ოშო – ყოველდღიური მედიტაცია

0
929

თუ თქვენ გინდათ, რომ რაიმე არ გაიზარდოს, უბრალოდ შებრუნდით მისკენ ზურგით და ის მოკვდება თავისით, როგორც მცენარე რომელსაც წყალს არ უსხამენ. ასევე მოექეცით სიყალბეს, უბრალოდ გადადეთ გვერდზე.

თუ თვქენ აპირებთ გაღიმებას და უცებ გააცნობიერეთ, რომ ეს სიყალბეა, გაჩერდით, მოადუნეთ ტუჩები. ბოდიში მოუხადეთ თანამოსაუბრეს, უთხარით რომ ეს არ იყო გულწრფელი სიცილი და წუხართ. თუ მოვა ნამდვილი ღიმილი – კარგია, თუ არ მოვა ესეც კარგია. რას იზავთ? თუ არის ის არის, თუ არ არის არ არის. არ გამოიწვიოთ მისი ძალით არსებობა.

მე არ გთავაზობთ თქვენ უარყოთ ყველა სოციალური პირობები. მე გთავაზობთ მხოლოდ გაცნობიერებას და თუ თქვენ გიწევთ იყოთ ყალბი, იყავით გაცნობიერებულად ყალბი. იცით, ის, რომ ვიღაც ადმიანი თქვენი უფროსია და თქვენ უნდა გაიღიმოთ, გაიღიმეთ გაცნობიერებულად, კარგად გახსოვდეთ რომ ეს სიცრუეა. დაე, სიცრუემ მოატყუოს უფროსი, მაგრამ ის არ უნდა გატყუებდეთ თქვენ, აი რაშია აზრი.

თუ თქვენ იღიმებით გაუცნობიერებლად, შეიძლება უფროსი არც მოტყუვდეს, რადგან მისი მოტყუება არც ისე ადვილია, თქვენ მოატყუებთ თქვენს თავს, მიულოცავთ, შეაქებთ მაგრამ იქნებით არასწორი. 

ზოგჯერ ყალბ სიცილს თქვენ თვლით აუცილებლად საჭიროდ – და ეს ზოგჯერ შეიძლება იყოს აუცილებელი… ცხოვრება რთულია, და თქვენ მასში ხართ მარტო. ბევრი რაღაცის გაკეთება თქვენ გიწევთ მხოლოდ იმიტომ,რომ საზოგადოება ეყრდნობა სიყალბეს, – იცრუეთ გაცნობიერებულად. მაგრამ ისეთ სიტუაციებში სადაც თქვენ შეგიძიათ იყოთ ჭეშმარიტი, არ დაუშვათ სიცრუე. 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი