საკუთარ ფიქრებთან გაგებით მოკიდება

0
530

ფიქრი უვნებელია, სანამ მას დავიჯერებთ. ტკივილს იწვევს არა თავად ფიქრი, არამედ მასთან ჩვენი მიჯაჭვულობა. მიეჯაჭვო ფიქრს – ეს ნიშნავს დაიჯერო, რომ ის მართალია, მისი გამოკვლევის გარეშე. მტკიცებულება ფიქრია, რომელსაც წლების განმავლობაში ვეჯაჭვებოდით.

ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ისინი ისეთები არიან, როგორც მათ თავიანთი ფიქრები კარნახობენ. ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ მე არ ვსუნთქავდი – ჩემით სუნთქავდნენ. შემდეგ ჩემდა გასაკვირად, ისიც აღმოვაჩინე, რომ მე არ ვფიქრობდი, რეალურად ჩემით ფიქრობდნენ და

ეს ფიქრი არ იყო პირადული. იღვიძებ დილით და ეკითხები შენს თავს „ვფიქრობ, დღეს აღარ ვიფიქრებ“? გვიანია: შენ უკვე ფიქრობ. ფიქრები უბრალოდ ჩნდებიან. ისინი არსაიდან მოდიან და ისევ არსაით მიდიან, როგორც ღრუბლები მოძრაობენ მოწმენდილ ცაზე. ისინი მოდიან, რათა წავიდნენ და არა იმიტომ, რომ დარჩნენ. მათგან საფრთხეს არ უნდა ველოდოთ, სანამ თავადვე არ მივეჯაჭვებით – თითქოს ჭეშმარიტი იყოს.

არავის არასდროს არ შესძლებლია ფიქრების კონტროლი, თუმცა ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება მოყვეს ისტორიებს, თუ როგორ შეძლო ეს.

მე არ გავურბივარ ჩემს ფიქრებს – მე მათ გაგებით ვეკიდები, შემდეგ კი ისინი თავად მტოვებენ მე. ფიქრები შეგვიძლია ქარს ან ფოთლებს, ანდაც ციდან დაშვებულ წვიმის წვეთებს შევადაროთ. ისინიც ასე ჩნდებიან, მათი გამოკვლევით კი, შეგვიძლია მათ დავუმეგობრდეთ კიდეც. ნუთუ შეეკამათებოდი წვიმის წვეთებს? წვიმის წვეთები პირადული ხომ არ არის? – არც ფიქრები.

ერთხელაც კი, როდესაც მტანჯველ კონცეფციას გაგებით მოეკიდები, შემდეგ ჯერზე გაჩნდება თუ არა, აღმოაჩენ, რომ ის უკვე საინტერესოა. ის, რაც ადრე კოშმარს ჰგავდა, ახლა საინტერესოა. შემდეგ ჯერზე ის უკვე სასაცილოდ მოგეჩვენება, ბოლოს კი შეიძლება ვერც კი შეამჩნიო. სწორედ ამაშია ძალა გიყვარდეს ის, რაც არის.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი