ჯიდუ კრიშნამურტი – ჩემი სურვილია ადამიანის განთავისუფლება

0
1584

ჯიდუ კრიშნამური, პიროვნება, რომელიც თეოსოფიური საზოგადოების ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ სწორედ ის უნდა მოვლენილიყო წინამძღვრად, რომელიც მოსეს, ზარათუშტრას, ბუდას, ქრისტესა და მუჰამედის მსგავსად იქნებოდა ახალი სულიერი მასწავლებელი. იგი აირჩიეს თეოსოფიური საზოგადოების ლიდერად და ყველამ ვიცით, რომ შემდეგ თავად დაშალა ეს საზოგადეობა. გთავზობთ ამონარიდს, მისი გამოსვლიდან:

მე ვთვლი რომ ჭეშმარიტება არის გაუკვალავი მიწა და შეუძლებელია მას მიუახლოვდე რომელიმე კონკრეტული გზით, რომელიმე რელიგიით, რომელიმე სექტით. ეს არის ჩემი მოსაზრება და მე ამ მოსაზრებას ვემხრობი აბსოლუტურად და უპირობოდ.

ჭეშმარიტება, რომელიც არის უსაზღვრო, უპირობო, მიუწვდომელი რომელიმე კონკრეტული გზით, არ შეიძლება იყოს ორგანიზებული; არ უნდა შეიქმნას არც ერთი ორგანიზაცია, რომელიც ხალხს წარუძღვება ან აიძულებს ხალხს იარონ კონკრეტული გზით.

… ეს არ არის დიადი საქციელი იმიტომ, რომ მე არ მინდა მიმდევრები. რაწამს შენ ხდები ვინმეს მიმდევარი, იმავე წამს წყვეტ სიმართლის მიმდევრობას. მე არ მაინტერესებს მიაქცევთ თქვენ ყურადღებას იმას რასაც ვამბობ თუ არა. მე მინდა რაღაცის გაკეთება ამ სამყაროში და მე ამას გავაკეთებ შეურყეველი კონცენტრაციით.

მე ვაპირებ მთელი ჩემი ყურადღება ერთ ძირეულ საკითხს დავუთმო: ადამიანის გათავისუფლებას. ჩემი სურვილია ადამიანის გათავისუფლება ყველა გალიისგან, ყველა შიშისგან, და არა ახალი რელიგიის, ახალი სექტის, ახალი თეორიისა თუ ფილოსოფიის ჩამოყალიბება. 

MESSAGE:ცხოვრების ბოლოს წლებში, როგორც თავად თქვა –  “ბევრმა მომისმინა, მაგრამ ერთეულებმა გაიგო”

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი