ქრისტეს შობა

0
281

ქრისტეს შობა (შობა) — ქრისტიანული რელიგიური დღესასწაული, აღინიშნება 25 დეკემბერს. ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული, აღნიშნავს იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს რაც გრიგორიანული კალენდრის 7 იანვარს ემთხვევა. 

377 წლამდე საქრისტიანოს აღმოსავლეთ ნაწილში შობა იდღესასწაულებოდა 6 იანვარს, ნათლისღებასთან ერთად, სწორედ ისე როგორც ის დარჩა შეერთებული სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში. იოანე ოქროპირის ინიციატივით და მეცადინეობით, შობის დღესასწაული გამოყოფილ იქნა და გადატანილ იქნა დეკემბრის 25-ზე. იმ დროინდელ სწავლულთა გრიგოლ ნოსელისა, აგვისტინე იპპონელისა და სხვათა გამოკვლევით, ქრისტეს შობა მოხდა ზამთრის მზის მოქცევის დღეს — 25 დეკემბერს, სწორედ იმ დღეს, როდესაც მზე და დედამიწა იწყებენ ერთმანეთთან დაახლოებას.

როგორც ძველი ასტროლოგები და მეცნიერულ ფორმატში მომუშავე პირები გვამცნობენ, 21 დეკემბერს არის ზამთრის ბუნიობა – „ტრანსფორმაციული ველი“. ეს არის დღე, როდესაც მზე სამხრეთისკენ 23,5 გრადუსით იხრება. ამ დროს ჩრდილოეთის პოლუსი 23,5 გრადუსით შორს არის მზისგან და ყველაზე ნაკლებ სხივებს იღებს. დეკემბრის ბუნიობისას, მზე ჰორიზონტთან ყველაზე ახლოსაა, რაც დღის სიმოკლეს და ღამის ხანგრძლივობას განაპირობებს. ეს დღე ხასიათდება თავისი მისტიური ბუნებითაც. 21 დეკემბერი ესაა დღე, როდესაც მზე გარდაიცვლება და 3 დღის შემდგომ კვლავ ახალი ძალებით იბადება.

1923 წელს საქართველოს ეკლესიამ, ქრისტოფორე III – ის(ციცქიშვილი) მამამთავრობისას, პირველად სცადა ახალი კალენდრის შემოღება, რის შედეგადაც ახალი სტილის კალენდარი 1923-1925 წლების განმავლობაში მოქმედებდა ჩვენს ეკლესიაში, თუმცა მოსახლეობის არაინფორმირებულობის გამო ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.

1927 წლის წლის 24 ივნისის კათოლიკოს-პატრიარქთა წმინდა ამბროსის (ხელაია) მამამთავრობისას საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა განაჩინა შობის დღის ახალი სტილით, 25 დეკემბრის აღნიშვნის შესახებ. საეკლესიო კრების გადაწყვეტილება მხოლოდ შეჩერებულია. 1928 წლის 28 სექტემბერს საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო სინოდმა განაჩინა ახალი სტილის დროებით შეჩერებაზე.

განჩინება მღვდელმთავრებს ავალებდა, მომავალში მაინც გაეწიათ პროპაგანდა ახალი სტილის სასარგებლოდ.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი