ნარცისიზმი ფსიქოლოგიური დარღვევა

0
627

ფსიქოლოგიურ დარღვევებს შორის გამორჩეული ადგილი შეიძლება მივაკუთვნოთ ნარცისიზმს, რადგან ის თვის თავში ურთიერთგამომრიცხავ თვისებებს მოიცავს. ამასთან ნარცისიზმის მეცნიერულ კვლევას საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს და მას მივყავართ მეოცე საუკუნის დასაწყისის ფროიდისეულ ვენამდე.

ნარცისიზმი საკმაოდ რთული, მაგრამ ხშირად შეუმჩნეველი ფსიქოლოგიური დარღვევაა: ნარიცისი ადამიანი ერთდროულად შეყვარებულია საკუთარ თავზე და ღრმად სწამს, რომ მთელი სამყარო მის ირგვლივ ტრიალებს. თუმცა ამასთან იგი დაბალი თვითშეფასებითაც გამოირჩევა და ზოგიერთ შემთხვევაში სძულს კიდეც საკუთარი პიროვნება. სწორედ ამის გამო ნარიცისი საკუთარი თავის გარეთ იწყებს პოზიტიური სტიმულების ძიებასა და მიღებას და მუდმივად თვითდამკვიდრების პროცესშია.

მისთვის ნებისმიერი კომპლიმენტი, დაწინაურება თუ შექება სასიცოცხლოდ მნიშვვნელოვანია, მაგრამ რაიმე სახის კრიტიკას ვერ იტანს და გაურბის მას. მეტიც, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აკრიტიკებს ნარცისს რეალურ მეტოქედ შეიძლება გადაიქცეს მისთვის. არის მეორე შემთხვევაც, მაკრიტიკებელ ადამიანს ნარცისი ანიჭებს ზედმეტად უმნიშვნელო სტატუსს და მისგან კრიტიკას უბრალოდ არ იღებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ნარცისს სჭირდება საზოგაოდება თვითშეფასების ასამაღლებლად, მაინც, მას სძულს ადამიანთა ფართო კომპანია და ცდილობს რაც შეიძლება ვიწრო წრეში მოექცეს. მეტიც, საზოგადოებას იგი აღიქვამს, როგორც იმ ადმაიანთა ადგილს, რომლებიც მუდმივად ემტერებიან მას. სწორედ ამის გამო ნარცისს ორმაგი (ამბივალენტური) დამოკიდებულება უვითარდება ყველაფრის მიმართ. 

ნარცისი ცდილობს მაქსიმალურად ესწრაფვოს სიახლეებს, რადგან სიახლე მისთვის პოზიტიურ სტიმულთან ასოცირდება ეს კი მისი თვითშფასებაზე აისახება. ამასთან ნარიცისი საკმაოდ მშიშარაცაა, რადგან მუდმივად ეჭვქვეშ აყენებს საკუთარ შესაძლებლობებს და პერმანენტულად ცდილობს დაიმსახუროს მოწონება გარშემომყოფთა მხრიდან. მან შეიძლება ხშირად შთააგონოს საკუთარ თავს თავისი განსაკუთრებულობა და სიძლიერე, რომელიც მიუხედავად იმისა, რეალურია თუ არა, მაინც დროებით ეფექტს ახდენს მასზე, რადგან მას სჭირდება, რომ მუდამ აღმატებულ პოზიციაში დარჩეს, რისთვისაც ცვლილებები ესაჭიროება. 

ნარცისი არ ცდილობს ააგოს მყარი პირადი ურთიერთობა, არამედ უბრალოდ მიმართულია საკუთარ ცვალებად წარმატებებზე: მისთვის რაოდენობა ყოველთვის აღემატება ხარისხს. ნარცისს გამუდმებით აქვს პრეზენტია, რომ სადღაც უნდა მოსწონდეთ და აფასებდნენ მას. ამის გამო ყოველთვის ცდილობს იპოვოს ადგილი, სადაც თავს დაიმკვიდრებს, მაგრამ ყველაზე დიდი სირთულე სწორედ ის არის, რომ იგი თავს ვერსად ვერ იმკვიდრებს. ნარიცსს თითქმის არ ჰყავს მეგობრები, მაგრამ ცდილობს იყოს ყველას მეგობარი. 

ნარცისიზმი უფრო მეტად სერიოზულ ფორმებს იძენს მაშინ, რაც უფრო რთული ხდება სოციალური ურთიერთობები და მაშინაც, როდესაც ამ ურთიერთობების აგება ვირტუალურ სივრცეშიც შეიძლება, სადაც ნებისმიერ რაიმეს მუმდივად მოიწონებს ვიღაც. 

ცნობილი ადამიანები აღნიშნული დიაგნოზით:

შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი

ცნობილი მხატვარი სალვადორ დალი

ცნობილი დიზაინერი კოკო შანელი

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი

საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV

მათ შორის არიან წარმატებული მსახიობები, პოლიტიკოსები, ექიმები, იურისტები… ეს ის შემთხვევაა, როცა გამონახეს საკუთარ თავში ძალა, აჯობეს ბრაზს და დაამარცხეს ამპარტავნება.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი