ოშო სიღარიბეზე

0
947

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების წყალობით დღესდღეობით შესაძლებელი გახდა ადამიანი აღარ დარჩეს ნახევრადმშიერ დმგომარეობაში. მაგრამ ამას ხელს უშლის ნაციათა ძველი საზღვრები. თუ მსოფლიოში ისევ რჩებიან ღატაკი ადამიანები, ეს იმიტომ კი არაა, რომ მათი დახმარების საშუალება არ არსებობს, არამედ იმიტომ, რომ დღემდე არსებობენ ნაციები, სახელმწიფოები და პოლიტიკური საზღვრები.

დღეს ადამიანს აქვს უნარი, რომ მთელი დედამიწა სამოთხეთ აქციოს, მაგრამ პოლიტიკოსები არ უშვებენ ამას. თუმცა, ეს არის ის, რისი გაკეთებაც ახალ თაობას ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს. რაც უფრო ადრე, მით უკეთესი – ეს არის ნაციების გაუქმება. ჩვენ გვჭირდება ერთიანი მსოფლიო და ეს ერთიანი მსოფლიო იქნება მრავალი კითხვის პასუხი და მრავალი პრობლემის გადაჭრა.

სიღარიბე შესაძლებელია, რომ ახლავე გაქრეს, თუკი მსოფლიოს ერთ მთლიანად აღვიქვავთ და გამოვიყენებთ ყველაფერ იმას, რაც აღმოაჩინა და შექმნა ადამიანმა. წინააღმდეგ შემთხვევაში სიღარიბე კი არ გაქრება, გაგრძელდება და მომავალშიც იარსებებს. შეიძლება, რომ ავადმყოფობები გაქრეს, ადამიანი უფრო ჯანმრთელი გახდეს. ამისთვის ყველაფერი აუცილებელი არსებობს… უბრალოდ ძველი გახრწნილი გონება განაგრძობს არსებობას.

ჩემი წინადადებაა შევქმნათ მსოფლიო მმართველობა, ნაციონალური მმართველობები უკვე აღარაა საჭირო, რადგან ყველა ნაციონალური მმართველობა მოძველდა. მაგრამ პოლიტიკოსები არ დაუშვებენ ამას. რატომ? – იმიტომ, რომ მაშინ ისინი აღარ იქნებიან საჭირო, სად აღმოჩნდება მაშინ ყველა პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი? ყველა ეს ადამიანი უსარგებლო აღმოჩნდება. მაშინ ისინი ვეღარ შექმნიან ამდენ ომებს და ამდენ ხმაურს მსოფლიო სცენაზე, მათ დაივიწყებენ. ისინი უსარგებლო და მუზეუმში ჩასაბარებელი გახდებიან. 

მსოფლიოს ერთიანი მმართველობა სჭირდება. ყველა ნაცია უნდა გაქრეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაქრება ომები მიწის ნაგლეჯებისთვის, რომლებიც არავის ეკუთვნის და ამავე დროს ყველას ეკუთვნის. ომები მაშინ გაქრება თუ ნაცები გაქრება. ომები ნაცების არსებობის პროდუქტია. მაგრამ პოლიტიკოსებს არ მოწეონებათ ეს, ისინი რისკავენ, მთელი თავის მნიშვნელობის დაკარგვით. სინამდვილეში პოლიტიკოსები მეტი ნაციის არსებობით არიან დაინტერსებული.

ინდოეთი ერთიანი ნაცია იყო, მაგრამ ინდოელმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ ორი ნაცია შეექმნათ, ინდოეთი და პაკისტანი, რათა იქაც და აქაც ყოფილიყვნენ პრეზიდენტები, პრემიერ მინისტრები, მინისტრები და სხვა პერსონები. მაგრამ შემდეგ პაკისტანი თავის მხრივ ორ ნაწილად დაიშალა, რადგან პაკისტანი, რომ ერთიანი დარჩენილიყო, მაშინ ბენგალიელები დაიტანჯებოდენ, რომ ისინი არ არიან პრემიერ მინისტრები და პრეზიდენტები. მათ მოუწიათ პაკისტანისგან განცალკევება. ინდოეთი სამ ქვეყნად იქცა, და თუ ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა, ინდოეთიც მრავალ ქვეყნად იქცევა.

ამის გარდა, სამხრეთ ინდოეთს განცალკევება უნდა ჩრდილოეთ ინდოეთისგან ენობრივი პრინციპის გამო. სამხრეთელები ამტკიცებენ, რომ ისინი მიეკუთვნებიან ერთ რასას, დრავიდულს, ხოლო ჩრდილოელები –  არიულს. ,,ჩვენ სხავადსხვა სისხლი გვაქვს, ჩვენ სხვადასხვა იდეალები გვაქვს, ჩვენ სხავადსხვა ენები გვაქვს” ჩრდილოეთისგან გამოცალკევების იდეა უფრო და უფრო მეტ ძალას იძენს, რადგანაც მაშინ სამხრეთელს თავის პრემიერ მინსტრი ეყოლება.

აქამდე ყველა პრემიერ მინსიტრი სამხრეთელი იყო. ჩრდილოელებმა პრეზიდენტად სამხრეთელი აირჩიეს, უბრალოდ იმისთვის, რომ დაემშვიდებინათ სამხრეთელები, რადგანაც ინდოეთის პრეზიდენტი – ეს მოჩვენებითი ფიგურაა. ეს ისეთივე ფიგურაა, როგორც ინგლისი დედოფალი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს ნომინალურ მეთაურს, მაგრამ ამასთან არანაირი ძალაუფლება არ გააჩნია.

ყველა პრეზიდენტი სამხრეთელი აღმოჩნდება ხოლმე, უბრალოდ იმისთვის, რომ სამხრეთი დაამშვიდონ. ძალაუფლებას კი პრემიერ მინისტრი ფლობს, სწორედ მის ხელშია მთელი ძალაუფლება და ის ჩრდილოელია. სამხრეთი ამის გამო იტანჯება. კერძოდ კი სამხრეთელი პოლიტიკოსები… ადრე თუ გვიან სამხრეთს განცალკევება მოუნდება.

მსოფლიო კი აგრძელებს უფრო პატარა ნაწილებად დაყოფას. პოლიტიკოსებს რომ ყველაფრის გაკეთება შეეძლოთ, რაც მოუნდებათ, მაშინ ყოველი სოფელი ცალკე სახელმწიფო გახდებოდა, ყველა სოფელს ეყოლებოდას თავისი პარლამენტი, თავისი პრეზიდენტი, თავის პრემიერ მინისტრი და მინისტრი. პოლიტიკოსებისთვის რომ ყველაფრის უფლება მიეცათ ასეც მოიქცეოდნენ.

რატომ არ აძლევენ ამის უფლებას? არ აძლევენ ისევ პოლიტიკური მიზეზის გამო. თუ სამხრეთ ინდოეთი ჩრდილოეთს გამოეყოფა, მაშინ მორარჯი დესაი თავის ძალაუფლების ნახევარს დაკარგავს. ამიტომ, ისინი, ვინც მმართველობაშია, ამას ეწინააღმდეგებიან, მათ არ უნდათ, რომ ქვეყანა დაიყოს. ისინი ვინც ხელისუფლებაში არაა, ცდილობენ დაყონ ქვეყანა და ასე ხდება გამუდმებით.

ერთხელაც, მთელმა მსოფლიომ, უბრალოდ უნდა აიღოს და მოისროლოს მთელი ეს სისულელე და გახდეს ერთიანი. ჩვენ არ გვჭირდება ვიზები, ჩვენ გვჭირდება მსოფლიოს მოქალაქეობა. ჩვენ გვჭირდება გადაადგილების თავისუფლება. საიდან ამდენი უნდობლობა? საიდან ამდენი მტრობა ერთმანეთისადმი? ეს მიწა ჩვენი საერთო პლანეტაა, ჩვენ უნდა გვქონდეს გადაადგილების თავისუფლება. 

მსოფლიო ჯერ კიდევ ვერ გახდა თავისუფალი წარსულის გადმონაშთების გამო. ისინი უნდა გადავაგდოთ. როცა მათ გადავაგდებთ, მსოფლიო იმდენად მდიდარი გახდება, რამდენადაც თქვენ გინდათ და იმდენად ჯანმრთელი, რამდენადაც თქვენ გინდათ. სიღარიბე გაქრება.

სიღარიბე ვერ გაქრება მხოლოდ იმიტომ, რომ მაჰათმა განდი მესამე კლასის ვაგონით მგზავრობს. ეს უბრალოდ სტრატეგიაა, პოლიტიკური სტრატეგია. ნუთუ სიღარიბე გაქრება მხოლოდ იმიტომ, რომ მაჰათმა განდი მესამე კლასის ვაგონიოთ მგაზვრობს? სინამდვილეში ის დამატებით გადაავსებს ხოლმე მესამე კლასის მაგონს, რომელიც ისედაც გადავსებულია. მას, რომ პირველი კლასის ვაგონით ემგზავრა, კონდიციონერით, მაშინ გადავსებულ ვაგონში ერთი ადამიანით ნაკლები მაინც იქნებოდა. ასეთი საკითხები არ ესმით, მაგრამ ღარიბებს მოსწონთ ეს, რადგან თვლიან, რომ მათი სიღარიბე რაღაც განსაკუთრებულია. ,,ნახეთ მაჰათმა განდიც კი მესამე კლასის ვაგონით მგზავრობს. შეხედეთ მაჰათმა განდის, ის ღარიბი ადამინივით ცხოვრობს.“

ასე ხდება სიღარიბე რაღაც სულიერი, მსოფლიო ღარიბად რჩება, რადგანაც სიღარიბე კეთილშობილების რანგში აყავთ. ყველგან, სადაც სიღარიბე კეთილშობილებად ითვლება, იარსებებს ღარიბი ადამიანები.

ინდოეთში სიღარიბე კეთილშობილებად ითვლება, თითქოის მასში რაიმე სულიერი იყოს. მასში არაფერია სულიერი, ეს რაღაც პათოლოგიურია. თუ თქვენ ღარიბი ხართ, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ სულელი ხართ, რომ არ შეგიძლიათ საკუთარი თავის უზრუნველყოფა. თუ ღარიბი ხართ, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ იმ ძველი ფორმებისადმი ხართ მიჯაჭვული, რომელიც უკვე უსარგებლონი არიან ამ სამყაროში. თუ თქვენ ღარიბი ხართ , ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ ხართ შემოქმედებითი და შეუპოვარი ადამიანი. თუ თქვენ ღარიბი ხართ, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ თქვენ არ ხართ გონიერი. ამაში არაფერია სულიერი, ეს უბრალოდ ენერგიისა და გონივრულობის დეფიციტზე მეტყველბს.

სიღარიბე უნდა განიკითხებოდეს. სიღარიბე კეთილშობილებად არ უნდა ითვლებდოეს. ჩვენ უნდა შვცვალოთ ადამიანის დამოკიდებულება ამ საკითხებიოსადმი, მაშინ ისინი ძალიან ადვილად გაქრება. ტექნოლოგიების წყალობით ჩვენ შეგვიძლია, რომ ძალიან კეთილსასურველ სამყაროში ვიცხოვროთ, მაგრამ ფსიქოლოგიურად არ შეგვიძლია სიუხვის გარემოში ცხოვრება. 

ხანდახან ხდება, რომ ადამიანი მდიდრდება, მაგრამ ღარიბივით აგრძელებს ცხოვრებას და გარშემომყოფნი ძალიან აფასებენ ამ თვისების გამო. ამბობენ:,,ნახეთ იგი მდიდარია, მაგრამ უბრალო ადამიანივით აგრძელებს ცხოვრებას” ეს ადამიანი უბრალოდ ბრიყვია. რატომ ვერ ტკბება სიმდიდრით, რომელიც თავისი ძალისხმევისა და დაუზოგავი შრომის შედეგად  მოიპოვა? – ის უბრალოდ ძუნწია. მან უბრალოდ არ იცის მდიდრულად ცხოვრება. ის ფარავს თავის მდიდრულად ცხოვრების უუნარობას ლამაზი შირმის მიღმა, რომელსაც ,,უბრალოება” ეწოდება. აუცილებელია, რომ ეს იდეალები შეიცვალოს.

სიღარიბე უსახურია, ისეთივე უსახური, როგორც ავადმყოფობა, მაგრამ ის მომავალშიც განაგრძობს არსებობას, სანამ არსებობენ ნაციები, ის განაგრძობს არსებობას, სანამ არსებობენ პოლიტიკოსები. ის განაგრძობს არსებობას, სანამ სამყარო დაყოფილი რჩება, ომები გაგრძელდებაა.

ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მშვიდობაზე, მაგრამ გავაგრძელებთ ომისთვის მზადებას, რადგანაც მშვიდობა – ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. 

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი