საჭიროა მივაღწიოთ სწავლებას სწავლების გარეშე, უშუალოდ

0
415

ლექციის დროს ფიზიკურად არ შემიძლია ტექსტის წაკითხვა, ენა მებმის, ვიბნევი, თავს ვგრძნობ სრულ იდიოტად. თქვენ იცით, რომ ერთ მშვენიერ დღეს, პლატონმა მიატოვა ტირანი, რომელიც ჩემულობდა მის მოწაფეობას და ავრცელებდა მის მოძღვრებას.

პლატონს – ისევე როგორც დეკარტს ან კანტს – ამ ჭეშმარიტ მებრძოლ მოაზროვნეს, ახასიათებდა საოცარი ვაჟკაცობა, სხვათა წინაშე ემხილებინა საკუთარი თავი, დაენებებინა თავისი პირადი არსებობა სხვისი განსჯისათვის ისე, რომ თავი არ დაეცვა.

პლატონი ეუბნება ტირანს:,,არავინ შეიძლება იყოს ჩემი მოწაფე, რადგან მე არასდროს არაფერი დამიწერია, არც ვინმესთვის მისწავლებია რაიმე.”

აი, უდავო ამოცანა! პლატონმა ხომ ბევრი რამ დაწერა, მაგრამ დახეთ, – არავის შეუძლია იქონიოს პრეტენზია, რომ იგი მისი მოწაფეა, მაშინაც კი, თუ პლატონი მას ასწავლის. საჭიროა, ვასწავლოთ სწავლების გარეშე, შიშვლად, უბრალოდ და უშუალოდ. 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი