-3 C
Tbilisi
შაბათი, დეკემბერი 7, 2019

ბუდას გამონათქვამები

0
1406

ადამიანის უდიდესი მტერი საკუთარი თავია.

უდიდესი სისულელე – სიცრუე.

უდიდესი მწუხარება – შური.

უდიდესი შეცდომა – საკუთარი თავის დაკარგვა.

უდიდესი დანაშაული – უმადურობა.

უდიდესი დანაკარგი – იმედის დაკარგვა.

უდიდესი მიღწევა – ჯანმრთელობა და გონება.

უდიდესი საჩუქარი – გულკეთილობა.

უდიდესი ნაკლოვანება – გაგების უნარის უქონლობა.

უდიდესი ნუგეში – კეთილი საქმე.

ყველაზე ღირსეული სინანული – საკუთარი ღირსების სიმცირის გამო.

უდიდესი აღტაცება ადამიანის ცხოვრებაში – წამოდგომა დაცემის შემდეგ.

ბუდას დაბადების ადგილად დღევნდელი ნეპალის ტერიტორია, ლუმბინი ითვლება, გარდაცვალების კი დღევანდელი ინდოეთის ტერიტორია – კუშინაგარი.

ნუ იცხოვრებ წარსულით, ნუ იოცნებებ მომავალზე, კონცენტრირება გააკეთე აწმყოზე.

ათასობით არაფრისმთქმელ სიტყვას, ერთი მშვიდობის მომტანი სიტყვა სჯობია.

არც საჭმელი მიიღო ზომაზე მეტად და არც შეგშურდეს სხვების. ის ვისაც შურს სხვების, გონების სიმშვიდეს ვერ ეღირსება.

სიკვდილიც კი ვერ შეაშინებს მას, ვისაც ბრძნულად უცხოვრია ამ ქვეყნად.

სიძულვილი ვერ შეწყდება სიძულვილითვე. მას მხოლოდ სიყვარული შეაჩერებს. ეს მარადიული კანონია.

მას ვისაც 50 ადამიანი უყვარს, 50 წუხილი და დარდი აქვს. მას ვისაც არცერთი არ უყვარს არც წუხილი და დარდი აქვს.

ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ჯილდოა. იგი უზარმაზარი სიმდიდრით კმაყოფილებისა და საუკეთესო ურთიერთობის უტყუარი ნიშანია.

მე ვერასოდეს ვუყურებ თუ რა გაკეთდა, მე მხოლოდ ვხედავ თუ რა შემორჩა ამ გაკეთებულიდან.

ცაში არ არსებობს განსხვავება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ამ განსხვავებებს ხალხი დედამიწაზე თავიანთი გონების მიხედვით ქმნის და შემდგომ იჯერებს და სიმართლედ მიაჩნია იგი.

ათასობით ბრძოლების მოგებას შენი საკუთარი თავის დაპყრობა ჯობია, რადგან ეს გამარჯვება შენია და მას ვერავინ წაგართმევს. ვერც ანგელოზები და ვერც დემონები, ვერც სამოთხე და ვერც ჯოჯოხეთი.

სანთელი ცეცხლის გარეშე ვერ დაიწვება. ასევე ადამიანები ვერ იცხოვრებენ სულიერების გარეშე.

მშვიდობა შიგნიდან მოდის, არ ეძებოთ ის გარეთ.

გონება ყველაფერია. რასაც ფიქრობ, მას ყოველთვის მიაღწევ.

ენა ბასრი დანასავითაა, ის სისხლის გამოდინების გარეშე კლავს.

არაფერი არაა ეჭვებზე უფრო საზარელი. ეჭვები აცალკევებს ხალხს. ის არის შხამი, რომელიც ანადგურებს მეგობრობას და ანგრევს სასიამოვნო ურთიერთობებს. ის არის ხანჯალი, რომელიც კლავს.

ისინი, ვინც თავისუფალნი არიან გულღვარძლიანი ფიქრებისაგან, უდავოდ იპოვიან სიმშვიდეს.

დიდი ხნით სამი რამ არ შეიძლება დაიმალოს. მზე, მთვარე და სიმართლე.

ჩვენი ვალია, ჩვენი სხეული კარგ და ჯანმრთელ ფორმაში შევინარჩუნოთ, სხვაგვარად ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი გონების ისე შენარჩუნებას, რომ იგი ძლიერი და ნათელი იყოს.

ჩვენ ჩვენივე ფიქრებით ვყალიბდებით და ვფხვიერდებით.ისინი, რომელთა გონებაც დაუზოგავი ფიქრებით ყალიბდება, სიხარულს გასცემენ, როცა საუბრობენ თუ მოქმედებენ. სიხარული მათ ცხოვრებაში ისევე მარადიულად მიჰყვება, როგორც მზიან ამინდში თავიანთი აჩრდილი.

შენი საკუთარი თავის ხსნას თავადვე ეცადე. ნუ იქნები სხვებზე დამოკიდებული.

თუ კი ვინმე ამ დედამიწაზე იმსახურებს შენს სიყვარულსა და ერთგულებას, ეს თავად შენ თვითონ ხარ.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი

error: კონტენტი დაცულია!