6 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ნოემბერი 13, 2019

ბუდას სწავლება

0
1438

ბუდა (სიდჰარტა გაუტამა ბუდა)  ბუდას არასოდეს არაფერი დაუწერია, ისევე როგორც ქრისტეს. მისი სიბრძნე ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა თაობიდან თაობას და პირველი ჩანაწერებიც მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან 400 წლის შემდეგ ჩნდება. მისი სწავლება ბევრ მიმდევრებს იზიდავდა და ბუდას წასვლის შემდეგ დაიწყეს მისი სწავლების ჩაწერა. სწორედ ეს ჩანაწერები დაედო საფუზვლად ბუდიზმს.

ბუდამ გასხივოსნებას მიაღწია ბოდჰის ხის ძირას. სიცოცხლის დარჩენილი წლები ბუდა მთელ ინდოეთში მოგზაურობდა, და ავრცელებდა თავის გასხივოსნებისკენ გზისა და ნირვანის გზავნილს. გასხივოსნებას  წინ უძღვოდა გაცნობიერება იმისა, რომ სულიერი სიბრძნის შესაძენად სულაც არ არის საჭირო შიმშილი და სხეულის დაკნინება, რაც ასე მიღებული იყო იმ დროის ინდოეთში. როცა პატარა გოგონამ რძე და ბრინჯის პუდინგი მთელი გულით შესთავაზა თანაგრძნობის გამოხატვის მიზნით, ის მიხვდა, რომ აუცილებლად არსებობდა კიდევ სხვა გზაც იმის გარდა, რაც მას ასწავლეს.  მაშინ ბუდამ დაიფიცა, რომ სანამ ჭეშმარიტებას არ ჩახვდებოდა არ გაინძრეოდა და ასეც მოიქცა – 49 დღის განმავლობაში მედიტირებდა.

მისი სწავლებები დღემდე უამრავი ადამიანის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. ბუდას სწავლებაში არაფერია ისეთი, რაც ეწინააღმდეგება შინაგანი ჰარმონიის საფუძვლებს  – იქნება ეს სხვადასხვა რელიგიური, თუ ფილოსოფიური დინებები. მისი გაკვეთილები უნივერსალური და მუდმივია. მათი გაცნობა საინტერესოა გონებისათვის და სასარგებლო – სულისთვის.

მცირედით დაწყება – ეს ნორმალურია. სურა ნელ-ნელა, წვეთობით ივსება. ყველა ოსტატი თავის დროზე მოყვარული იყო. თუკი თანმიმდევრული და მომთმენი ხართ, წარმატებას მიაღწევთ. არავის შეუძლია ყველაფერს მიაღწიოს ერთ ღამეში: წარმატება მასთან მიდის, ვინც მზადაა, ყველაფერი მცირედიდან დაიწყოს და გულმოდგინედ იშრომოს, ვიდრე არ შეავსებს სურას.

აზრები მატერიალურია –  ჩვენი ცნობიერება – ეს ყველაფერია. თუ ადამიანი საუბრობს, ან მოქმედებს ცუდი აზრების შესაბამისად, მას ტკივილი ელის, ხოლო ვისაც სუფთა ზრახვები აქვს, ბედნიერებას მოიპოვებს. სწორად ცხოვრებისთვის, საჭიროა, გონების შევსება სწორი ფიქრებით. ეს მოგცემთ ყველაფერს, რაც გსურთ. არასწორი აზროვნება კი ბოროტებაა, რომელიც დაგანგრევთ.

პატიება – შეინახოთ რისხვა საკუთარ თავში, ეს იგივეა, ვინმესთვის ნაკვერჩხლის სროლას შეეცადოთ და თავადვე დაიწვათ. როცა გაათავისუფლებთ მათ, ვინც მიუტევებლობის საპყრობილეში გყავთ ჩაკეტილი, თავისუფლდებით თქვენც. ისწავლეთ პატიება, რაც შეიძლება სწრაფად.

თქვენს ქმედებებს მნიშნველობა აქვს – განვითარებისთვის საჭიროა მოქმედება. სწრაფი განვითარებისთვის კი, ყოველდღიური მოქმედება. ანდაზა: „ღმერთი ყველა ჩიტს აძლევს ჭიას, მაგრამ ბუდეში არ უგდებს“.

სცადეთ გაგება – ჩვენ სიმართლისთვის ბრძოლა შევწყვიტეთ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვიბრძვით. ჯერ სცადეთ, გაუგოთ სხვებს და მერე შეეცადეთ, რომ გაგიგონ. მეორე ადამიანის თვალსაზრისის გასაგებად სრული ძალისხმევა უნდა გამოიყენოთ. მოუსმინეთ სხვებს, გაუგეთ მათ და დაიმკვიდრებთ სიმშვიდეს.

გაიმარჯვეთ საკუთარ თავთან – უმჯობესია, გაიმარჯვოთ საკუთარ თავთან, ვიდრე ათასი ბრძოლა მოიგოთ. საკუთარ თავზე გამარჯვებას ვერავინ და ვერაფერი წაგართმევთ. ამის მისაღწევად საჭიროა, ფიქრების კონტროლი. ფიქრი ტალღებივით მრისხანე არ უნდა იყოს. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ყველაფერი თავისთავად ხდება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მართალია, არ შეგვიძლია ავუკრძალოთ ჩიტს ჩვენს ზემოთ გადაფრენა, მაგრამ შევძლებთ აღვუკვეთოთ ჩვენს თავზე ბუდის გაკეთება.

იცხოვრეთ ჰარმონიაში – ჰარმონია შინაგანად მოდის. არ ეძებოთ გარეთ ის, რაც მხოლოდ თქვენს გულში უნდა იყოს. ჰარმონია არც ახალი სამსახურია, არც ახალი მანქანა ან ახალი ქორწინება. შინაგანი ჰარმონია არის სულის სიმშვიდე, რომელიც თქვენში იწყება.

იყავით მადლიერი – მოდით, ვიყოთ მადლობელი – თუ ბევრი არ გვისწავლია, არ დაგვიხარჯავს ბევრი დრო, ხოლო თუ დავხარჯეთ – შევინარჩუნეთ ჯანმრთელობა. თუ ავად ვართ, ჯერ ისევ ვცოცხლობთ. ნუ იქნებით იმდენად პესიმისტი, რომ ერთი წუთით, თუნდაც ჩხუბის დროს, ვერ გააცნობიეროთ 10 რამ, რის გამოც მადლობელი უნდა იყოთ. ყველას არ გაუღვიძია დღეს დილით, ზოგმა წუხელ უკანასკნელად დაიძინა. ყოველთვის მოიძებნება რაღაც, რის გამოც ღირს მადლიერება.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი

error: კონტენტი დაცულია!