მაგდა ფერაძის #მესიჯი

0
678
“მე მომწონს როგორც მიდიან ლამაზი და ამაყი ქალები სწრაფად და მიზანმიმართულად, ქუსლების კაკუნით და კარების ჯახუნით. შეიძლება შემდეგ ისინი სიმწრისგან ხმამაღლა ტირიან, მაგრამ ისინი მიდიან შესანიშნავად.” 
ერიხ მარია რემარკი.
იარო ამაყად და მიზანმიმართულად, მაშინ როდესაც სიმწრისგან ღრიალი გინდა, უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს.ზოგს გამოსდის, ზოგს არა. გამომდინარე იქედან რომ თითოეული ჩვენგანი ინდივიდია ყველას გმირობას ვერ მოსთხოვ. მაგრამ ყველა ადამიანში არის შინაგანი ძალა და რესურსი დაძლიოს ცხოვრებისეული დაბრკოლება, რაოდენ რთულადაც არ უნდა მოეჩვენოს.
გაიმარჯვო შენს მეორე „მე”-ზე, რომელიც შენივე ნაწილია შეინარჩუნო მთლიანობა და არ დაიმსხვრე დაახლოებით იგივეა, შიშველი ხელებით დაუპირისპირდე მშიერი მგლის ხროვას, რომელიც გარს გივლის, გათვალიერებს, გყნოსავს. თუ სულში შიშმა გაჟონა, სხეული მომენტალურად იჟღინთება ამ მომწამვლელი გრძნობით, ისე რომ სპეციფიურ სუნს გამოსცემს. აი მაშინ დგება თავდასხმის შესაფერისი მომენტი და ერთ წამში ნაკუწებად იქცევი.
რაც შეეხება პიროვნების მსხვრევას, აქაც შიშის ფაქტორი მოქმედებს – რომ ვერ დავძლიო?” – „რომ ვერ მოვერიო?“ „ვაითუ საკუთარმა თავმა მაჯობოს?“ შიში გადამდებია, წამლავ და ანადგურებ ირგვლივ ყველაფერს რასაც კი შეეხები.
შენი მეორე „მე” ცოტა ვიღაცისთვის მიუღებელი, ცოტა სუსტი, ცოტა ბრაზიანი, იგივე შენ ხარ და მასთან მოლაპარაკება შეგიძლია, მისი გადარჩენაც შენს ხელშია და დაღუპვაც. ჰოდა იარე ამაყად, იარე თავაწეულმა, ჩახშული ემოციები კი გარეთ გამოდევნე გინდა ტირილის, გინდა ყვირილის სახით, მერე რა თუ შენი ქცევა ვიღაცისთვის გაუგებარი იქნება? მთავარია შენ, შენ იქნები, მთლიანი და არა დამსხვრეული…

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი