ბუდას ოთხი კეთილშობილური ჭეშმარიტება

0
902

ბუდას ცხოვრების ისტორია არის ტანჯვასთან დაპირისპირების შესახებ. ის პირველად მაშინ გაოცდა, როდესაც დაინახა ავადმყოფი, შემდეგ მოხუცი, ხოლო ბოლოს მომაკვდავი ადამიანი. გაკვირვებული იყო, როდესაც აღმოაჩინა, რომ ეს უბედური ხალხი წარმოაჩენდა ადამიანური მდგომარეობის სავსებით ნორმალურსა და გარდაუვალ ნაწილს, რაც, ადრე თუ გვიან, მასაც შეეხებოდა.

შეძრწუნებულმა და აღფრთოვანებულმა გაუტამამ მეოთხედ გაისეირნა სასახლის კედლებს მიღმა სადაც მოულოდნელად შეხვდა ადამიანს, რომელიც ასწავლიდა სულირი ცხოვრების ძიებას ადამიანური ტანჯვის ფარგლებში. შთაგონებულმა ბუდამ დატოვა სასახლე. მან სცადა ესწავლა სხვა მსგავსი ადამიანებისგან. თითქმის სიკვდილამდე მიიყვანა საკუთარი თავი ყველა ფიზიკურ კომფორტსა და სიამოვნებაზე უარის თქმით. არ არის გასაკვირი, რომ ამით მან სიმშვიდე ვერ მოიპოვა.

შემდეგ გაიხსენა პატარაობა, როდესაც მდინარესთან იჯდა და შეამჩნია, რომ ბალახის მოთიბვის მერე, ქვეწარმავლები და მათი კვერცხები ითელებოდნენ და ნადგურდებოდნენ. ბავშვობაში სიბრალულს გრძნობდა პატარა ქვეწარმავლების მიმართ. ამაზე ფიქრში მას დაეუფლა ღრმა სიმშვიდე. ის ჭამდა, მედიტირებდა და საბოლოოდ მიაღწია გასხივოსნების უმაღლეს მდგომარეობას: ნირვანას (ტანჯვისგან გათავისუფლებას). ეს ნიშნავს სურვილის „ცეცხლის“ ჩაქრობას. ამით გაუტამა გახდა ბუდა, ანუ „გამოღვიძებული“. ბუდამ გამოიღვიძა შეიცნო რა, რომ ყველა ქმნილებას – დაწყებული ჭიანჭველებიდან დამთავრებული მოკვდავი ადამიანებით – აერთიანებდა ტანჯვა. ამის გაცნობიერების შემდეგ ბუდამ აღმოაჩინა, თუ როგორ მიდგომოდა ტანჯვას ყველაზე საუკეთესო გზით.

უპირველეს ყოვლისა არ უნდა ვიყოთ ფუფუნებაში, თავი შევიკავოთ საჭმლისა და კომფორტისაგან. ნაცვლად ამისა, უნდა ვიცხოვროთ ზომიერად. ბუდა ამას ეძახდა შუა გზას. ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად ვიყოთ კონცენტრირებულნი სხვის თანაგრძნობასა და გასხივოსნების ძიებაში. ამის შემდეგ ბუდა აღწერს გზას, რომელიც სცდება ტანჯვას და მოიხსენიება, როგორც ოთხი კეთილშობილური ჭეშმარიტება.

პირველი ჭეშმარიტება არის იმის გააზრება, რამაც თავდაპირველად მისცა ბიძგი ბუდას გასეირნებისას, რომ მსოფლიოში არის ტანჯვა და მუდმივი უკმაყოფილება.

მეორეამ ტანჯვის მიზეზი ჩვენი სურვილებია. ბუდა ამბობდა, რომ სურვილებზე მიჯაჭვულობა არის ყველანაირი ტანჯვის საფუძველი.

მესამე – ჩვენ შეგვიძლია ავირიდოთ ტანჯვა, თუ სურვილების მართვას თავს გავანებებთ. ბუდამ ამით შესანიშნავად მიგვითითა იმაზე, რომ ჩვენ უნდა შევიცვალოთ მსოფლმხედველობა და არა გარემოება. ჩვენ ვართ უბედურები არა იმიტომ, რომ არ გაგვაჩნია საკმარისი ფული, სიყვარული ან საზოგადოებრივი მდგომარეობა, არამედ, იმის გამო, რომ ვართ გაუმაძღრები, თავმომწონეები და მერყევები. თუ გონებას განვაახლებთ, ჩვენ შევძლებთ ვიგრძნოთ კმაყოფილება. სწორი საქციელითა და იმით, რასაც ახლა ყურადღებიან დამოკიდებულებას ვეძახით, ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ უკეთესი ადამიანები:უკუვაგდოთ ნეგატიური ემოციები და გონების უარყოფითი მდგომარეობა, გადავაქციოთ უმეცრება – სიბრძნედ, სიბრაზე – თანაგრძნობად და სიხარბე – გულუხვობად.

მეოთხე და უკანასკნელი კეთილშობილური ჭეშმარიტება, რომელიც ბუდამ აღმოაჩინა არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ, თუ როგორ ავმაღლდეთ ტანჯვაზე იმის მეშვეობით რასაც ის ეძახდა კეთილშობილურ რვანაწილიან გზას. ეს უკანასკნელი მოიცავს იმ საკითხების კომპლექტს, რასაც ჰქვია „სწორად“ და ბრძნულად მოქცევა: სწორი ხედვა, განზრახვა, მეტყველება, ქმედება, კვება, ძალისხმევა, ყურადღება და კონცენტრაცია. დასავლელი დამკვირვებელი უარყოფს იმ შეხედულებას, რომ სიბრძნე არის ჩვევა და არა მხოლოდ ინტელექტუალური რეალიზაციის შედეგი. საჭიროა ისეთი რეგულარული ვარჯიში კეთილშობილური იმპულსების განსავითარებლად, როგორიც კუნთების ვარჯიშია.

გაცნობიერების მომენტი არის მხოლოდ ერთი ნაწილი უკეთეს პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში. ბუდას სიკვდილის შემდეგ მისმა მიმდევრებმა შეაგროვეს „სუტრები“ (ქადაგებანი და ანდაზები) წმინდა წერილის სახით და შეკრიბეს ტექსტები, რომელითაც ხელმძღვანელობდნენ მედიტაციის, ეთიკისა და გააზრებული ცხოვრების დროს. მონასტრები, რომლებიც შენდებოდა ბუდას სიცოცხლეშივე, გაიზარდა და გამრავლდა ჩინეთისა და აღმოსავლეთ აზიის მასშტაბით.

რაღაც პერიოდის განმავლობაში ბუდიზმი ძალიან იშვიათად გვხვდებოდა თავად ინდოეთში და არსებობდა მხოლოდ რამოდენიმე ჯგუფი ყვითელ სამოსში გამოწყობილი ბერებისა და მონაზვნებისა, რომლებიც მოგზაურობდნენ სოფლად და მედიტირებდნენ ჩუმად ბუნებაში. მაგრამ მოგვიანებით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნეში, ინდოელმა მეფემ, სახელად აშოკამ, რომელიც ძლიერ შეწუხდა ომების გამო, იბრძოლა და ბუდიზმზე მოაქცია ხალხი. მან ბერ-მონაზვნები შორს გააგზავნა, რომ ბევრგან გავრცელებულიყო ბუდიზმის პრაქტიკა.

ბუდიზმის სულიერი ტრადიცია აზიისა და საბოლოოდ კი მსოფლიო მასშტაბით გავრცელდა. ბუდას მიმდევრები იყოფოდნენ ორ ძირითად სკოლად: თერევადა ბუდიზმად, რომელიც აერთიანებდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას და მაჰაიანა ბუდიზმად, რომელმაც ფეხი მოიკიდა ჩინეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში.

დღესდღეობით აღმოსავლეთსა და დასავლეთში ბუდისტების რაოდენობა მერყეობს ნახევარი მილიარდიდან ერთნახევარ მილიარდამდე, რასაც მოსდევს ბუდას სწავლებები და გასხივოსნებისა და სიბრალულის ძიება გონების მდგომარეობაში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბუდას სწავლებანი მნიშვნელოვანია მიუხედავად ჩვენი სულიერი მდგომარეობისა.

ბუდას მსგავსად, ყველანი ვიბადებით მსოფლიოში და არ ვაცნობიერებთ რაოდენ ტანჯვას შეიცავს ის და ვერ აღვიქვამთ მთლიანობაში ამ უბედურებას, ავადმყოფობასა და სიკვდილს, რომელიც, ადრე თუ გვიან, ჩვენც შეგვეხება. რაც უფრო ვიზრდებით ეს რეალობა მით უფრო დაუძლეველი ჩანს და ვცდილობთ მთლიანად ავირიდოთ ის.

ბუდას სწავლება გვაუწყებს ტანჯვის წინაშე პირისპირ ყოფნის მნიშვნელობას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავთავისუფლდეთ საკუთარი სურვილების მარწუხებისგან და გავაცნობიეროთ, რომ ტანჯვას შეიძლება შევხედოთ როგორც სხვებთან საერთო ურთიერთობის ნაწილს, რომელიც გვაძლევს შანსს თავი გამოვიჩინოთ თანაგრძნობითა და სიმშვიდით.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი