მსხვერპლის ფსიქოლოგია

0
661

რატომ ხდება დანაშაული? ვინ როგორი არის მხვერპლი და როგორი არის დამნაშავე-მოძალადე? აღნიშნულ პრობლემას დეტალურად სწავლობს ვიქტიმოლოგია, რომელიც შეისწავლის დანაშაულის მსხვერპლის როლს დანაშაულში.

ეს სფერო ხშირად ამოვარდნილი იყო კრიმინოლოგთა ინტერესებიდან და მასზე მსჯელობა მხოლოდ ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. 1965 წ. აშშ–ში მოეწყო ფართო განხილვა დანაშაულთა სტატისტიკის საკითხებზე, სადაც გაირკვა, რომ არშეტყობინებულ დანაშულთა „შავი სია“ ბევრად აჭარბებდა ნავარაუდევს, ასევე მსხვეპლის რიცხვი, დანაშაულის ალბათობა არათანაბრად ნაწილდებოდა სხვადასხვა კლასებსა და ეთნიკურ ჯგუფებს, ასევე ქალებსა და მამაკაცებს შორის, ამას გარდა, შიდა ქალაქების მცხოვრებნი, სამართალდამცავთა სიჭარბის მიუხედავად, უფრო მეტად იმყოფებოდნენ დანაშაულთა რისკის ქვეშ.

თოერიული მიდგომები ვიქტიმოლოგიისადმი მდგომარეობს მსხვერპლსა და დამანშავეს შორის ურთიერთობის ბუნების გამოვლენაში, კერძოდ, დაფუძნებულია „მსხვერპლის მიერ დანაშაულის პროვოცირებაზე“. გარკვეულ შემთხვევებში (მაგალითად, გაუპატიურებასთან დაკავშირებით), ეს ფსიქოლოგიური მიდგომა ბრალს სდებდა დაზარალებულს დანაშაულის პროვოცირებაში. ამდენად, ვიქტიმოლოგია უკავშირდება დანაშაულში შერეული პასუხისმგებლობის საკითხს.

მოძალადისათვის მსხვეპლი, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ თავისზე სუსტი არსებაა, რადგან “სიძლიერე” მხოლოდ შედარებითია და გასაგებია რომ მსხვერპლი, რომელიც მოძალადეზე ძლიერია იშვიათად თუ იქცევა ძალადობის ობიექტად. შესაძლოა რთული გასაცნობიერებელია, მაგრამ მოძალადე ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ფსიქიკის მქონე, არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი არსებაა, რომელსაც არანაირი გზა და საშუალება არ აქვს მოახდინოს სოციალიზაცია და თვითრეალიზაცია, ხოლო არასრულფასოვნების დაძლევისათვის და საკუთარი ძალის გამოხატვისათვის ეძებს თავისზე სუსტ პიროვნებას და მიმართავს ძალადობას.

შესაბამისად მოძალადე შესაძლოა განვიხილოთ როგორც მშიშარა და საკმაოდ სუსტი. მაშ რატომ ხდება ამდენი დანაშაული?! ნუთუ ყველა მოცემულ სიტუაციაში მსხვერპლი უფრო სუსტია ვიდრე მოძალადე? პასუხი დაახლოებით შემდეგნაირია:ადამაინი ექსტრაორდინალურ სიტუაციაში კარგავს რაციონალურად მოქმედების უნარს და თავისი დაბნეულობითა და შიშის გამოხატვით მოძალადეს უბიძგებს დანაშაულის ჩადენისაკენ.

სასამართლო პროცესებზე არაერთხელ გაჟღერებულა ასეთი ფრაზა, როდესაც დამნაშავეს თავი უმართლებია:„დაზარალებულმა თავისი სისუსტით, თავისი უმწეობით მიმიზიდა და გამიჩინა სურვილი მეძალადა მასზედო“. წმინდა ფსიქოლოგიური ხედვის გათვალისწინებით დამნაშავის ქცევის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი შესაძლოა მსხვერპლის სისუსტე ყოფილიყო.

ადამიანი, რომ ამჟღავნებდეს თავის ძალასა და სიმტკიცეს იქ, სადაც ამის საჭიროებაა, როგორ ფიქრობთ დანაშაულები აღარ იქნებოდა? ალბათ იქნებოდა, თუმცა-ღა ის გარემოება, რომ სისუსტე გახდებოდა სტიმული იმისა, რომ მოძალადეს განეხორციელებინა ძალადობა – შედარებით შემცირდებოდა.

პოტენციურ მსხვერპლში თავდაჯერებისა და სიმშვიდის მაღალი დონე, ანუ გარკვეულწილად შინაგანი ძალის არსებობა – მოძალადეს უბიძგებს შეჩერებისაკენ, რადგან მოძალადემ არ იცის რეალურად რა ძალას ფლობს ესა თუ ის ადამიანი. მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ ადამიანს ეტყობა შფოთვა და ავლენს დაძაბულობის ნიშნებს, ამით დამნაშავე ფიქრობს, რომ ეს ადამიანი არის სუსტი და გარკვეულწილად პოტენციური მსხვერპლი ხდება. ამის შემდეგ ხდება კიდეც ძალადობის აქტი.

ავტორი:გიორგი კობერიძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი