ზიგმუნდ ფროიდი ფრაზები

0
612

ადამიანის გონითი მოღვაწეობის ერთი ნაწილი – რეალური გარესამყაროს დაუფლებაზეა მიმართული, მეორე – სურვილის ასრულებას, განდევნილი სურვილის შენაცვლებით დაკმაყოფილებას მიელტვის. ამ შემოქმედებას ეკუთვნის მითი, პოეტური შემოქმედება, ხელოვნება. მესამე, მეტად სერიოზული ნაწილი ადამიანის გონითი საქმიანობისა, რომელმაც შექმნა დიდი ინსტიტუტები რელიგიისა, სამართლისა, ეთიკისა და სახელმწიფოებრიობის ყველა ფორმები, არსებითად იმას უმიზნებს, რომ ერთეულმა შეძლოს თავისი ოიდიპოსის დაძლევა და მისი ლიბიდო ინფანტილურიდან საბოლოოდ სასურველ სოციალურში გადაიყვანოს.

აზროვნება არის ექსპერიმენტი მცირე ენერგეტიკული დანახარჯებით, როგორც სარდალი გადაადგილებს პატარა ფიგურებს რუკაზე, რათა ჯარმა წინასწარ განსაზღვროს საკუთარი მისია.

ადამიანი რაც უფრო მეტად ზღუდავს გარეთ მიმართულ აგრესიას, მით უფრო მკაცრი, მაშასადამე აგრესიული რჩება თავის მე–იდეალში.

სადიზმსა და მაზოხიზმში ორი გამოკვეთილი მაგალითია ლტოლვის ორი სახის აღრევისა: ეროსისა – აგრესიასთან.

ვინც საკუთარ თავს სკეპტიკოსად თვლის, კარგს იზამდა, თუ შემთხვევისდა მიხედვით სკეპსისშიც შეეჭვდებოდა.

ერთი რამ, რაც შეიძლება მოკლედ ითქვას მასტურბაციის შესახებ არის ის, რომ იყო დარცხვენილი.

არასდროს ვართ ისეთი დაცული ტანჯვისგან, როგორც მაშინ, როდესაც ვართ სიყვარულში.

რელიგია არის ილუზია და იგი დამყარებულია ადამიანის ინსტინქტურ წაქეზებებზე.

ჩვენი საუკეთესო სათნოებანი ამოზრდილია უბოროტეს მიდრეკილებათა ნიადაგზე.

ჩვენზე დაკისრებული ლტოლვათა შეზღუდვები ნიშნავს მძიმე ფსიქიკურ ტვირთს.

შეცდომიდან შეცდომამდე შესაძლებელია დიდი ჭეშმარიტების აღმოჩენა.

სექსის ეფექტი არის ჩახშობათა მათემატიკური ჯამის პროპორციული.

სადიზმი მამაკაცურთან და მაზოხიზმი ქალურთანაა ინტიმურ კავშირში.

ფსიქიკურიდან წინასწარგანზრახულობის გამორიცხვა არ შეიძლება.

ღმერთის საფუძველი სხვა არაფერია თუ არა განდიდებული მამა.

სიყვარული და შრომა ადამიანურობის ქვაკუთხედია.

ეგო არ არის მბრძანებელი საკუთარ სახლში.

პარანოიდი ბოლომდე არასდროს ცდება.

სადაც არის იდი, უნდა მოვიდეს ეგო.

ჩვენ ვართ ჩვენი მისწრაფებები.

ზოგჯერ სიგარა უბრალოდ სიგარაა.

ანატომია ბედია.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი