მასაჟისტს, რომელსაც არ ექნება სახელობითი სამკერდე ნიშანი – ნუ ენდობიან!

0
1575

სახელს, „აურა პლუსი“ ძალიან სასაცილო ისტორია აქვს. ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი საქმიანობის მანძილზე, სახელის შერჩევა აღმოჩნდა. არ მსურდა, რომ ქალის სახელი ყოფილიყო, რადგან არ გამოხატავდა იმას, რაც ჩვენთან ხდება. ასევე, არ მსურდა არაფრისმთქმელი სახელები. ჩემი ნათესავია ჯემალ ბაღაშვილი და შეწუხებულმა დავურეკე და ვეუბნები: ჯემალ, მთელს საქართველოს შენ უგონებ რაღაცეებს და რა იქნება, ერთი სახელი მეც მომიგონო-მეთქი, ჩამოვუთვალე კრიტერიუმები და დავემშვიდობე. მეორე დილით მირეკავს და მეუბნება: „ისეთი სახელი მოგიგონე, ზუსტად ის არის, რაც შენთან ხდებაო: ინტერნაციონალური, ადვილად დასამახსოვრებელი – „აურა პლუსიო“.

90-იან წლებში, როდესაც ჯერ კიდევ ნაძალადევში ვიყავით, შაბათ-კვირას ვაწარმოებდით უფასო მიღებას და ეს ისეთი მაგარი რამ იყო! კარგად მოგეხსენებათ, რაც ხდებოდა მაშინ: არა გაზი, არა დენი, არაფერი. ქალბატონებისთვის  ერთად ერთი ხსნა და საშველი ჩვენი სალონი იყო და იქედან მოყოლებული პაციენტები დღესაც მოგვყვებიან. მოდიოდნენ და დილიდან საღამომდე, მნიშვნელობა არ ჰქონდა იმ დღეს რაიმე პროცედურა ჰქონდა თუ არ ჰქონდა, მიმდინარეობდა ყველა თემის, ყველა საკითხის გარჩევა და განხილვა. ახალი წევრი თუ გვემატებოდა ან ვინმე მოდიოდა, ყველა ერთს გაიძახოდა, „რა კარგი აურაა“, „რა დადებითი აურაა“, სწორედ აქედან მომდინარეობს ეს სახელი. ჯემალმა როგორც კი ახსენა „აურა პლუსი“, არც მიფიქრია, ისე დავარქვი.

message:რუსუდან, გარდა იმისა, რომ ბევრი სპეციალიზაცია გაქვთ სამედიცინო  მიმართულებით, ასევე, ხართ, საქართველოს პროფესიონალური მასაჟის ასოციაციის პრეზიდენტი. თქვენ  სპეციალური პროგრამებიც კი შეიმუშავეთ, არანაკლებ აქტუალურია დღეს მასაჟის მიმართ ინტერესი და ამის შესახებ, რომ გვესაუბროთ.

როგორც დარგის სპეციალისტი და პრეზიდენტი, უცხოეთიდან ხშირად მაქვს მოწვევა სხვადასხვა კონგრესზე დასასწრებად. დღეს, ძალიან სერიოზულად მიმდინარეობს სხეულის კორექციის განხილვა და არსად არ ახსენებენ აპარატურულ მეთოდებს, იმიტომ, რომ იქ ძალიან კარგად იციან, რომ ეს მეთოდები უბრალოდ ბიზნესია და მას ის იყენებს, ვისაც ხელით მუშაობა არ შეუძლია. დღეს უკვე ყველა აღიარებს, რომ ბუნებრივ ზემოქმედებას, ხელით მუშაობას, ნატურალურ მასალაზე მუშაობას უფრო მეტი ეფექტი აქვს. შესაბამისად, შედეგიც გრძელვადიანია.

message:რუსიკო, რომ გვითხრათ რა უპირატესობები აქვს ხელით მუშაობას, რაც არ გააჩნია აპარატურულ მეთოდებს?

დავიწყოთ იმით, რომ ხელით ძალიან კარგად აკონტროლებ იმას, რასაც აკეთებ. ძალიან ბევრ დროს წაიღებს რომ მოვყვე, თუ რა დევს სხვადსხვა აპარატის მექანიზმში – ძირითადად ეს არის მიკროტალღური ღუმელის ეფექტი. როდესაც მიკრო ტალღურ ღუმელს ვრთავთ, ვიცით, რომ წინ და უკან არ უნდა დაუდგე. იმიტომ, რომ ძალიან ძლიერი ზემოქმედება აქვს და ამ შემთხვევაში, როდესაც აპარატურულ ზემოქმედებას შენს თავზე იღებ, ჩათვალე, რომ შენ თავს აჯენ ამ მიკროტალღურ ღუმელში.

როდესაც თქვენ მიდიხართ ასეთ რისკზე, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ სადაც ჩაიტარებთ ან/და ჩატარებას აპირებთ, უნდა დაგარწმუნონ ამ აპარატის უვნებლობაში. არსებობს მეტ-ნაკლებად მავნე აპარატები, მაგრამ გამოვყოფ  RF-ს. ეს არის პირველი მტერი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ეს აპარატი შენი საკუთარი ცილების ხარჯზე ასრულებს ლიფტინგის ეფექტს. ანუ, წარმოიდგინეთ, კვერცხის ცილა, რომელიც არის თხიერი, როდესაც ამ თხიერ მასას ვხარშავთ, იწყებს გამკვრივებას. ანუ, პირველივე პროცედურის შემდეგ შენ გაქვს ეფექტი, შენს ორგანიზმში გამკვრივებული ცილა წარმოიქმნა. შედეგად, 5 წუთში სახე გადატკეცილი გაქვს. 

მიუხედავად იმისა, რომ შენ ამას ვერ გრძნობ, ვინაიდან კანი ცივია ეს აპარატი გარკვეულ სიგრძეზე ანვითარებს 40-დან 45 გრადუსამდე ტემპერატურას. ბოლო აპარატი, რომელიც შემოიტანეს 47 გრადუსამდეც კი ავითარებდა ტემპერატურას.

ნებისმერ უცხოურ თუ რუსულ ვებგვერდზე შეგიძლიათ შეხვიდეთ და მოიძიოთ ინფორმაცია. ცილა განიცდის დენატურალიზაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ ხარშავ საკუთარ ცილას. საქართველოში ამაზე არ საუბრობენ და შესაბამისად მსგავსი დაწესებულებები არ ზრუნავენ მომხმარებელს მიაწოდონ სწორი ინფორმაცია, თუნდაც გააფრთხილონ უკუჩვენების შესახებ, რომელიც ამ აპარატს გააჩნია. ნებისმიერ ქვეყანაში, როგორი დონის დაწესებულებაშიც არ უნდა შეხვიდე, თუნდაც ლაზერულ ეპილაციას იკეთებდე, უზარმაზარ არზაზე გაწერინებენ ხელს, რომ შენ უკუჩვენებების შესახებ ინფორმირებული ხარ.

message:რამდენ ხანშია შესაძლებელი ახალი ცილის წარმოქმნა ჩვენს ორგანიზმში?

წარმოიქმნება მხოლოდ 23 წლამდე. 23 წლის შემდეგ ჩვენს ორგანიზმში, არც ჰიალურონის მჟავა, არც ელასტინი და აღარც ცილა  არ წარმოიქმნება. ამიტომ შენ თვითონ უნდა გადაწყვიტო, რამდენად გიღირს ამ პროცედურების ჩატარება. სურვილი გაქვს, რომ გინდა? კი ბატონო, გინდა და ჩაიტარე, მაგრამ შენ ინფორმირებული უნდა იყო ამის შესახებ.

message:ჩვენთან ეს საკითხი არ არის რეგულირებადი, როგორც მომხმარებელი დაუცველი ვარ, როგორ შეგვიძლია დავიცვათ თავი ასეთი შემთხვევებისგან ან ვინ უნდა არეგულირებდეს ამ პროცესს?

რეგულირება, მით უმეტეს საქართველოში, ძალიან რთული პროცესია. ამიტომ, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე შეუძლებელია, რადგან თვითონ პროცესი არის ძალიან ხანგრძლივი. დღეს მასაჟისტის სპეციალობა არაა რეგულირებული. არ არსებობს დიპლომი, რომელიც გარანტიას გაძლევს, რომ მასაჟისტთან მისვლის შემდეგ, ისე ჩაგიტარდება პროცესი, რომ არაფერი დაგიშავდება. ახლა ვატარებთ მასაჟისტების ატესტაციას და მასაჟისტს, რომელსაც არ ექნება სახელობითი სამკერდე ნიშანი, რაც იმის დამადასტურებელი იქნება, რომ ატესტირებული მასაჟისტია – ნუ ენდობიან!

რელაქს და სპა პროცედურები ჩაიტარეთ სადაც გინდათ, რამდენიც გინდათ და როგორც გინდათ, პრობლემა არაა. მაგრამ, როდესაც საქმე ეხება ინტენსიურ პროცედურებს, როგორიცაა წონა და სხეულის კორექცია, ხერხემლის რეაბილიტაცია, ორსულები, მოზარდები და ბავშვები, კეთილი ინებონ და ჩაიტარონ იქ, სადაც ამას კარგად ატარებენ.

როდესაც ასეთ პროცედურაზე მიდიხართ, პირველ რიგში, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ იქ კარგად აკეთებენ ან რაღაცნაირად უნდა მოახერხოთ და გაიგოთ. გარდა ამისა, ადგილზე მისულებმა გაარკვიოთ, რა ცოდნა აქვს, რა განათლება და გამოცდილება. ელემენტარული სერთიფიკატი თუ აქვს. ნუ დაუწვებით ბრმად და ნუ ენდობით!

message:უკუჩვენებები რა არის, რა შეიძლება დავიზიანოთ?

არაპროფესიონალურმა მუშაობამ ნებისმიერი დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს. გინდა ხერხემალზე ზემოქმედებით და გინდა თრომბული გართულებები, არასწორი ლიმფოდრენაჟის შედეგად მივიღოთ უფრო მეტად დასიებული ფეხები.

message:ლიმფოდრენაჟი რა არის?

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და საუკეთესო პროცედურა, რაც შეიძლება ჩატარდეს. ფეხმძიმეებში ვენური უკმარისობის დროს, ონკოლოგიური პაციენტებისთვის ოპერაციის შემდეგ და ა.შ.

ეს არის ერთად ერთი შველა იმ ახალგაზრდა ქალბატონებისთვის, რომლებსაც ზაფხულის პერიოდში უვითარდებათ ლიმფედემა, ანუ კიდურების შეშუპება სრულიად უმიზეზოდ. ეს უკანასკნელი არ ექვემდებარება არანაირ მკურნალობას ლიმფოდრენაჟორული ჩარევის გარდა და ეს არის ისეთი პროცედურა, რომელსაც აუცილებლად პროფესიონალი უნდა აკეთებდეს.

ეს პროგრამა ჩვენმა ასოციაციამ დაწერა და ჯანდაცვის სამინისტროდან მივიღეთ აკრედიტაცია. საქართველოს მასშტაბით მომზადებულია 28 ადამიანი და ერთ-ერთი „აურა პლუსში“ მუშაობს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი