სოკრატესეული მეთოდი სწავლების

0
1010

დასავლეთის ფილოსოფიურ აზროვნებაში სოკრატეს უმნიშვნელოვანესი შენატანი გამოკითხვის მისეული დიალოგიკური მეთოდია, ცნობილი, როგორც სოკრატესეული მეთოდი, რომელსაც იგი იყენებდა ისეთი მთავარი მორალური კონცეფციების შეფასებისას, როგორიცაა „კარგი“ და „სამართალი“, ცნებები, რომელიც გულისხმობს მოსწავლეების აქტიურ ჩართვას კითხვების პასუხის გზით საკუთარი ცოდნის აგებაში.

მეთოდი პირველად აღწერილი იყო პლატონის მიერ „სოკრატესეულ დიალოგებში“. ამის გამო, სოკრატეს მიიჩნევენ პოლიტიკური ფილოსოფიისა და ეთიკის, ანუ მორალური ფილოსოფიის მამად, უფრო მეტიც, საერთოდ დასავლური ფილოსოფიის მთავარი თემების ფუძემდებლად.

ამ მეთოდით, შეკითხვათა სერია დაისმის, რათა გაირკვეს ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ქვეცნობიერი რწმენები და მათი ცოდნის ხარისხი. სოკრატესეული მეთოდი ჰიპოთეტური გამორიცხვის ნეგატიური მეთოდია, სადაც უკეთესი ჰიპოთეზები ჩნდება კონფლიქტური ჰიპოტეზების მუდმივი გამოვლენითა და გამორიცხვით. მისი მიზანია აიძულოს ადამიანი შეაფასოს საკუთარი შეხედულებები და მათი საფუძვლიანობა.

სწავლებისას, სოკრატესეული მეთოდის გამოყენების დროს, მასწავლებელი სვამს მხოლოდ პრობლემურ (და არა ინფორმაციულ) კითხვებს (მაგ: რას ფიქრობთ ამაზე? რა განმარტებები გვჭირდება ამისთვის?), არ აწოდებს არანაირ ინფორმაციას მოსწავლეებს. ამ დროს მასწავლებელი განიხილავს გამონაკლისებს და მარტივ იდეას ეჭვქვეშ აყენებს. იგი არ აძლევს მოსწავლეებს ინფორმაციას, არამედ მათ სთხოვს აზროვნებას, რათა ისინი დამოუკიდებლად მივიდნენ პრობლემის გადაწყვეტამდე.

სოკრატული მეთოდის გამოყენება შესაძლებელია დისკუსიით, დებატებით, პრობლემური კითხვების დასმით და სხვა. ზოგჯერ მასწავლებელს მოჰყავს ფაქტები მოსწავლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, მაგრამ არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, ხელს უწყობს იმ პასუხების ეჭვქვეშ დაყენებას, რომელთაც გვაძლევენ სხვადასხვა ავტორიტეტები და სხვა.

მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით, თამამად თხზავენ ჰიპოთეზებს და ვერსიებს, აანალიზებენ ერთმანეთის არგუმენტებს. ქვემოთ მოყვანილია ამ მეთოდის გამოყენების მაგალითები:

მასწავლებელი სვამს პრობლემურ შეკითხვებს, რათა წაახალისოს მოსწავლეთა აზროვნება მოცემულ საკითხებზე;

მასწავლებელს მოჰყავს დამხმარე და საწინააღმდეგო მაგალითები მოცემული მოვლენის საილუსტრაციოდ;

მასწავლებელი კრიტიკულად განიხილავს მოსწავლის არგუმენტებს;

მასწავლებელი ხელს უწყობს ჯგუფის დისკუსიაში ჩაბმას;

მასწავლებელი ახალისებს საკუთარი და სხვების აზრების კრიტიკული შეფასების უნარის განვითარებას;

მასწავლებელი მოსწავლეს სთხოვს, ფაქტებისა და ცნებების ანალიზს, მასალაში მოცემული ფარული არსის გაგებას და ა. შ.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, რომ დააკავშიროს სხვადასხვა წყაროდან მიღებული, სხვადასხვა ელემენტისაგან შექმნას ახალი სტრუქტურა;

ასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, რომ გამოიტანოს დასკვნა (გააკეთოს შეფასება) საკუთარ არგუმენტაციაზე დაყრდნობით.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი