რა არის ომეგა 3.6.9 ცხიმოვანი მჟავა?

0
290

ჩვენ კარგად ვიცით, რომ ომეგა 3 ტიპის ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, პირველ რიგში კი ტვინისთვის არის სასარგებლო. ასევე, ლამაზი თმებისთვის, ფჩხილებისთვის, კარგი განწყობისთვის და დაბალანსებული კვებისთვის.

ომეგას მჟავების სამი ტიპი არსებობს:ომეგა 3, ომეგა 6, ომეგა 9. აი, მაგალითად ომეგა 9 მჟავები, რომელსაც ავოკადო შეიცავს მკვეთრად განსხვავდება ომეგა 3 მჟავებისგან რომელსაც თევზის ქონი შეიცავს. ქვემოთ მოცემულია ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ ამ უდავოდ სასარგებლო, მაგრამ განსხვავებულ ელემენტებზე.

ომეგა 3-6-9  მიმოხილვა

ომეგა 3, ომეგა 6 და ომეგა 9 ცხიმოვანი მჟავები, მნიშვნელოვანი დიეტური ცხიმია და ჯანმრთელობისთვის მეტად სასარგებლო.

 ომეგა – 3 აღადგენს ჰორმონალურ ბალანს, არეგულირებს კალციუმის დონეს ორგანიზმში, აუმჯობესებს იმუნურ სისტემის მუშაობას. მნიშვნელოვანია ორსული ქალებისთვის, ამ მჟავების უკმარისობის დროს მზარდი ნაყოფის ტვინი და ბადურა ნორმალურად ვერ ყალიბდება. ის აგრეთვე ძლიერი ანტიოქსიდანტია, ხელს უშლის ნაადრევი სიბერისა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას. აქვს უნარი დაარეგულიროს ცხიმოვანი ცვლა, რის წყალობითაც ორგანიზმს ჭარბ წონასთან ბრძოლაში ეხმარება. ვინაიდან ჩვენი ორგანიზმი არ გამოიმუშავებს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს, მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტები რეკომენდაციას გვაძლევენ, რომ კვირაში მინიმუმ 2 -ჯერ მივიღოთ ისეთი საკვები პროდუქტები, რომელიც მდიდარია ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებით და ამით შევივსოთ ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი. 

მისი როლი მნიშვნელოვანია:

  • გული, არტერიული წნევა, ლიპიდების დონე
  • სახსრები და კანი
  • თავის ტვინი და ემოციური წონასწორობა
  • ჯანმრთელი მხედველობა
  • მონაწილეობს მიღებული საკვების ენერგიად გარდაქმნაში. 

ომეგა – 6 ცხიმოვანი მჟავების ძირითად სამკურნალო თვისებებად სპეციალისტები მიიჩნევენ:ცუდი ქოლესტერინის დონის დაკლება, ამცირებს ანთებით პროცესებს ძვლების და სახსრების სისტემაში. აშშ-ს მედიცინის ინსტიტუტის საკვებისა და კვების საბჭოს მიხედვით, ომეგა 6 – ის დღის ადეკვატური მიღება მამაკაცებში 17 გ. და 12 გ. ქალებისათვის. ასევე, კლინიკურად დამტკიცებულია, რომ ომეგა-6 ხელს უწყობს ტვინის ჯანსაღ ფუნქციონირებას, მედიკოსები ომეგა-6 ცხიმოვან მჟავებს ძალიან სასარგებლო და სამკურნალო ნივთიერებად თვლიან.

მისი როლი მნიშვნელოვანია:

  • ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნება.
  • მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა.
  • წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ნორმალური ფუნქციონირება.

ომეგა 9 ბოლო გამოკლევებმა უჩვენა, რომ ომეგა 9 გამოყენება ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ასევე დიაბეტისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
ომეგა-9 -ის ოლეინის მჟავა ხელს უშლის სისხლში ქოლესტერინის დაგროვებას, ხელს უწყობს ჯანსაღი წონის შენარჩუნებას, აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციებს. ის აუცილებელია სისხლძარღვების ჯამრთელობისთვის, ჰორმონების სინთეზისთვის, ნივთიერებათა ნორმალური ცვლისთვის და სხვა უამრავი პრობლემისთვის. 

მისი როლი მნიშვნელოვანია:

  • ქოლესტერინის ნორმალური დონის და ჯანმრთელი გულის შენარჩუნება.
  • ძლიერი იმუნური სისტემა.
  • მონაწილეობს მიღებული საკვების ენერგიად გარდაქმნაში.

როგორც კვლევებმა აჩვენა, ასეთი პრობლემების თავიდან აცილება შეიძლება თუ საკვებ რაციონში მოვუმატებთ ომეგა-3,6,9 ცხიმოვანი მჟავების რაოდენობას.

ბოლო წლებში ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ყველა დაავადება სათავეს სწორედ დაუბალანსებელი და არასწორი კვებიდან იღებს. დღეს უკვე ძალიან ბევრს საუბრობენ კვებითი მიმართულების კუთხით და შეიძლება ითქვას, რომ ტრენდულ თემადაც კი იქცა, ადამიანებმა განსაკუთრებული ფიქრი დაიწყეს კვებაზე, კვებით ქცევაზე და კვებით კულტურაზე. 

კომპანია ,,სლობოდა“ ის უნიკალური შემთხვევაა, როდესაც მან მომხმარებელის თვალით შეხედა საკუთარ საქმიანობას, რათა უკეთ დაენახა ის გამოწვევები და მოთხოვნები, რაც მომხმარებელს გააჩნდა ბაზარზე კვებითი ქცევის მიმართულებით. 

სწორედ ასე შეიქმნა ახალი პროდუქტი მაიონეზი ომეგა 3.6.9 ორგანიზმისთვის სასარგებლო სამი კომპლექსის დანამატით, ჯანსაღი პროდუქტი ნატურალური ინგრედიენტებით. 

ბრენ­დი „სლო­ბო­და ორ­გა­ნუ­ლი კონ­ტრო­ლის სის­ტე­მით წლებია მომ­ხმა­რებ­ლის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში მყა­რად დამ­კვიდ­რდა და რჩე­ბა, რო­გორც ნა­ტუ­რა­ლუ­რი და ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტი. ახალი პროდუქტის წარდგენით კომპანიამ კიდევ ერთხელ დაუმტკიცა სკეპტიკურად განწყობილ მომხმარებელს, რომ შესაძლებელია მაიონეზი ჯანსაღ პროდუქტად გარდაიქმნას.

 

მათ კი, ვინც აქტიურად იყენებს და უყვარს მაიონეზით მომზადებული სხვადასხვა ,,გემრიელობები”  სუპერმარკეტების დახლზე, სრულიად ახალი ,,სლობოდა პროვანსალი ომეგა 3.6.9″ გელოდებათ, რომლის წარმოებისთვისაც შემუშავდა სრულიად ახალი, განსხვავებული რეცეპტი ,,გემო და სარგებელი” გაჯერებული ომეგას 3.6.9 სამი აქტიური კომპონენტით.

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი