რა ხდება, როდესაც ვწყვეტთ ხორცის მიღებას

0
816

სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია, რომ სწორი დიეტა ხორცის გარეშე, იძლევა საუკეთესო შედეგს. მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხორცი აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, არის მითი. საგულისხმოა, რომ ადამიანების ცნობიერება ნელ-ნელა იცვლება და ახალი კვლევის თანახმად აღმოჩნდა, რომ ჩვენი წინაპრებიც კი თითქმის არ მიირთმევდნენ ხორცს. ისტორიული წყაროებითაც ვიცით, რომ პითაგორა, თავის მოწაფეებს ხორცის ჭამას უკრძალავდა.

აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ნებისმიერი ხორცის ჭამა არის ჯანმრთელობისთვის საზიანო. ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ კვლევის თანახმად ვეგანური/ვეგეტარიანული დიეტა ოპტიმალური გზაა ჯანსაღი სხეულის შესანარჩუნებლად. შესაბამისად, ხორცის ჭამის შეწყვეტას აქვს შემდეგი სახის შედეგი:

გარემოს დაცვა – ყოველწლიურად მილიონობით ცხოველის და ფრთოსანის მოკვლა ხდება, რათა დაკმაყოფილდეს ხორცზე მოთხოვნა;

მცირდება მე-2 ტიპის დიაბეტის შანსი – კვლევის თანახმად 17 წლის ასაკს ზემოთ ხორცის მირთმევა დიაბეტის რისკს 74%-მდე ზრდის;

ხდება საჭირო ტიპისა და მოცულობის პროტეინების მიღება – ცხოველურ პროტეინი დაკავშირებულია ზედმეტ წონასთან, გულის დაავადებასთან, დიაბეტთან, კიბოსთან;

მცირდება სხვადასხვა ანთების რისკი სხეულში – ბევრი ადამიანი მიირთმევს გადამუშავებულ ხორცს იმ ფაქტის გაუაზრებლად, რომ ეს შესაძლოა კიბოს გამომწვევი იყოს;

მცირდება სისხლში ქოლესტერინის მოცულობა – ქოლესტერინით გაჯერებულია ხორცი და რძის პროდუქტები;

ნაწლავების განახლება ხდება – მიკრობიომური პროდუქტები, როგორიცაა მცენარეები, ეხმარება ჩვენს ნაწლავებს განახლებაში;

უფრო დიდხანს ცოცხლობს ადამიანი – აღმოჩნდა, რომ სწორი მარხვის დროს სხეულში წარმოიქმნება ნაკლები ჰორმონები და უჯრედები ნაცვლად გაყოფისა, იწყებენ გამოჯანმრთელებას;

იცვლება გენის მუშაობის ტიპი  – მცენარეულ დიეტას შეუძლია შეამციროს კიბოს უჯრედების რაოდენობა გენში.

გარდა ამისა, ადამინი უფრო შემბრალებელი ხდება ცხოველებთან და ფრინველებთან მიმართებაში

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი