ქარიზმატული ლიდერი ქართულ რეალობაში

0
528

ხოლო ქარიზმატები იყვნენ ძველი ბერძნული სილამაზისა და გრაციის ღმერთები.

გერმანელი სოციოლოგი მ.ვებერი ქარიზმის კლასიკურ ახსნას იძლევა –  ”ქარიზმა არის უჩვეულოდ აღიარებული პიროვნული თვისება, რის გამოც ის ფასდება, როგორც ზეადამიანური, ზეჭეშმარიტი და უკიდურეს შემთხვევაში – განსაკუთრებული, სპეციფიკური ძალითა და თვისებებით დაჯილდოებული პიროვნების უნარი, რომელიც არ არის მისაწვდომი სხვა ადამიანებისთვის”

ვებერის მიხედვით ქარიზმატული ლიდერი არის ისეთი ადამიანი, რომელსაც ხალხი რაღაც განსაკუთრებული თვისებებისა და ნიჭის გამო მისდევს, რაც შეიძლება ასეთი პიროვნების უშუალო მახასიათებლებსა ან საქმეებში გამოიხატებოდეს. ქარიზმატული ლიდერის ერთ-ერთი თვისებათაგანი, თუ შეიძლება ასე ეწოდოს, არის ეფექტური მომავლის დანახვება საზოგადოებისათვის, რაც დაკავშირებული იქნება უაშუალოდ მის პიროვნებასთან.

1. გეოგრაფიული მდებარეობა: რაც უფრო სამხრეთით მივდივართ ადამინთა ტემპერამენტი მით უფრო ფიცხი ხდება, ქართველი ხალხი კი საკმაოდ მაღალი ემოციური მახასიათებლებით გამოირჩევა;

2. საქართველო გარდამავალ პოლიტიკურ სისტემას მიეკუთვნება (ახალგაზრდა დემოკრატიას), შესაბამისად მოლოდინი დიდი მომავლისა ნამდვილად არსებობს;

3. საქართველო იმდენად ხშირად იდგა გადაუჭრელი პრობლემის წინაშე, რომ ყოველთვის მესმიანისტური იდეებით აღჭურვილ ლიდერს ელოდა, ისიც ხშირ შემთხვევაში, არ დააყოვნებდა და ასპარეზზე ჩნდებოდა, ამიტომ მოლოდინები გმირობების შესახებ უცხო ნამდვილად არაა.

ქარიზმატულ ლიდერზე დამოკიდებული იდეები დიდი ხანი ვერ ძლებენ, თუ მათ გარკვეული სახის ფორმირება და აქტუალიზაცია არ განიცადეს, ამიტომაც ქარიზმატულ სახელმწიფოებში ხშირია პროცესების რაციონალიზაცია და პირიქით – ირაციონალიზაცია, რადგან მუდმივი ღელვა იყოს შენარჩუნებული.

რაოდენ სასიხარულო თუ სამწუხაროც არ უნდა იყოს, საქართველო სწორედ ისეთი ქვეყანაა, რომლის საზოგადოების ერთგვარი დაკვეთაა ქარიზმატული ლიდერი, რაც ფართო გაგებით, თავის თავში უნდა გულისხმობდეს იმ სიახლისა და განსხვავებულობისაკენ მიმართულებით სვლას, რაც არა ეტაპობრივად, არამედ ერთიანად შეცვლის ნეგატივს პოზიტივისაკენ (რა თქმა უნდა ეს უკანასკნელიც ფართო გაგებითაა ნაგულისხმები) – იდეებით მაინც.

გამოთქმა – ”მას აქვს ქარიზმა”, ნიშნავს, რომ ადამიანი ახდენს გარშემომყოფებზე ძლიერ ზეგავლენას, ისინი იხიბლებიან მისი პიროვნებით და მზად არიან დაჰყვნენ მის ნებას.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი