შენ ხარ ის ერთადერთი მასწავლებელი ვისაც საკუთარი ტანჯვის დასრულება შეუძლია

0
1010

„სამუშაოში“ რაც ყველაზე მეტად მიყვარს არის ის, რომ საშუალებას გაძლევს შეხვიდე ღრმად საკუთარ თავში და იპოვო შენი, საკუთარი ბედნიერება, გამოსცადო ის, რაც შენში უკვე არსებობს შეუცვლელი, უძრავი, ყველგან მყოფი, მუდმივად შენს მოლოდინში. მასწავლებელი არ არის საჭირო. შენ ხარ ის მასწავლებელი, რომელსაც ელოდებოდი. შენ ხარ ის ერთადერთი, ვისაც საკუთარი ტანჯვის დასრულება შეუძლია.”

ბაირონ ქეითი

ბაირონ ქეითის „სამუშაო“ („The Work“) – რაც არის, არის

მხოლოდ მაშინ ვიტანჯებით, როდესაც რეალობის საწინააღმდეგო ფიქრის გვჯერა. როცა ჩვენი გონება იდეალურად სუფთაა, ჩვენც ის გვსურს, რაც არის. თუ შენ გსურს, რეალობა მოცემულისგან განსხვავდებოდეს, ეს იგივეა კატას ყეფა ასწავლო. შეგიძლია სცადო და სცადო, ბოლოს კი კატა შემოგხედავს და გეტყვის „მიაუ“. ამაოა გსურდეს, რომ რეალობა განსხვავდებოდეს იმისგან, რაც არის. და თუ დააკვირდები, აღმოაჩენ, რომ ასეთ ფიქრს დღეში მინიმუმ ათჯერ მაინც იჯერებ. „ადამიანები უფრო კეთილები უნდა იყვნენ“, „ბავშვები კარგად უნდა იქცეოდნენ“, „ჩემი ქმარი (ცოლი) უნდა მეთანხმებოდეს“, „მე უნდა ვიყო უფრო გამხდარი (უფრო ლამაზი ან უფრო წარმატებული)“. ეს ფიქრები მაგალითია იმისა, რომ გსურდესრეალობა არსებულისგან განსხვავდებოდეს. თუ ფიქრობ, რომ ეს დამთრგუნველად ჟღერს, მართალი ხარ. ყოველგვარ სტრესს რეალობასთან კამათი იწვევს.

ადამიანები, ხშირად მეკითხებიან, „კი მაგრამ, რეალობასთან კამათი რომ შევწყვიტო, ეს ხომ დამთრგუნველიიქნებოდა. თუ მე რეალობას უბრალოდ მივიღებ ისეთად, როგორიც არის, პასიური გავხდები. უფრო მეტიც, შეიძლება მოქმედების სურვილიც კი დავკარგო“. მე კი მათ შემდეგი კითხვით ვპასუხობ „დარწმუნებული ხარ, რომ ეს მართალია?“ რომელი უფრო დამთრგუნველია „ნეტავ არ დამეკარგა სამსახური“ თუ მე დავკარგე სამსახური. რა ჭკვიანური გამოსავალი შემიძლია ვიპოვო ახლა?“

„სამუშაო“ გვაჩვენებს, რომ შენი აზრით, რაც არ უნდა მომხდარიყო, სინამდვილეში უნდა მომხდარიყო. ის უნდა მომხდარიყო, რადგან უკვე მოხდა და მთელს მსოფლიოში არცერთ ფიქრს, ამის შეცვლა არ შეუძლია.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ მასზე თვალი უნდა დახუჭო ან მოიწონო. ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ მომხდარს წინააღმდეგობის გაწევისა და შინაგანი კონფლიქტით გამოწვეული დაბნეულობის გარეშე აღიქვამ. არავის სურს, რომ მისი შვილი ავადმყოფობდეს, არავის სურს ავტოკატასტროფაში მოხვედრა; მაგრამ, როდესაც ასეთი რამ ხდება, რა სარგებელს მოგვიტანს გონებაში მასთან შეწინააღმდეგება? ჩვენ ვხვდებით, რომ ამას არანაირი აზრი არ აქვს, მაგრამ კვლავ განვაგრძობთ, რადგან, უბრალოდ არ ვიცით, ეს როგორ შევწყვიტოთ.

მე მიყვარს ის, რაც არის არა იმიტომ, რომ განსაკუთრებულად სულიერი ადამიანი ვარ, არამედ იმიტომ, რომ რეალობასთან კამათით ტკივილს განვიცდი. არსებული რეალობა სულ ცოტა მხოლოდ იმიტომ შეიძლება იყოს კარგი, რომ როდესაც მას ვეკამათებით, დაძაბულობა და იმედგაცრუება გვეუფლება.

ეს არ არის ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა და ამ დროს სულიერ წონასწორობას ვკარგავთ. ხოლო, როდესაც რეალობასთან წინააღმდეგობის გაწევას ვწყვეტთ, ჩვენი ქმედებები უფრო მარტივი, მსუბუქი, კეთილშობილური და უშიშარი ხდება.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი