ჯიდუ კრიშნამურტი – ვიღაცად ყოფნის სურვილი

0
2540

“ფაქტია, რომ ადამიანის გონება მიილტვის ძალაუფლების მოსაპოველბად. ძალაუფლების მოსაპოვებლად ლტოლვა კი, იწვევს გონების ინდივიდუალურობის გაქრობას.“

მე ვთვლი, რომ ჩვენი ინდივიდუალურობის გაქრობის ერთერთი ძირეული მიზეზი არის ჩვენი ლტოლვა ძალაუფლების მოსაპოვებლად; ჩვენ ყველას გვინდა ვიღაც ვიყოთ, ჩვენ საკუთარ სახლშიც კი, ბინაშიც, ოთახშიც. ზუსტად ისევე როგორც ერები არიან დაპირისპირებული ძალაუფლების გამო, ასევე თითოეული ადამიანი გამუდმებით ილტვის იმისთვის, რომ იყოს ვიღაც საზოგადოებასთან მიმართებაში:

მას უნდა იყოს აღიარებული დიდ კაცად, გამოჩენილ ბიუროკრატად, ნიჭიერ ხელოვანად, სულიერ პირად და ა.შ. ჩვენ ყველას გვინდა ვიყოთ ვიღაც, ხოლო ვიღაცად ყოფნის სურვილის პირველწარო არის ლტოლვა ძალაუფლების მოსაპოვებლად. თუ თქვენ დაუკვირდებით საკუთარ თავს დაინახვათ, რომ ის რაც თქვენ გინდათ არის წარმატება და თქვენი წარმატების აღიარება, და არა მარტო ამ სამყაროში, არამედ შემდგომ სამყაროშიც – თუ ასეთი შემდგომი სამყარო არსებობს.

თქვენ გინდათ, რომ იყოთ აღიარებული, და ამ აღიარების მოსაპოვებლად თქვენ ხართ დამოკიდებული საზოგადეობაზე. საზოგადოება აღიარებს მხოლოდ მათ ვისაც აქვს ძალაუფლება, პოზიცია, პრესტიჟი; და ზუსტად ძალაუფლების ამპარტავნობა, პოზიცია, პრესტიჟი არის ის რასაც ჩენი უმრავლესობა ეძებს. ჩვენი ღრმა, ფუძემდებლური მოტივი არის წამრატებით მონიჭებული სიამაყე, და ეს სიამაყე თავისთავს სხვადასხვა სახით გამოავლენს.

მანამ ჩვენ ვიბრძვით ძალაუფლებისთვის ნებისმიერი მიმართულებით, ნამდვილი ინდივიდუალურობა იმსხვრევა – და არ ამარტო ჩვენი ინდივიდუალურობა, არამედ სხვებისაც. როდესაც ჩვენ ვცდილობთ გავხდეთ ვიღაც, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ აღიარებული საზოგადოების მიერ; შესაბამისად, ჩვენ ვხდებით საზოგადეობის მონა, ჭანჭი სოციალურ მანქანაში, და ჩვენ აღარა ვართ ინდივიდი.

მე ვთვლი, რომ ეს არის ფუნდამენტური საკითხი, რომელიც სერიოზულ დაფიქრებას საჭიროებს. მანამ გონება ილტვის ნებისმიერი სახის ძალაუფლებისკენ – იქნება ეს ძალაუფლება მოპოვებული გარკვეული სექტის, ცოდნის, ქონების, სიქველის თუ სხვა რამის მეშვეობით – ის აუცილებლად შექმნის საზოგადოებას, რომელიც გაანადგურებს ინდივიდს, რადგან ასეთ შემთხვევაში ადამიანის გონება ჩაკეტილია და ის იწვრთნება გარემოში, რომელიც ამართლებს ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას წარმატებაზე.

ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ანადგურებს თავისუფალ გონებას. მხოლოდ თავისუფალ, დაუბინძურებელ გონებას აქვს უნარი იფიქროს პრობლემების შესახებ ინდივიდუალურად, საზოგადოებისა და საკუთარი სურვილებისგან დამოუკიდებლად.

ასე რომ, გონება მუდამ ცდილობს გახდეს ვიღაც და შესაბამისად ზრდის საკუთარი ძალაუფლების, პოზიციის, პრესტიჟის შეგრძნებას. ვიღაცად გახდომის სურვილიდან იბადება ლიდერობა, მიმდევრობა, წარმატების თაყვანისცემა; და შესაბამისად აღარ არის ადგილი შინაგანი რეალობის ღრმა, ინდივიდუალური შემეცნებისათვის. თუ ვინმე დაინახავს ამ პროცესს მთლიანად მთელი თავისი რეალობით, არის თუ არა შესაძლებელი მოიკვეთოს ლტოლვა ძალაუფლების მოსაპოვებლად თავის საფუძველშივე?

ხვდებით თუ არა თქვენ ამ სიტყვის შინაარსს – „ძალაუფლება“  დომინირების, ფლობის, ექსპლუატირების, სხვაზე დამოკიდებულების სურვილი – ყველაფერი ეს იგულსხმება ლტოლვაში ძალაფულების მოსაპოვებლად. სხვა, უფრო მკაფიო განმარტებების მოტანაც შეიძლება, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად – ადამიანის გონება მიილტვის ძალაუფლების მოსაპოველბად. ძალაუფლების მოსაპოვებლად ლტოლვა კი, იწვევს გონების ინდივიდუალურობის გაქრობას.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი