ბაირონ ქეითის გამონათქვამები

0
1098

რეალობასთან კამათით წაგებული რჩები – თანაც, ყოველ ჯერზე 100%- ით.

პიროვნებებს არ უყვართ – მათ რაღაც სურთ.

მე რომ ლოცვა მქონდეს, ის ასეთი იქნებოდა: „ღმერთო დამიფარე
სიყვარულის, მოწონების, აღიარების მიღების მოთხოვნილებისგან.
ამინ“.

ნუ მოიტყუებ თავს, რომ თითქოს საკუთარ განვითარებას გაუსწარი.
გამოუკვლეველი გონებაა ერთადერთი ტანჯვა.

შენ ან გჯერა შენი ფიქრების, ან მათ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ. სხვა
არჩევანი არ გაქვს.

არავის შეუძლია გული მატკინოს – ეს მხოლოდ ჩემი საქმეა.

ყველაზე უარესი, რაც აქამდე მომხდარა – გამოუკვლეველი ფიქრია.

საღი აზროვნება არასდროს იტანჯება.

ჯანსაღ გონებაზე არ ვარ, თუ მე ვფიქრობ, რომ შენ ჩემი პრობლემა ხარ.

მე არ ვთავისუფლდები ჩემი კონცეფციებისგან – მე მათ ვიკვლევ.
შემდეგ კი ისინი თავად მტოვებენ.

რეალობას სრულიად შორდები, როდესაც გჯერა, რომ ტანჯვის
საფუძვლიანი მიზეზი არსებობს.

რეალობა ყოველთვის უფრო კეთილია, ვიდრე ის ისტორია, რასაც მასზე
ვყვებით.

მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მთელ სამყაროს ვუყვარვარ.
უბრალოდ მათგან ამის გაცნობიერებას არ ველოდები.

ფიზიკური პრობლემები არ არსებობს – არსებობს მხოლოდ გონებრივი
პრობლემები.

რეალობა ღმერთია, რადგან ის მართავს.

როდესაც ჩემი გონება გახსნილია, რაც არის, მეც სწორედ ის მინდა.

რეალობასთან კამათი, ეს იგივეა, რაც კატას ყეფა ასწავლო – ამაოა.

როგორ მივხვდე რომ არ მჭირდება ის, რაც მსურს? არ მაქვს.

პატიება იმის გაცნობიერებაა, რომ რაც გვეგონა მოხდა, სინამდვილეში
არ მომხდარა.

ყველაფერი ჩემთვის ხდება და არა ჩემ წინააღმდეგ.

მადლიერება ეს არის ის, რაც ჩვენ ვართ, ჩვენი ისტორიების გარეშე.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი