27 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 18, 2019

კარლ გუსტავ იუნგი – თეორიები და ფსიქიკის სტრუქტურა

0
1046

ანალიტიკური ფსიქოლოგიის მთავარი ცნება არის ინდივიდუალიზმი, ფსიქოლოგიური პროცესი, როდესაც ურთიერთსაწინააღმდეგო სფეროები ერთიანდება. ცნობიერი და არაცნობიერი ერთად კოორდინირებენ, თუმცა, ამავე დროს არ კარგავენ საკუთარ ავტონომიას. იუნგი განვითარების ცენტრალურ პროცესად ინდივიდუალიზაციას მიიჩნევდა. იუნგის აზრით ადამიანის მთლიანობის შესანარჩუნებლად საჭიროა ინდივიდუალიზაციის პროცესი, ცნობიერის და არაცნობიერის შეთანხმებული მოქმედება. ინდივიდუალიზაცია გულისხმობს ტრანსფორმაციის პროცესს როდესაც პიროვნული და კოლექტიური არაცნობიერი ქმნიან ცნობიერებას (სიზმრების ან წარმოსახვების საშუალებთ) რათა შენარჩუნდეს პიროვნული მთლიანობა.

ადამიანის ფსიქიკას იუნგი განიხილავდა როგორც “რელიგიურ ბუნებას” და მის გამოკვლევებში რელიგიას მთავარი ადგილი ეკავა.

იუნგმა დააარსა ფსიქოტერაპიის სკოლა რომელსაც ანალიტიკური ფსიქოლოგია უწოდა.

იუნგის თეორიები მოიცავდა:

  • ინტროვერტისა და ექსტრავერტის ცნებას;
  • კომპლექსის ცნებას;
  • კოლექტიური არაცნობიერის ცნებას რომელიც მოიცავს არქეტიპებს;
  • სინქრონულობას როგორც ურთიერთობის ფორმას რომელიც არ არის კაუზალური.

იუნგის თეორიის მიხედვით ყოველი ადამიანი განეკუთვნება ერთერთს – ინტროვერტს ან ექსტრავერტს.

ინტროვერტის ტიპის ადამიანები ისწრაფვიან შემეცნებისკენ, სოფლმხედველობასა და საკუთარ თავში ჩაღრმავებისკენ. ხშირად ასეთი ადამიანები გაურბიან სხვა ადამიანებს და მეტად გულჩათხრობილი და ჩაფიქრებული ადამიანები არიან.

ექსტრავერტული ტიპის ადამიანიები კი პირიქით აქტიურად არიან ჩართულნი გარე აქტივობებში, ფოკუსირებულნი არიან შეგრძნებების აღქმასა და გარე ობიექტებზე. არიან უფრო ერთგულები და მეგობრულები მაგრამ ამის გამო ისინი ხშირად საკუთარ მეს კარგავენ.

იუნგსა და ფროიდს შორის წარმოქმნილი უთანხმოებები არაცნობიერის განსხვავებული გაგების გამოა. იუნგი ფროიდისეულ შეხედულებას არაცნობიერის შესახებ არასაკმარისად და ნეგატიურად მიიჩნევს, იუნგი ეთანხმებოდა ფროიდს არაცნობიერის არსებობაში და მას “პიროვნული არაცნობიერი” უწოდა. მაგრამ მისი აზრით არსებობდა კიდევ ერთი, რომელიც იყო ფროიდისეული არაცნობიერის (ქვეცნობიერის) ქვემოთ სადაც ინახებოდა არქეტიპები . იუნგმა მას “კოლექტიური არაცნობიერი” უწოდა. ფროიდიც ეთანხმებოდა “კოლექტიური არაცნობიერის” არსებობას თუმცა მას მთლიანი ფსიქიკის დანამატად მიიჩნევდა.

იუნგის ფსიქიკის სტრუქტურა

იუნგის მიხედვით ადამიანში ფსიქიკის სტრუქტურა მოიცავს ორ სფეროს: ცნობიერ და არაცნობიერ ფსიქიკას. ცნობიერება აღქმისა და გარემოშო ორიენტაციის პროდუქტია.
სქემაზე გმოსახულია ეს ოთხი კატეგორია. ის შედგება გრძნობითი მონაცემებისა და არაცნობიერისგან. იუნგი ანსხვავებს ორ ორიენტაციას :ექტო და ენდო ფსიქიკურ ფუნქციებს.
ექტოფუნქციებში შედის შეგრძებები, აზროვნება , გრძნობა და ინტუიცია.
შეგრძნებეში იგულისხმება საგნის არსობრივი აღქმა აზროვნებაში გაანალიზება თუ რა საგანია იგი გრძნობები საგნის ფასეულობების შესახებს გვამცნობს ხოლო რადგან საგნები დროში არსებობენ და წარსული და მომავალი გააჩნიათ მათზე ორიენტაცია ინტუიციის საშუალებით ხორციელდება.

ენდოფსიქიკა მოიცავს მეხსიერებას, სუბიექტურ ფენომენებსა და აფექტებს–ფსიქიკაში უცებ რაღაც შემოიჭრა და არ ვიცით რატომ.

იუნგის არაცნობიერის კონცეფცია განსხვავდება ფროიდისგან შემდეგი ასპექტებით:
არაცნობიერი ვითარდება ავტონომიურად, იგი კომპლიმენტალურია, ანუ ახდენს ცნობიერების კომპენსირებას. იგი არქეტიპების სამფლობელოა, ლიბიდო არის სასიცოცხლო ფსიქიკური ენერგია.

იქ სადაც ფროიდი სექსუალურ მოტივებსა და ძალადობრივ ფორმებს ხედავდა იუნგი ქალური და მამაკაცური საწყისების შერწყმას აღმოაჩენდა. იუნგი გამოყოფს ლიბიდოს განვითარების ფაზებს:პრესექსუალური-ენერგია ხმარდება ბავშვის აღზრდასა და კვებას
პუბერტატის ასაკამდელი პერიოდი, როცა სექსუალური ინსტინქტები ყალიბდება
მომწიფების პერიოდი, ანუ ზრდასრული ასაკი. ლიბიდოს განვითარების შეფერხება იმიტომ ხდება რომ პაციენტის აქტუალური სიტუაცია და სიძნელეები იწვევს ძველი კომფლიქტების რეაქტივაციას.

იუნგის მიხედვით ადამიანის ფსიქიკა ცნობიერი და არაცნობიერი პროცესების ერთობლიობაა, რომელთა შორის მუდმივად მიმდინარეობს ენერგიის გაცვლა.
პიროვნების სტრუქტურა წარმოდგენილია: ეგო-ცნობიერების ცენტრი, პასუხს აგებს იდენტობაზე; პირადი არაცნობიერი-განდევნილი და დავიწყებული განცდები
კოლექტიური ქვეცნობიერი-წინაპრებისა და ადამიანამდე არსებული ცხოველებისგან მემკვიდრეობით მიღებული გამოცდილება.

იუნგმა შემოიღო ექვივალენტობისა და ენტროპიის პრინციპი. ექვივალენტოპის პრინციპის თანახმად თუ რომელიმე ფასეულობა სუსტდება ან იკარგება ფსიქიკური ენერგიის რაოდენობა არ იკარგება და აღსდგება სხვა ფასეულობასთან ერთად. ხოლო ენტროპიის პრინციპით ფსიქიკაში ენერგია ნაწილდება და მიისწრაფვის ბალანსისკენ.

არსებობს აზროვნების ორი ტიპი: ლოგიკური და ინტუიციური
ლოგიკური – დამახასიათებელია მიმართება გარე სამყაროსთან. იგი განსჯითა და გააზრებით მომდინარეობს. მასთან დაკავშირებულია მეცნიერება, ტექნიკა, ინდუსტრია რაც რეალობის კონტროლის იარაღია.

პერსონა-ადამიანის მიერ შეგნებულად შექმნილი პიროვნულობა ან ინდივიდუალობა. ის სხვაგვარად რომ ვთქვათ არის “კოლექტიური ფსიქიკის” მიერ შექმნილი ნიღაბი რომელსაც ადამიანი სოციალურ ურთიერთობებში იყენებს. თერაპევტები კლიენტს სწორედ პერსონალური ნიღბის მოცილებასა და ინდივიდუალიზაციაში ეხმარებიან.

ხელოვნების თერაპიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იუნგი. ის თვლიდა რომ ხელოვნების საშუალებით შეიძლება შიშის, ტკივილი, დარდისა და სიხარულის გადმოცემა. ის დარწმუნდა რომ წარმოსახვითი ხატები და შთაბეჭდილებები შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს ემოციური სტრესის სამკურნალოდ.

სპირიტუალიზმის უდიდეს მნიშვნელობაში იუნგი დარწმუნდა სხვადასხვა ტრადიციების შესწავლის საფუძველზე. მას სჯეროდა რომ ყველა რელიგია მიმართულია ინდივუდალიზაციისა (საკუთარი თავის აღმოჩენა) და ღმერთის აღმოჩენისკენ

ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ იუნგი იყენებდა სპირიტუალიზმს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი

error: კონტენტი დაცულია!