. ისტორიული წყაროები მოგვითხრობს, რომ ინდაური, თავდაპირველად რუსებმა შემოიყვანეს და მეფე გიორგი XII საჩუქრად მიართვეს. როდესაც მეფე გიორგის ეს არაჩვეულებრივი ფრინველი უნახავს, როგორც ინდაურს სჩვევია გაეფხორა და ჩხუბი დაუწყია. შეღონებულა მეფე და უთქვავს:,,რა საშინელი ფრინველია, ნეტა ამას ადამიანი ოდესმე თუ შეჭამსო“ თუმცა, როდესაც ინდაურის კერძი მოუმზადეს ძალიან მოსწონებია. აი, აქედან უკვე ინდაური ქართულ გასტრონომიაში მყარად იკიდებს ფეხს და ერთერთ ნაციონალურ-რიტუალურ კერძად ჩამოყალიბდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოში სანამ საახალწლოდ ინდაური დამკვიდრდებოდა, მანამდე მამალს მიირთმევდნენ.

საახალწლო სადილებიდან საცივი ლუქსუს კერძია – ამავდროულად მძიმე კერძიც, რომელსაც ყოველთვის ვერ გააკეთებ და ამიტომაც დამკვიდრდა ამ ფორმით, რომ ასეთი ძვირფასი კერძი წელიწადში ერთხელ იყოს – იმიტომაც ვაკეთებთ.

საქართველოში ყველა კუთხეს ინდაურის მომზადების თავისი ტრადიცია აქვს:დასავლეთ საქართველოში წკირზე წვავენ და ბაჟეში დებენ; გურიაში ხარშავენ და აკეთებენ გურულ საცივს, რომელიც წამოდუღებულია – სამურზაყანოში და სამეგრელოში საცივი არ იხარშება. აღმოსავლეთ საქართველოში ინდაურს ხარშავენ და მის ხორცს ცივად მიირთმევენ.

გასტრონომიულ კულტურაში ინდაური ერთერთ ძვირფას ფრინველად ითვლება. იმ ადამიანებს, ვისაც ქოლესტერინი აწუხებს, დიეტოლოგები ურჩევენ საკვებად ინდაურის თეთრი ხორცი მირთვან.

message:ესაუბრა გასტრონომიული კულტურის მკვლევარს – დალი ცატავს 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი