სიყვარული უნდა მოვიდეს გონებაში

0
2441

 მე ვარ აღსავსე სიძულვილით, შეგიძლიათ მასწავლოთ როგორ შევიყვარო?                            

კრიშნამურტი: ვერავინ გასწავლის სიყვარულს. ეს რომ შესაძლებელი იყოს, სამყაროს პრობლემები დიდ ხანია მოგვარდებოდა.  რომ შეიძლებოდეს ამის სწავლა წიგნებიდან , ისე როგორც მაგალითად მათემატიკას ვსწავლობთ, მაშინ აღარ იარსებებდა სიძულვილი, ჩაგვრა, ომი, დაყოფა, მდიდარი და ღარიბი და ჩვენ ჭეშმარიტი მეგობრები ვიქნებოდით ერთმანეთისთვის. მაგრამ სიყვარული ასე ადვილად არ მოდის. ადვილია სიძულვილი და  ერთგვარად სიძულვილიც აგროვებს ადამიანებს ერთად, ისინი ქმნიან უამრავ ფანტაზიებს, სხვა და სხვა ტიპის ერთიან ქმედებებს, მაგალითად ისეთს როგორიცაა ომი.  მაგრამ სიყვარული სრულიად განსხვავებული რამაა.  შენ ვერ ისწავლი სიყვარულს, მაგრამ შეგიძლია დააკვირდე სიძულვილს და შემდეგ ფრთხილად გადადო გვერდზე.

ნუ ებრძვი სიძულვილს, ნუ ამბობ, რომ ეს საშინელებაა, არამედ გაარკვიე რა არის სიძულვილი და მერე გაუშვი, მოისროლე გვერდზე, როგორც  გამოუსადეგარი. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ამ გრძნობას არ მისცე საშუალება ფესვი გაიდგას შენს გონებაში. გამიგეთ რას ვამბობ?  გონება მსგავსია ნოყიერი ნიადაგის და თუ მივცემთ საკმარის დროს რაიმე პრობლემას, ის აუცელებლად გაიდგავს ფესვს როგორც სარეველა და შემდეგ მისგან თავის დაღწევა ძალიან გაგიჭირდებათ. მაგრამ თუ არ მისცემთ პრობლემას ამის დროს, მაშინ ის დაჭკნება. თუ შენ წაახალისებ სიძულვილს, მისცემ მას დროს, გაზრდი და დაამწიფებ გადაიქცევა უზარმაზარ პრობლემად. რამდენჯერაც მოვა სიძულვილი,  უნდა გაუშვა და საბოლოოდ გონება გახდება მგრძნობიარე სენტიმენტალიზმის გარეშე, მაშასადამე შეიცნობს სიყვარულს.

გონება შეიძლება მისდევდეს შეგრძნებებსა და სურვილებს, მაგრამ არა სიყვარულს. სიყვარული უნდა მოვიდეს გონებაში  და შემდეგ აღარ იარსებებს  დაყოფა როგორც ესტეთიური და ღვთაებრივი. ეს არის სიყვარული – ერთადერთი რამ რასაც მოაქვს სრული აღტაცება მთელი არსებობის.                                                                                                      

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი