ჩინური ასტროლოგია ,,უარყოფილი სიბრძნე”

0
510

აღმოსავლური  – ჩინურ ასტროლოგია მნიშვნელობა და როლი თანამედროვე ყოფით სივრცეში და მიმდინარე მატერიალურ სამყაროში 

დავიწყოთ იქიდან, რომ მისი სამშობლო, ჩინეთის დიდი იმპერია უძველესი ხელნაწერების კუთხით დაახლოებით 3500 წლით თარიღდება, მაგრამ პირველი ჩანაწერები აღოჩენელია ძვ.წ. 1500 წელს.  საუკუნეების, აწ უკვე ასეული და ათასეული წლებია ეს უკანასკნელი ვითარდება და დღესაც განაგრძობს განვითარებას, როგორც სახელმწიფოებრივი, აგრეთვე მეცნიერულ-ეზოთერული კუთხითაც.

ჩინურ ჰოროსკოპში – დასავლურისგან განსხვავებით, გვაქვს არა პლანეტათა, არამედ უშუალოდ ნიშნის განვითარების 12 წლიანი ციკლები, შესაბამისად, ყოველი ახალი ათვლის დროს – იქნება ეს იანვარის ბოლო, თუ თებერვლის საწისი ან შუა რიცხვები – დგება მათთან იმ ცხოველის წელი, რაც მათ ჭრილში არსებობს.

არსებობს ლეგენდა ჩინურ ასტროლოგიაზე, რომლის მიხედვითაც, ბუდამ ერთ-ერთ შეკრებაზე მოიწვია ცხოველები, თუმცა ამ ცხოველთაგან მხოლოდ 12 გამოცხადდა შეკრებაზე, ამიტომ პატივისცემისა და ერთგულების ნიშნად – ბუდამ მათ საკუთარი წელი აჩუქა და ასე დგება დღესაც ამ 12 ნიშნიდან სხვადასხვა ცხოველის წელი.

აღმოსავლეთში ცხოველებს მეტად დიდ პატივს სცემენ, მათ საკუთარი სისტემა/განრიგი აქვთ, თუ დასავლურ ასტროლოგიაში ყველა თვეს თავისი მმართველი ჰყავს, ჩინეთში მთლიან წელს მიაკუთვნებენ ხოლმე წლის მბრძანებლის სტატუსს. დასავლურ ასტროლოგიას აქვს ოთხი სტიქია – ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი. ხოლო აღმოსავლეთში სტიქიები გაზრდილია, შესაბამისად მათ აქვთ – ცეცხლი, მიწა, მეტალი, წყალი, ხე. ისინი აღნიშნულს დიდ ყურადღებას უთმობენ.

ჩინურ ასტროლოგიას აქვს დროის ციკლური ცვლილება, რომელიც თავისუფლად შესაძლებელია, რომ შეიცვალოს მრავალჯერ, ამ უკანასკნელს გამოიყენებენ აგრეთვე – ფენგ-შუის სისტემაშიც, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს, მათი ცხოველთა თანმიმდევრობა ასე გამოიყურება: ვირთხა, ხარი, ვეფხვი, კატა/კურდღელი, დრაკონი, გველი, ცხენი, თხა/ცხვარი, მაიმუნი, მამალი, ძაღლი, ღორი/ტახი.

აღმოსავლეთშიც დგება ცალკე რუქები, რის საფუძველზეც დგინდება, თუ რა დანიშნულებით, კარმული მისიით თუ ფსიქოტიპით მოვიდა ეს ადამიანი ამ ინკარნაციაში, თავად სიტყვა კარმაც და ინკარნაციაც მანდედან მოდის, ამიტომ პატივი უნდა ვცეთ ჩვენ იმ ძირითად ათვლის წერტილს, რაზეც დგას დღეს უმრავლესი ეზოთერული მიმდინარეობა და საიდანაც ვითარდება ადამიანი.

არაა აუცილებელი, რომ ყოველ ახალ წელს სახლში ძაღლი, მამალი, მაიმუნი ან გოჭი გყავდეთ, უბრალოდ პატივისცემის ნიშნად ამ ცხოველისა შეგიძლიათ რომ რაიმე სიმბოლო, გამოსახულება ან ნიშანი მაინც იქონიოთ, თუ გყავთ ცხოველი სახლში, მაშინ კარგად მოეპყროთ და დადებითი ენერგია გაუგზავნოთ, ასე იმუხტება ენერგეტიკული კუთხით ის კეთილგანწყობა, რაც გსურთ რომ გიბოძოთ სამყარომ, ამიტომ დაფიქრდით იმაზე, სანამ ხელს კრავთ და უგულებელყოფთ აღმოსავლურ სიბრძნეს და ცოდნას, ეცადეთ, რომ მაქსიმალურად ბევრი იკითხოთ, შეიმეცნოთ და მიიღოთ, მიიღოთ ის პროდუქტი, რაც მიზანშეწონილია და რაც ხარისხიანია, გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს!

ახალი წლისთვის მომდევნო სტატიას ღორი/ტახთან დაკავშირებით მოგაწვდით, რომელიც იქნება 2019-ის მმართველი.

სტატიის ავტორი:გიორგი ლობჯანიძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი