წყლის მნიშვნელობა ჩვენს ორგანიზმში

0
622

წინა სტატიაში ვისაუბრეთ დეტოქსიკაციაზე (ჯანსაღი ცხოვრების წესზე)  ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების გზამკვლევი ,,აურა პლიუსის“ ხელმძღვანელი რუსუდან მერმანიშვილი გახლავთ. როგორც გავარკვიეთ, რაც უფრო მეტი ცხიმოვანი ქსოვილია ჩვენს ორგანიზმში, მით უფრო მეტი პრობლემა ექმნება ჩვენს ჯანმრთელობას. ამიტომ საჭიროა, ჩვენი ორგანიზმი გავატუტიანოთ, რომ ჩვენი PH სიმჟავისკენ არ გადაიხაროს. ჯანმრთელობის გაუმჯობესების და შენარჩუნებისთვის ერთ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი წყლის სწორად მიღებაა.

message:რუსუდან, რას აკეთებს წყალი ჩვენს ორგანიზმში და რას ნიშნავს წყლის სწორად მიღება?

ადამიანის ჯანმრთელობისათვის წყალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სითხის მოთხოვნილება ინდივიდუალურია და ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული – ასაკზე, წონაზე,  სქესზე, სეზონზე, კლიმატურ პირობებზე, ფიზიკურ აქტიობებზე და სხვა.

საშუალოდ ზრდასრული ადამიანის  სითხის  მინიმალური  მოთხოვნილება   დღის განმავლობაში არის -30 მლ 1 კგ წონაზე. სითხეში იგულისხმება სუფთა და მინერალური წყალი, რიგ შემთხვევაში მწვანე უშაქრო ჩაი. ყველა დანარჩენი არის საკვები, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი აღიქვავს როგორც საკვებს. ხოლო, თუ ისეთ „სითხეს“მივიღებთ, როგორიცაა მაგალითად ყავა, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ყავა  უფრო მეტ სითხეს დაგვაკარგიებს და დამატებით მიღება მოგვიწევს. ამიტომ აუცილებელია სითხის სწორად მიღება.

სითხე საშუალოდ  500 მლ  აუცილებლად უნდა მივიღოთ დილით 

როგორც დაზეთვის გარეშე იცვითება ძრავის დეტალები, ასევე იცვითება ჩვენი შინაგანი ორგანოები წყლის გარეშე თუ ჩვენა მას დროულად არ მივაწოდეთ სითხე. ამიტომ  ჩვენი ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ დილით, ნახევარი ლიტრი წყლის მიღება. მაგრამ, თუ თქვენ დღეს საერთოდ არ იღებთ სითხეს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხვალიდან დაიწყოთ ამ რაოდენობით სითხის მიღება – უნდა დაიწყოთ მცირე ოდენობით, რომელსაც ნელ ნელა მოამატებთ სასურველ ნორმამდე.სითხის  მინიმალური  მოთხოვნილება   დღის განმავლობაში არის – 30 მლ 1 კგ წონაზე. ზაფხულში სითხის მოთხოვნილება მატულობს და ეს რაოდენობა იზრდება  0,5 -1 ლიტრით.

სითხე ათხიერებს სისხლს და ლიმფას, რითაც  ადვილდება  მათი მიმოქცევა. შედეგად  მცირდება თრომბული გართულებები, ადვილდება ლიმფოდრენაჟი, pH შენარჩუნება, ტოქსინების ევაკუაცია, უჯრედი ინარჩუნებს მემბრანის დაჭიმულობას, ანუ ტურგორს და ქსოვილი არ კარგავს ტონუსს – ინარჩუნებს ახალგაზრდა ელფერს.

უჯრედმა უნდა მიიღოს ზუსტად იმდენი სითხე, რაც მას ესაჭიროება – არც მეტი და არც ნაკლები. ამავდროულად უჯრედს იძულებით სითხე არ უნდა დავაკარგიოთ, რაც ძალიან სწრაფად  აბერებს უჯრედს. მაგალიად  ის პროცედურები,  როგორიცაა 3-4 საათიანი  შეფუთვებით თაფლის მასაჟი, ვარჯიში ცელოფნის შარვლებით, პარაფინის აპლიკაციები და სხვა.

სითხის დაკარგვით ცხიმის დაკლება შეუძლებელია,  ქსოვილების მოდუნება და ხორცის დაკიდება კი რეალური. არ შეიძლება ვაიძულოთ უჯრედს მოგვცეს ის სითხე, რომელიც მას ესაჭიროეება.  იმის მაგივრად რომ ბუნებრივი მეტაბოლიზი აწარმოოს, რატო აკარგინებ.

სითხე 200-250 მლ სასურველია მივიღოთ საკვების მიღებამდე 20-30 წუთით ადრე

სითხე არ უნდა მივიღოთ კვების დროს და უშუალოდ კვების შემდეგ

სითხის მიღება კვების შემდეგ დამოკიდებულია იმ საკვებზე, რასაც ვიღებთ – თუ ჩვენ მიღებული გვაქვს ცილოვანი საკვები (ხორცი, თევზი, ქათამი და სხვა) ან შერეული საკვები, რომელიც ყველაზე დიდი ხნით კავდება ჩვენს ორგანიზმში 3-3,5 სთ, სითხის მიღება არ შეიძლება მინიმუმ 2 საათი . ნებისმიერი სხვა საკვების შემდეგ 1 საათში შეგიძლიათ სითხის დაყოლება.

სითხის რაოდენობა დაახლოებით 3/4 უფრო მეტი უნდა მივიღოთ დღის 1 ნახევარში და ¼ დღის მეორე ნახევარში

თრომბული გართულების რისკის ქვეშ მყოფმა ადამიანმა სასურველია, რომ დაძინებამდე ერთი საათით ადრე მიიღოს 1 ჭიქა წყალი. ამ მარტივი წესით  მცირდება   თრომბული გართულებების ალბათობა ძილში, მცირდება ინსულტის და ინფარქტის რისკი.

როდესაც ჩვენ გვძინავს და ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა ისვენებს, წყალი მოქმედებს, როგორც გამწმენდი საშუალება

დამატებითი სითხე უნდა მივიღოთ მაშინაც, როცა წყლის ხარჯვა ორგანიზმის მიერ იზრდება, მაგალითად: აბაზანაში ან საუნაში შესვლის წინ

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი