გია ეძგვერაძის #მესიჯი

0
1163

გია ეძგვერაძის #მესიჯი

ადამიანის ცხოვრებაში რთულია უფრო მნიშვნელოვანი მოიძიოს რაიმე, ვიდრე იმ დროის ადეკვატური განცდა, რომელშიც მისი ყოფიერება გრძლივობს. როგორ გრძლივობს ყოფიერება დროში? კულტურად მონათლული ფენომენების დენადობის განცდით ცნობიერებაში.

თუ დენადობა შეფერხდა დროის ადეკვატური განცდა არ შეიძლება შესდგეს და ჩვენ ტერიტორიულობაში ჩარჩენილობის მსხვერპლი ვხდებით. ამ მოთხოვნის (დენადობის უწყვეტობის) დასაკმაყოფილებლად, ცნობიერის მიერ აღქმულ ყოველ ფენომენს, ადამიანის გონება/ნებამ უნდა ზედ მოლოდინი დააქსოვოს (და არა ჩაკეტოს და მოირგოს) — როგორც დინამიკის და მომავლის განფენის გარანტი.  

ცნობიერების სიაშკარავეში ასეთი ფენომენ+მოლოდინის გაცხადება უბერებელს ხდის არა მარტო ფენომენს, არმამედ ასევე ცნობიერებას და უკვდავებისკენ მოგზაურობის ვექტორს ემსახურება.

დიდხანს ვფიქრობდი – როგორ ხდება კულტურული ინფორმაციის ჩანაცვლება ონტოლოგიურით? ბოლოს “გაიასნდა” (ანუ გაცხადდა): — ფენომენებში მათზე დამაგრებული შინაარსების გამოცლით და მათი მხოლოდ ბრწყინვალება/სიცხადის ფაქტორად აღქმით.

ასეთი გამოცლის ხარჯზე და ამ ბრწყინვალებით ფენომენები მხოლოდ ცნობიერების აღმომჩენ/დამაფიქსირებლის ძირეულ და არსობრივ როლს იბრუნებენ, რომელიც, მათზე შინაარსების დამაგრების შედეგად ჩვენთვის აღარ იკითხებოდა – ასე ხდება ადამიანის ცნობიერებაში ყოფიერების (ონტოლოგიური სისავსის) გ ა ხ ს ე ნ ე ბ ა.

ონტოლოგიური სისავსის ასეთ მდგომარეობაში, ცნობიერების სივრცეში შინაარს გამოცლილი ფენომენების ნაკადის კაშკაშის დროს, ცნობიერება მხოლოდ საკუთარი ბუნების სარკეში იცქირება და საკუთარ არსს ხედავს/ცნობს – როგორც თვითკმარი და არა მასში არეკლილზე დამოკიდებული და არეკლილთან იდენტიფიცირებული (როგორც ეს ნორმალური ადამიანის ცნობიერებაში ხდება).

ვინც ამ გზას გაივლის და ცნობიერების ასეთ ტრანსფორმაციას მიესადაგება — ის “ადამიანის” საზღვრებს დატოვებს და ონტოლოგიურ/ყოფიერში მყარად ჩაბიჯებული ღვთაებრიობის პირველ სიოს იგრძნობს.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი