რა კავშირი აქვს ბარბარობასთან ლობიანს და მეკვლეს

0
257

უმშვენიერესი ბარბარე  იმპერატორ მაქსიმიანეს დროს (305 -311წწ.) ცხოვრობდა. ბარბარე იმდენად ლამაზი ქალი ყოფილა დიოსკორემ (მამამ) გადაწყვიტა წმინდა ბარბარე ფარულად აღეზარდა, რათა მისი ტოლისთვის და სწორისთვის მიეთხოვებინა. ბარბარე  იმდენად იზოლირებული იზრდებოდა,  მალე ხილვები დაეწყო – ეჩვენებოდა, რომ გარე სამყაროდან მოსული ღვთაებები ბუდობნენ მის სულში.

ერთხელაც, დიოსკორემ უხმო ბარბარეს და გათხოვების ამბავი ამცნო, რაზედაც ბარბარესგან კატეგორიული უარი მიიღო. მამამ გადაწყვიტა აღარ ჩაეკეტა ბარბარე და ნება დართო კონტაქტი ქონოდა გარე სამყაროსთან. როდესაც ბარბარე ხალხში გავიდა მოხდა ისე, რომ გაიცნო ქრისტიანები, ქრისტიან ქალწულებს დაუმეგობრდა და ქრისტიანობა აღიარა.  რა საკვირველია ეს მიუღებელი იყო წარმართებისთვის და იმ ქვეყნის მმართველის მარკიანეს ბრძანებით წმ. ბარბარე სასტიკად აწამეს, მისი წამებისას უამრავი სასწაული მოხდა, თუმცა წარმართები მის წამებას განაგრძობდნენ. ვერაფრით შედრკა წმინდა ქალწული, მას განრისხებულმა მამამ მოკვეთა თავი.

ბარბარეს წმინდა საძვალე არის კიევში, წმ. გიორგის ტაძარში.

მის საფლავს მრავალ სასწაულს მიაწერენ. მოიაზრება, როგორც ახალშობილების, ყრმების, ჩვილების, უშვილობის და ზოგადად ქალური დაავადებების მფარველი ანგელოზი.

დალი ცატავა:როგორც ისტორიკოსები წერენ ბარბარე წარმართული ღვთაებაა.  ზოგადად ძალიან ბევრი ჩვევა და ტრადიცია არსებობს, რაც წარმართებიდანაა წამოსული, რომელიც ქრისტიანობას მიაბეს.  ქრისტიანობაში, როგორც ასეთი საკვები,  მსხვერპლის სახით არაფერი მოიაზრება. ერთად ერთი საკვები რაც მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში მოიაზრება ეს არის პური და ღვინო და ისიც სიმბოლიკაა – სიმბოლურია. მსხვერპლი თავად ქრისტემ გაიღო თავისი სახით.

ბარბარეს  ხსენების დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნებოდა. ეს იყოს 25 ივნისი ზაფხულის ბუნიობა და 25 დეკემბერი.  შემდეგ უკვე 17 დეკემბერს.

ზაფხულის ბუნიობაზე ლეგენდაც არსებობს: ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, სამ­ყა­როს კე­თი­ლი ძა­ლე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად მო­დი­ან. ზო­გა­დად, ეს დღე „ჯა­დოს­ნურ” დღედ ით­ვლე­ბა. ამი­ტომ მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში სწო­რედ ამ დღეს ოდით­გან­ვე ტარ­დე­ბო­და სხვა და სხვა რი­ტუ­ა­ლე­ბი სამ­ყა­რო­დან ამ „ჯა­დოს­ნუ­რი” ენერ­გი­ის მი­სა­ღე­ბად..

ვინაიდან ქრისტიანობის შემდგომ  ბარბარობა მარხვის პერიოდს ემთხვეოდა, მისი კულტის საპატივცემულოდ აცხობდნენ მრგვალ ტაბლებს. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ძველად ხმიადები იყო, ან რომელიმე გულსართიანი, სავარაუდოდ ფხვლოვანებიც შეიძლება ყოფილიყო, სანამ ლობიო ასეთი კულტივირებული გახდებოდა. აღსანიშნავია, რომ დღესასწაულმა  საკრალიზაცია, მაინც არ დაკარგა იმიტომ, რომ სიმბოლურად ყველა აცხობს და თან მზის ფორმა  აქვს.

ზოგადად ჩვენს ყველა გულსართიანს და რიტუალურ პურს მზის ფორმა აქვს. ჩვენი ბორჯღალიც ხომ მისი ერთ ერთი გამოხატულებაა. ასევე, ჩვენი სიმბოლიკაა: თვალის ფორმა, ანუ, ზევიდან მომზირალი ზეციერი მაყურებელი თვალი, ვაზის მტევანი და ხორბალი. ეს არის ჩვენი სახლის დედაბოძზეც გამოსახული. როგორც ასეთი ლობიანს არანაირი კავშირი არა აქვს არც სარწმუნოებასთან და არც ბარბარობასთან. ტრადიციას არა აქვს დეფინიცია, ეს ისეთი საინტერესო ფენომენია, რომ ჩაეძიო შეიძლება ახსნა ვერც მოუძებნო:„ასე აკეთებდა ბებიაჩემი“, „ასე აკეთებდა ბებიაჩემის დედა“ და ა.შ. „იმიტომ ვაკეთებ მე“

რაც შეეხება მეკვლეობას, მეკვლებობა არის ყველაფრის ახლის დასაწყისი. როდესაც შენ გინდა, რომ ახალი, ნოლიდან დაიწყო. სწორედ ეს მოლოდინი ასოცირდება ვიღაცის გუნება განწყობასთან, რომელსაც შენთვის მოაქვს რაღაც სიკეთე.

ძველ ცივილიზაციაში შუმერებში მაგალითად ასეთი წესი არსებობდა, როდესაც სტუმარი მოდიოდა სახლის ზღურბლთან ლოცვას წარმოთვამდა: ,,ჩემი ფეხი ბედნიერი ყოფილიყოს“ ეს ხომ მეკვლეობაც არის, შეიძლება ამ უძველესი ცივილიზაციიდან   მოდის ეს ტრადიცია, რომ ადამიანებს თავის განწყობა დააქვთ და ენერგიას გადასცემენ. ლოცვაც ხომ ეს არის, თუნდაც სადღეგრძლო, რომელიც დადებითი სიტყვებით დადებით ენერგიას გვიგზავნის.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი