რეზო თაბუკაშვილი აგრესიული პროვინციალიზმი

2
21351

ამონარიდი რეზო თაბუკაშვილის ლექციიდან, რომელიც უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში წაიკითხა

მოგახსენეთ, თბილისი ასეთი ეროვნული არასდროს არ ყოფილა-მეთქი. სამწუხაროდ, იმის ხარჯზე, რომ სოფელი დაიცალა. მაგრამ ეს არ გახლავთ ერთადერთი მავნე შედეგი, არის მეორე შედეგიც – გაჩნდა ახალი კატეგორიის ქართველი, აგრესიული პროვინციელი, ეს არის საშინელება, მით უმეტეს, პროვინციალიზმი პოლიტიკაში ხომ კატასტროფაა.

პროვინციალი არ ნიშნავს სოფლიდან ჩამოსულს, ისტორიულად ჩვენ ყველანი სოფლიდან ვართ ჩამოსულები, ზოგი გუშინ და ზოგი გუშინწინ. ჩვენი სათაყვანო მამა-პაპა, ჩვენი თავადაზნაურობა, ჩვენი კულტურის შუქურები სოფლებში ცხოვრობდნენ. პროვინციალიზმი ქალაქის მოვლენაა. პროვინციალიზმი პროვინციაში არ არსებობს, ის თავის ორგანულ სამყაროშია იქ. აი, როცა თავის ორგანულ ნაწილს მოწყდება და მოდის აქ, სადაც მისთვის ჩვეული გარემო არ არის, ის ხდება აგრესიული შეუთავსებლობის გამო.

ისევ მონადირული პრაქტიკიდან. თქვენ გედები გინახავთ ზოოპარკში რომ დაცურავენ. მე, როგორც მონადირეს, გაფრენილიც მინახავს ნადირობის დროს. ღმერთმა გედი გააჩინა იმისთვის, რომ არ უნდა იფრინოს და დედოფალია ცაში, როცა ფრინავს, ან წყალში უნდა იყოს და დედოფალია როცა ცურავს, მაგრამ საკმარისია მიწაზე დადგას ფეხი, რომ ის ხდება აბსოლუტურად დაგვაჯული, რაღაც საზიზღარი ბატი. იმიტომ, რომ ღმერთმა გედი ან საცურაოდ, ან საფრენად გააჩინა.

სრულებით არ არის სათაკილო, რომ ვიღაცის ადგილი არის სოფლად, ვიღაცისა კი – ქალაქში, დაბაში და ა.შ. როდესაც ეს ირღვევა, ჩნდება ის უცანური ტიპი ქართველი კაცისა –”აგრესიული პროვინციალი”. ის მოდის და შეუთავსებლობის გამო, ეძებს, რადგან შენ სხვა რამით ვერ გჯობნის (ხომ არსებობს კიდევ რაღაც სხვა, გენეტიკური, ხომ არის სამასი წლის ნაკრეჭი ინგლისური გაზონები, რაზედაც ამერიკელი გულზე სკდება, დღესაც ვერ ინელებს და ეძებს საიდუმლოებას…)

ის ეძებს მერე თავშესაფარს იმით, რომ აქტიურობდა კომკავშირში, შედიოდა პარტიაში, აგვივლიდა გვერდს და აღმოჩნდებოდა შენი დიდი უფროსი. დღეს ძალიან იოლ თავშესაფრად იქცა პატრიოტიზმი. პატრიოტიზმი გახდა თავშესაფარი უამრავი – აბსოლუტურად უმაქნისი ადამიანისა და ის ისეთი ტონით გელაპარაკება იქიდან, რომ ჰკითხო, ვინა ხარ – გეუბნება, – პატრიოტი. პატრიოტობა პროფესია არ არის – პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი. ის პროფესიონალიზმი, რომელსაც შენს სამშობლოს მოახმარ

2 გამოხმაურება

  1. ჩვენ ვიცით ბატონო რეზო რას ნიშნავს პროვინციალიზმი, ესის მცნებაა გუშინ სომეხი რო იყავი დღეს ქართველიხარ თან კარენოი და ვიღაც ახმეტიდანჩამოსული კახელი ან სამეგრელოს რომელიმე სოფლიდან ჩამოთრეული მეგრელი რო დაგიაბგონებს, პატრიოტიზმშიც, ეროვნულობაშიც, ქვეყნისთვის ბრძოლაშიც და ადამიანურობაშიც ,შენკი კარენოი თბილისელი აღმოჩნდები ისეთ მდგომარეობაში რომ უცხო ხარ ქალაქში სადაც ბუნებრუვადაც უცხო უნდა ყოფილიყავი მაგრამ მამაშენის მამამ ღალატით თბილისის ალაყაფი რო გააღებინა და ქართველები დაახოცინა, მერე შენ რო გახდი მეფე და აიახლა დაბრუნდა პროვინციელი ქართველიბა თავისი სოფლებიდან და შენ კარენოობას ამრეზად უყურებენ, თან რო იცი ამის მიზეზიც რომ ააქვთ ,აგრესიული ხდები იწყებ მოქმედებას, შენს ირგვლივ იკრებ ნაძირლებს, წურდებს, ყაჩაღებს და მიუშვი მერე რა საჭიროა მეტი ჩარევა და აი შედეგიც დამხობილი ქვეყანა, აოხრებული დედაქალაქი, დახვრეტილი ქართვდლობა ისევდა ისევ და საძულველი მეგრელები საკუთარვე სახში დაწიოკებულნი და ბედნიერი ხარ გგონია რომ დაიბრუნე , ისევ შენ ხარ ამქალაქის კოლორიტი მაგრამ არა, შენი დრო წავიდა და დღეს ისევ ეს პროვინციელები მრავლდებიან დაუსრულებლად საკუთარ ქალაქში და შენ ერთი კარენოი პროვინციელს იმის ძალაც კიარგაქ შვილს ასწავლო ვინაა, იმიტომ რომ შენთვითონ ხარ არარაობა.

  2. ასეთი სამარცხვინო დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს და მომისმენია.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი