ერთადერთი ბოროტება ამ სამყაროში ის აზრები და ის სიტყვებია, რომლებიც ადამიანს საკუთარის ურწმუნოების შეგრძნებას უნერგავენ

0
2005
”ერთადერთი ბოროტება ამ სამყაროში ის აზრები და ის სიტყვებია, რომლებიც ადამიანს საკუთარის ურწმუნოების შეგრძნებას უნერგავენ” სვამი ვივეკანანდა

ზოგჯერ ადამიანები დიდ ხანს მარხულობენ… ყველაზე დიდმა ნაძირალამაც რომ ოცი დღე იმარხულოს, უფრო კეთილშობილი გახდება. კრიშნას აზრით ყველაფერი ეს სისულელეა. მისი თქმით გრძნობები მხოლოდ დროებით დაიხევენ უკან, მაგრამ შემდეგ მაინც იჩენენ თავს და ოცმაგი ძალით დააცხრებიან მას, ვინც თავს იგვემს…

მაშ რა უნდა ვქნათ? – ბუნებრივად უნდა მოვიქცეთ, არავითარი ასკეტიზმი. შრომა უნდა განვაგრძოთ, ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ მიჯაჭვულნი არა ვართ. ვისაც არასოდეს უსწავლია და განუხორციელებია მიუჯაჭველობის საიდუმლო, იმ ადამიანის ნება ვერასოდეს იქნება მტკიცე. თვალს რომ ვახელ, თუკი რამეა ჩემს გარშემო, უნდა დავინახო. ვერაფერს ვიზამ, გონება გრძნობებს მისდევს. ახლა გრძნობებმა უნდა შეწყვიტონ ბუნებაზე რეაგირება. სადაც გრძნობებს მიჯაჭვული ქვეყნიერებისთვის ღამეა, სწორედ იქ ფხიზლობს თავის მფლობი ადამიანი. სწორედ ისაა მისთვის დღე… ხოლო სადაც ქვეყნიერებას ღვიძავს, იქ სძინავს ბრძენს.
– სად ღვიძავს ქვეყნიერებას?
– გრძნობებში.

ადამიანებს სურთ ჭამონ, სვან და შვილები გააჩინონ, მაგრამ შემდეგ ძაღლური სიკვდილით კვდებიან… გრძნობებისთვის მათ ყოველთვის ღვიძავთ. მათი რელიგიაც კი ამას ემსახურება. ისინი იმ ღმერთს იგონებენ, რომელიც უფრო მეტი ქალის და ფულის შოვნაში, მეტი შვილის ყოლაში დაეხმარება და არა იმ ღმერთს, რომელიც მათ უფრო ღვთის მსგავსს გახდის!

“სადაც ქვეყნიერებას ღვიძავს, იქ სძინავს ბრძენს. მაგრამ სადაც უმეცრები იძინებენ, იქ ბრძენი ფხიზლობს“ ნათლის საუფლოში, სადაც ადამიანი თავს ჩიტად, ცხოველად ან სხეულად კი არ მიიჩნევს, არამედ უსასრულო და უკვდავ, მარადიულ სულად. სწორედ აქ, სადაც უმეცრებს სძინავთ, სადაც მათ არც დრო ჰყოფნით და არც გაგების უნარი შესწევთ, ღვიძავს ბრძენს. აქ არის მისთვის დღის სინათლე.

„ამქვეყნად ყველა მდინარე მუდამჟამს ოკეანეში ჩაედინება, მაგრამ ის, დიდი და დიდებული, მუდამ უცვლელი რჩება. ასევე მოაქვთ ბრძენთან აღქმის ორგანოებს შეგრძნებები; და მაინც მისმა გულმა, მსგავსად ოკეანისა, არ იცის, რაა შიში და შფოთვა.“ – დაე უბედურება მილიონობით მდინარედ მოედინებოდეს, ბედნიერება კი მხოლოდ ასობით შენაკადად!

მე არც უბედურების მონა ვარ და არც ბედნიერების!

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი