ალენ დელონი – მკაცრი ვარ, მაგრამ ასეთივე მკაცრი ვარ საკუთარი თავის მიმართაც

0
429

დაიბადა:1935 წლის 9 ნოემბერს, პარიზის გარეუბანში

მშობლები:
მამა – ფაბიენ დელონი, პატარა კინოდარბაზ “რეგინას” მფლობელი ბურგ-ლა-რეინში.
დედა – ედიტ არნოლდი, ფარმაცევტი

განათლება – არანაირი.

ალენ დელონის ცხოვრება დეტექტიურ-ავანტიურისტულ რომანს წააგავს, თავად ფილმები დელონის მონაწილეობით კი ამ ცხოვრების საუკეთესო ილუსტრაციაა.

იგი იმდენად რთული პიროვნებაა, რომ მასში თანაბრად არის შერწყმული როგორც დადებითი, ისე საკმაოდ ბევრი უარყოფითი თვისებაც და სწორედ ამითაა ეს კაცი საინტერესო (….თუ არ ჩავთვლით მის სამსახიობო ოსტატობას).

ალენ დელონის ცხოვრება მძაფრსიუჟეტიანი ფილმის იდეალურ სცენარად გამოდგებოდა, მით უმეტეს, რომ მისი რეალური ბიოგრაფიის საფუძველზე შექმნილი და გამოცემულია ბულვარული რომანი სამ ტომად.

სამოც წელს გადაცილებული მსახიობი საკმაოდ პესიმისტურ განცხადებებს აკეთებს, რაც უმეტესად მის მომავალს შეეხება.

ზემოთ სიტყვა “ადამიანური” შემთხვევით არ გვიხსენებია: ალენ დელონის მრავალი ქმედება საკმაოდ ექსცენტრიულია, რაც მის პიროვნულ თვისებებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ამ ქმედებების ახსნა შესაძლებელია მისი ადამიანური ბუნებიდან, აღზრდიდან გამომდინარე. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მსგავსი რამ არც არასოდეს არსებობდა, მაგრამ სწორედ ამაშია მისი, როგორც ნიჭერი მსახიობის, პროდიუსერის, წარმატებული ბიზნესმენის, უბრალოდ ადამიანის საიდუმლო…

ასე დაიწყო რომანი სახელწოებითალენ დელონი

ალენ დელონი მისი ნამდვილი სახელი და გვარია; მცირე მეწარმის, ფაბიენ დელონისა და ფარმაცევტ ედიტ არნოლდის ვაჟი ბავშვობაში თავს დაჩაგრულად გრძნობდა. მარტოსულობის შეგრძნება მის ცხოვრებას მუდამ თან სდევდა.

მავანნი ამტკიცებენ, რომ დელონების გვარი კორსიკული წამოშობისაა და სწორედ ამით ხსნიან ალენის განსაკუთრებულ ინტერესს კრიმინალური სამყაროს და ბიზნესის ბობოლების მიმართ… ვინ იცის…. შეიძლება ამაში სიმართლისა ნატამალიც ურევია….

დელონის მშობლებს ერთად დიდხანს არ უცხოვრიათ; დედამისი მალე გაშორდა ქმარს და ხორცის მაღაზიის მეპატრონეს, პოლ ბულონს, გაჰყვა ცოლად; ალენი კი თერთმეტ წლამდე საფრანგეთის სამხრეთში მდებარე პატარა ქალაქ ფრენეში, ნათესავების ოჯახში იზრდებოდა.

არსებობს ასეთი ვერსიაც, რომ დედამ ბავშვი გასაზრდელად ერთ უშვილო ცოლ-ქმარს მიაბარა, რომლებიც მაშინ დაიხოცნენ, როცა ალენს 11 წელი შეუსრულდა.

სწავლისადმი ინტერესით ეს ყმაწვილი, რა თქმა უნდა, არასოდეს გამოირჩეოდა, რასაც ხელს უწყობდა მისი გამუდმებული გადასვლა სკოლიდან სკოლაში (სრულიად გაუგებარი მიზნით) და, როგორც თავად მსხიობი აღნიშნავს, მან დაწყებითი განათლების მისაღებ გზაზე (მგონი!) ჩვიდმეტი სკოლა გამოიცვალა.

ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ მამამ ალენი წმ. ნიკოლას ინტერნეტში არ მიიყვანა. იქ თავაშვებულ ყმაწვილს ერთხანს მოეწონა კიდეც გარემო და მათემატიკას და საღვთო სჯულსაც მიეძალა. ინტერნეტის ხელმძღვანელობას იმდენად მოეწონა მისი სიბეჯითე, რომ შეეცადნენ მისგან ღვთისმსახური აღეზარდათ, მაგრამ ალენს სულაც არ სურდა სასულიერო კარიერა და მის გულშემატკივარ პედაგოგებს სადღაც გაექცა. ხუთი დღის შემდეგ იგი დაიჭრეს, მაგრამ ვეღარაფრით დააბრუნეს ინტერნატში…. ასე დასრულდა მისი სწავლა-განათლება.
დანარჩენი “ცოდნა” ალენ დელონმა მამინაცვლის საყასბოში შეიძინა.
                                                                      * * *
ბავშვობაში ალენს კინო საერთოდ არ აინტერესებდა. დედა, რომელიც საკმაოდ ლამაზი ქალი გახლდათ, ამაყობდა უფროსი ვაჟის გარეგნობით. ახალგაზრდობაში ედიტი კინომსახიობობობაზედაც კი ოცნებობდა, მაგრამ, რადგან ოცნება ვერ აისრულა, მთელ იმედებს ალენზე ამყარებდა. ამ უკანასკნელს კი კინოს სახელის გაგონება საერთოდ არ სურდა, თუმცა ხანდახან უყურებდა ამერიკულ ფილმებს ჯონ გარფილდის, მარლონ ბრანდოს და კერი გრანტის მონაწილეობით, ხოლო ინდოჩინეთში ყოფნისას ჟაკ ბეკერის ფილმი “ხელი არ ახლო ნადავლს” სამუდამოდ დაამახსოვრდა.

მაშინ ვერც იფიქრებდა, რომ სულ მალე ღვთაებრივი ნიჭერებით მოსილ ჟან გაბენს გაიცნობდა და მასთან ერთად ფილმშიც ითამაშებდა.

ზოგიერთი კონკრეტული ფაქტი

ალენ დელონოს 1935 წლის 9 ნოემბერს დაიბადა, ზოდიაქოთი ღრიანკალია. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ღრიანკალი პირქუში და იდუმალია, უცნაური თვისებებისთ გამორჩევა, ბუნებით შემნოქმედია და, როგორც მალე ყველა დარწმუნდა, ალენ დელონსაც ეს თვისებები ახასიათებს. გარდა ამისა, ღიანკალი საკმაოდ მტკიცე ნებისყოფისაა, რაც ასე დელონის ბუნების განმსაზღვრელი ნიშანია და რაც ნათლად გამოვლინდა მთელ მის საქმიანობაში, როგორც კინოში, ისე ბიზნესში.

თუმცა ზოგიერთი მისი მეგობარი აღნიშნავდა, რომ დელოს გაუწონასწორებელი ხასიათი ჰქონდა და ხშირად ექცეოდა სხვისი გავლენის ქვეშ. ამავე დროს ღრიანკალი ჭკვიანია, იოლად ეგუება გარემო პირობებს და ასევე იოლად იძნეს მტრებს. თავად დელონს უთქვამს:
” მე ღრიანკალი ვარ, მომხიბვლელი ბუნება და საძაგელი, უჟმური ხასიათი მაქვს, რამაც ცხოვრებაში ბევრი უსიამოვნება შემახვედრა. ადამიანებთან, ვისთანაც ვმუშაობ, მკაცრი ვარ, მაგრამ ასეთივე მკაცრი ვარ საკუთარი თავის მიმართაც“.
თუმცა დელონისთვის დამახასიათებელი ავანტიურიზმი და პრაგმატიზმი, განსაკუთრებით მისი ცხოვრების ადრეულ ეტაპზე, ღრიანკალის ნიშანს არ შეესაბამება. მართალია, ეს თვისებები წლების მანძლზე ტრანსფორმაციას განიცდიდა, მაგრამ მათ მაინც მოახდინეს გავლენა დელონის მთელ ცხოვრებაზე.
                                                                     * * *
ექსტრავაგანტური ფაბიენ დელონი (ალენის მამა) უფროსი ვაჟის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს არასოდეს იჩენდა. მის მეორე ცოლს უკვე ჰყავდა შვილი პირველი ქორწინებიდან, მალე ალენს ნახევარძმაც შეეძინა – ჟან-ფრანსუა, რომელსაც ალენი შემდგომში დაეხმარა, კინოში რეჟისორის ასისტენტად ემუშავა; ალენს მეგობრული ურთიერთობა უფრო თავის ნახევარდასთან, მარი-კლოდთან, ჰქონდა, რომელსაც სახლში დიდის ეძახდნენ.
როგორც ითქვა, 11 წლამდე ალენი პატარა ქალაქ ფრენეში იზრდებოდა. ამ ქალაქში იყო საპყრობილე და პატარა ალენი ხშირად ხედავდა, როგორ შეჰყავდათ მასში პატიმრები. მაშინ იგი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი მომავალი გმირებიც მსგავს სიტუაციაში ბევრჯერ აღმოჩნდებოდნენ.

თავნება ალენს ხშირად უხდებოდა სკოლის შეცვლა. ერთხანს ინიში, ინტერნეტში სწავლობდა, შემდეგ ბევრშ, წმ.ნიკოლოზის ინტერნატში გადაიყვანეს (…. ეს უკვე ვიცით). ინტერნეტში გამეფებული მკაცრი რეჟიმი ალენს ხშრად აიძულებდა, გაქცევაზე ეფიქრა. ასეც მოიქცა და მეგობართან ერთად ამერიკაში გაპარვა დააპირა, მაგრამ პოლიციამ მალე იპოვა ისინი და უკან დააბრუნა. “საშინელი და ძალიან უბედური ბავშვია” – განაცხადა მისმა განაწყენებულმა მოძღვარმა ალენის შესახებ. ეს ფრაზა მომავალ მსახიობს სამუდამოდ დაამახსოვრდა.

ინტერნატიდან მორიგი გაძევების შემდეგ ალენი დედასთან ცხოვრობდა, მაგრამ მასთან თავს ცუდად გრძნობდა; პატარა მიზეზიც საკმარისი იყო, რომ შინიდან გაქცეულიყო, დედის ზრუნვა მხოლოდ იმით შემოიფარგლებოდა, რომ შვილი მაძღარი და ჩაცმულ-დახურული ჰყოლოდა, რაც ბავშვს არ აკმაყოფილებდა. იგი მუდამ აღნიშნავდა, რომ დედობრივი სითბო და ალერსი არასოდეს განუცდია.

– არ სურს სკოლაში სწავლა?
– არც არის საჭირო. არასრული საშალო განათლების დიპლომიც საკმარისია.
– მამინაცვლის მსგავსად ყასბობა სურს?
– ძალიან კარგი!

…მაგრამ ალენმა მაინც იბეჯითა და სპეციალური სასწავლებლის დამთავრების დამადასტურებელი სერტიფიკატიც მიიღო. რაც მოსწონდა, იმას ბრწყინვალედ აკეთებდა, მაგალითად, შესანიშნავად ახარისხებდა ხორცს. მოგვიანებით ალენ დელონი აღნიშნავდა, რომ იგი ერთადერთი ფრანგი მსახიობია, რომელიც პროფესიონალურად ჭრის შაშხს და ცომში გახვეულ პაშტეტსაც დიდებულად ამზადებს.

ამ პერიოდში იგი სპორტმა გაიტაცა; მისი კუმირები ავტომრბოლელები ფაუსტო კოპი, მიო კორადა და მოკრივე მერსელ სერდანი იყვნენ. ერთხანს ველოტრეკზეც ვარჯიშობდა, შემდეგ კი კრივის გაკვეთილებზე დაიწყო სიარული, რაც “როკო და მის ძმებში” კრივის სცენების გადაღებისას ძალიან გამოადგა. აი, რას ამბობს წლების შემდეგ ალენ დელონი:
კრივი ყოველთვის მიყვარდა. ისეთ ჩემპიონებს, როგოერებიც არიან რეი სუგარ რობინსონი ან კასიუს კლეი, მოძრაობის თავისებური მანერა ახასისთებთ. მე სწორედ ასეთი კრივი მომწონს. როკოს როლზე მუშაობისას ძალიან კარგ პედაგოგთან, კორსიკელ ჩიოკთან ვმეცადინეობდი. იგი საფრანგეთის ჩემპიონი გახლდათ. რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოს, მაგალითად, სოვერი ძალიან მშიშარა იყო. ეს რომ არა, მსოფლიო ჩემპიონი გახდებოდა; თუმცა რინგის მიღმა საკმაოდ უშიშარი იყო. ბევრი მოკრივე განიცდის შიშს, ისინი ყველაზე ჭკვიანები და ნიჭერები არიან იმიტომ, რომ ყველაფერს კარგად გრძნობენერთი სიტყვით, მე ჩიოკის სკოლაში აღმოვჩნდი; სხვათა შორის, “როკოშიკრივის სცენაში სწორედ სოვერია ჩემი მოწინააღმდეგე. მან მასწავლა კრივში ისეთი მოძრაობა, რომელიც ცეკვას წააგავს. კინო რომ მიმეტოვებინა, მოკრივე გავხდებოდი და, როგორც მოყვარული, ოლიმპიადებზე ვივლიდი
საბედნიეროდ ალენ დელონს კინო არ მიუტოვებია…

დედის მიმართ საკმაოდ ცუდი მოგონებები აქვს, შემთხვევით არ განაცხადა მოგვიანებით:
იცით, რა არის უდედოდ დარჩენა, როცა დედა მიგატოვებს, შემდეგ კი შემთხვევით იგებ, რომ მან დაწერა წიგნი, სადაც ყვება, როგორ ვუყვარდი, როგორ ზრუნავდა ჩემზე; ასეთ რამეს არავის ვუსურვებ“.

ალენ დელონს დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისათვის, რომ ეს წიგნი არ დაბეჭდილიყო, თუმცა იგი მოგვიანებით აღიარებს, ბავშვობაში მშობლებს ალერსით რომ გაენებივრებინათ, მისგან “ვარსკვლავი” არ დადგებოდა, მაგრამ დღეს მსახიობი დედ-მამას ხშირად სითბოთი და სიყვარულით იხსენებს. მას წლები დასჭირდა საიმისოდ, რომ უკეთ გაეგო მშობლებისთვის, მიეტევებინა უყურადღებობა და საკუთარი დამოკიდებულება მათ მიმართ კრიტიკულადაც კი შეეფასებინა.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი