ნონა ხიდეშელი „self”- ერთიანი ადამიანის ცენტრი

0
647

კ.გ.იუნგმა, თავის წიგნში „ადამიანი და მისი სიმბოლოები”, აღწერა არაცნობიერის (ანიმუსი და ანიმა) გარდასახვა სიზმრებზე დაკვირვების შედეგად. ვინც იცნობს კ.გ.იუნგისა და ზ.ფროიდის შრომებს სიზმრების შესახებ, მოეხსენება თუ რაოდენ ღრმა და საფუძვლიანი იყო მათი კვლევა ამ სფეროში.

კ.გ. იუნგის მიხედვით, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობს არავითარი კავშირი ცნობიერსა და არაცნობიერს შორის, ანუ არაცნობიერი სიბნელით მოცული სფეროა, სიზმარში იგი წარმოსდგება დაპირისპირებული და საშიში უცნობი არსების, მისტიკური დემონის ან რაიმე ურჩხულის მსგავსი ცხოველის სახით, რაც ხშირად შემზარავ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე და იგი იტანჯება. შემდეგი ეტაპი, ანუ არაცნობიერის  გარდასახვა, მხოლოდ მაშინ იწყება, თუ ადამიანი შეუდგება თვითშემეცნებისა და თვითგაცნობიერების გზას.

ცნობიერეთან დაპირისპირებული არაცნობიერი, ნელ-ნელა გარდაიქმნება პიროვნების დამხმარე არსებად, ანუ, სიზმარში არაცნობიერი პერსონიფიცირდება, როგორც მეგობრის, ან რაიმე სხვა არსების სახით, რომელიც ცდილობს, ადამიანს მიმართულება მისცეს და დაეხმაროს რაიმე პრობლემის დაძლევაში.  თუ ინდივიდუაციის პროცესი შეუჩერებლად გრძელდება და ადამიანს მთელი თავისი უნარი, მიმართული აქვს საკუთარი თავის გაცნობიერებასა და კვლევა–ძიებისკენ. ცნობიერისა და არაცნობიერის ინტეგრაცია უფრო და უფრო ჰარმონიული და თანამიმდევრული ხდება.

იუნგი ამბობდა, რომ ამ დროს ცვლილებები ადამიანის ცხოვრებაში უკვე ხილულად ხდება, ანუ მოსაწყენი და მონოტონური ცხოვრება, ხდება ლაღი და შემოქმედებითი. თუ არაცნობიერში არსებული ყველა კომპლექსი, სურვილი და ამბიცია აქამდე სიბნელით იყო მოცული და ცნობიერებას ფარულად მართავდა, გაცნობიერების შემდეგ, სიბნელე იფანტება, და ყველა შემაწუხებელი განცდა თანდათანობით ქრება, ცნობიერი და არაცნობიერი ერთად მოქმდებენ პიროვნების ფსიქოლოგიური გამთლიანებისთვის და თუ აქამდე არაცნობიერი დემონებისა თუ სხვადასხვა ბოროტი და საშინელი არსებების სამყოფელი იყო, ახლა უკვე ხდება სავანე კოსმიური, უნივერსლური ენერგიისა და ნათლის ანგელოზების, და სიზმრებშიც შესაბამისი სახით გვევლინება, (კოსმიური კაცის, ან რომელიმე წმინდანის სახით)ეს არის მომენტი, როდესაც „მე‘-ცნობიერების ცენტრის ნაცვლად, ადგილს იკავებს, „self”- ერთიანი ადამიანის ცენტრი, სადაც უმაღლესი ნებელობა ხდება წარმმართველი ძალა ადამიანის ცხოვრებაში.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი