სვამი ვივეკანანდა არავის ძალუძს ნამდვილი კანონის დარღვევა

0
1416

. . . ყველა საზოგადოება მანკიერ წესს ეფუძნება. მაგრამ კანონი მხოლოდ სრულყოფილ წესს უნდა ეფუძნებოდეს. რას გვასწავლის ძველი ანდაზა? – ყველა კანონს თავისი გამონაკლისი აქვსო? . . . ნამდვილი კანონი ვერ დაირღვევა. არავის ძალუძს მისი დარღვევა. ოდესმე დაურღვევია ვაშლს მიზიდულობის კანონი? კანონი თუ დაირღვა, სამყაროც აღარ იარსებებს. ოდესმე კანონი რომ დაარღვიოთ, წამსვე გაცამტვერდება თქვენი ცნობიერება, გონება და სხეული. ვთქვათ, ვიღაც ქურდობს. რატომ იპარავს? თქვენ მას სჯით. რატომ არ შეიძლება ადგილი გამოუყოთ და მისი ენერგია შრომაში ჩადოთ? . . .

შენ ცოდვილი ხარ! ეუბნებით თქვენ მას და ბევრი დაგეთანხმებათ, რომ ის კანონს არღვევს. კაცობრიობას, როგორც ცხვრის ფარას, ერთფეროვნების ბორკილი ადევს და სწორედ ესაა ყველა ტანჯვის, ცოდვისა და უსუსურობის მიზეზი. . . . სამყარო არც ისე ცუდია, როგორც თქვენ გგონიათ. ეს ჩვენ, სულელებმა გავხადეთ იგი ბოროტი. საკუთარ ღმერთებს და დემონებს ვიგონებთ, შემდეგ კი . . . თავიდან ვეღარ ვიშორებთ. თვალებზე ხელს ვიფარებთ და გავყვირით: მოგვანიჭეთ ვინმემ სინათლე! სულელები! მოიშორეთ ხელები თვალებიდან! სხვა არაფერია საჭირო. . . .

ყველა ღმერთს უხმობს საშველად, თავის თავს კი არავინ ადანაშაულებს. ესაა ყველაზე სამწუხარო. რატომაა ამდენი ბოროტება საზოგადოებაში? რაო, რას ამბობენ? ხორციელი ბუნებაო, ეშმაკიო და ქალიო? რატომ უნდა შევთხზათ ასეთი რამეები? მათ გამოგონებას არავინ გვთხოვს. ვერავინ გადაუხვევს არჯუნა, ჩემს გზას. უტვინოები ვართ და უტვინო გზებით დავდივართ. გვინდა თუ არა, მთელი ეს მაია უნდა გავიაროთ.

ღმერთმა სამოთხე შექმნა, კაცმა კი თავისთვის ჯოჯოხეთი მოიგონა. მაია ჰინდური რელიგიური აზროვნების ერთ-ერთი ფუნდამენტური ცნებაა. მას თარგმნიან როგორც ილუზიას, მირაჟს, ზმანებას, ტყუილს და ა.შ. მაგრამ ვერც ერთი ეს სიტყვა ზუსტად ვერ გადმოსცემს მის შინაარსს. მაია მატერიალური სამყაროს ილუზორულობას ნიშნავს, თუ ილუზია ან მირაჟი სინამდვილეში არ არსებობს, მაია დროებითი, მაგრამ სრლიად რეალური რამ გახლავთ, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც თვით მატერიალური სამყაროა დროებით რეალური.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი