ადამიანი კოსმოსის ნაწილად უნდა წარმოიდგინო

0
1060

რუსიკო მერმანიშვილი – „აურა პლუსის“ დამფუძნებელი და ექიმი რეაბილიტოლოგია. დამთავრებული აქვს თბილისი სამედიცინო ინსტიტუტი. 7 წლის განმავლობაში მუშაობდა მოსკოვში რამდენიმე მიმართულებით: ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, რეფლექსოთერაპია და კარდიოლოგია. ამბობს, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში არ ჩააბარებდა ადამიანების ჯანმრთელობით რომ არ დაინტერესებულიყო. სპეციალობები იზრდებოდა ინტერესის მიხედვით. ინტერესი კი არ იცვლებოდა: ადამიანის ჯანმრთელობის განხილვა მთლიანობაში – დაავადების წარმოქმნის მიზეზი და არა დაავადების მკურნალობა.

message:რუსიკო, თქვენ ბრძანდებით ექიმი და გაქვთ რამდენიმე პროფესია სამედიცინო მიმართულებით. რამ განაპირობა, რომ საბოლოოდ რეაბილიტაციის განხრით წასულიყავით?

30 წელია, რაც ამ მიმართულებით ვმუშაობ და ახლა რომ წარსულს ვიხსენებ, ვხვდები, რომ გაუცნობიერებლად მოვდიოდი ამ გზისკენ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი ერთად ერთი სასწავლო ცენტრი იყო, სადაც შესაძლებელი იყო რეფლექსოთერაპიის შესწავლა  და როდესაც ამ კურსს გავდიოდი, დავუახლოვდი და გავეცანი ჩინელების ფილოსოფიას. ჩინელები და ჩინური მედიცინა თავისებურად ძალიან საინტერესოა ადამიანის ჯანმრთელობასთან და ავადობასთან მიმართებაში.

ადამიანი განიხილება, როგორც ორი ურთიერთგამომრიცხავი ძალა: ინი და იანი (დადებითი და უარყოიფითი), როდესაც ეს დადებითი და უარყოფითი არის ბალანსში, ადამიანი ჯანმრთელია. ხოლო, როცა ერთ ან მეორე მხარეს გადაიწევა – იგულისხმება სიმჟავისკენ ან ტუტისკენ – სწორედ აქედან იწყება და ვითარდება დაავადება.

ნახეთ როგორია მოცემულობა: დაავადებულ ორგანოს კი არ უნდა უმკურნალო, არამედ – დარღვეულ წონასწორობას. ამის მერე ადამიანი თვითონ იწყებს ამ მდგომარეობის მოწესრიგებას. ეს ჩემთვის აბსოლუტურად სხვა მედიცინა აღმოჩნდა. მე, სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებული, აბსოლუტურად სხვა მედიცინას შევეხე, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდი აღმოჩენა გახდა და რომელმაც განაპირობა მომავალში ამ მიმართულებით მუშაობა, მით უმეტეს ჩემთვის, რადგან ადამიანის განხილვა ერთ მთლიანობაში ჩემს პრინციპებთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე ცალკე ორგანოს მკურნალობა.

თუ ადამიანი არ არის განხილული მთლიანობაში, არ შეიძლება ცალკე ორგანოს მკურნალობა. ერთი მეორესთან არის დაკავშირებული და მეორე იმ ერთისგან გამომდინარეობს. ადამიანი კოსმოსის ნაწილად უნდა წარმოიდგინო, აი, ამდენად მასშტაბურად და გლობალურად უნდა იყოს ეს ყველაფერი გადაწყვეტილი. სწორედ ამიტომ საბოლოოდ რეაბილიტაციაზე შევჯერდი.

message:რას სთავაზობთ თქვენთან მოსულ პაციენტს?

სხვადასხვა პროგრამები გვაქვს: დეტოქს პროგრამა, წონის და სხეულის კორექცია, ხერხემლის რეაბილიტაცია, მოზარდები, ორსულები, ახალგაზრდა დედები, რელაქს პროგრამები, ანტი-ეიჯ პროგრამები. სხვადასხვა სახეობის მასაჟი, რომელიც მხოლოდ ხელით კეთდება. არ ვიყენებთ არანაირ აპარატურულ მეთოდიკას, არ ვიყენებთ ქიმიურ ნაერთებს, არაბუნებრივსა თუ აგრესიულ მეთოდებს .

message:თემის აქტუალობიდან გამომდინარე დეტოქსიკაციაზე რომ ვისაუბროთ?

დღევანდელ დღეს, იმდენად ცუდი ეკოლოგიური პირობებია, რას ვსუნთქავთ ისიც არ ვიცით. არ ვართ დაცულნი ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან და ვიღებთ რადიაციას, რომელიც ყველა კუთხიდან მოდის. ამას დამატებული არასრულფასოვანი და ცუდი საკვები, რომელსაც თითქმის ყოველდღიურად ვიღებთ. სტრესი, რომელიც არანაკლებ ზიანს აყენებს ჩვენს ორგანიზმს. ერთად ერთი, რაზედაც ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ზემოქმედება მოვახდინოთ და რაც უმნიშვნელოვანესი მომენტია, ეს არის ჩვენი საკვები და ჩვენი კვებითი ქცევა. ჩვენ ვერაფერზე ვერ მოვახდენთ ზემოქმედებას, გარდა კვებისა, ამ გზით ჩვენ შეგვიძლია ჩვენს თავს ვუშველოთ, ვუშველოთ დეტოქსით, ანუ შლაკებისა და ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნით.

message:როგორ შეგვიძლია გამოვდევნოთ?

ადამიანს გააჩნია სასწაული ადაპტაციის და თვითგამოჯანმრთელების უნარი. დეტოქსიკაცია ნიშნავს მხოლოდ ერთ რაღაცას და ეს არის თქვენი მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარეგულირება ანუ PH.

message:ანუ ვიქტორია ბექჰემი რასაც აკეთებს?

დიახ, PH არის კონსტანტა ადამიანის ჯანმრთელობის. რისთვისაც ფუნქციონირებს ჩვენი ორგანიზმი ესაა ის, რომ ჩვენი PH იყოს ნორმაში. ანუ, ყველანაირ რესურსებს გამოიყენებს, შეიძლება ვიტამინების აღდგენა ვერ მოახერხოს, მაგრამ შინაგანი რესურსების გამოყენებით ჩვენი ორგანიზმი აკეთებს იმას, რომ ჩვენი PH აუცილებლად უნდა იყოს 7,4 და კიდევ უფრო ცოტათი მეტი. თუ მოხდა ჩვენი ორგანიზმის ძლიერი გადახრა სიმჟავისკენ ან მისი გატუტიანება, ვხვდებით რეანიმაციაში. ეს არის ტერმინალური სტადია, როცა არის აციდოზი, როდესაც ძალიან ბევრი სიმჟავე დაგროვდება ჩვენს ორგანიზმში სხვადასხვა დაავადებების ფონზე. ასეთ პაციენტს მომენტალურად უდგამენ სოდის გადასხმას, ეს ან გადაარჩენს ან არა. რასაც მე თქვენ გიყვებით, ეს არის მრავალწლიანი გამოცდილება და მრავალწლიანი ცოდნის დაგროვების შედეგი.

ჩვენს ორგანიზმში PH მაჩვენებელი უნდა იყოს მინიმუმ 7,4 და მაქსიმუმ 7,6. როცა 7-ზე ნაკლებია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ორგანიზმში უკვე მჟავა რეაქციებია, რომელიც გვაზიანებს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იმ წუთას არაფერი გვაწუხებდეს, ეს არის სიგნალი იმისა, რომ ჩვენს ორგანიზმში რაღაც ხარვეზია და მალე ამ სუსტ რგოლს დარტყმა ემუქრება.

message:ანუ, ყველა ქრონიკული დაავადების ჩამრთველი რგოლი არის მჟავე რეაქცია ჩვენს ორგანიზმში?

წარმოიდგინეთ, როდესაც საკვები მჟავდება, როგორ აფუჭებს ის გარშემო ყველაფერს. ეს სიმჟავე ჭამს ამ უჯრედებს და დამტკიცებულია, რომ თუ ჩვენ ვიღებთ არასრულფასოვან საკვებს ან დიდი რაოდენობით ალკოჰოლს, რომელიც დიდი ოდენობით შხამებს შეიცავს და დამატებით ცუდ ჰაერს შევისუნთქავთ, ყველაფერი PH-ს მაჩვენებელზე აისახება. თუ სიმჟავის წარმომქმნელი ბევრი პროდუქტი მივიღეთ, სისხლძარღვთა უჯრედების ნაწილი კვდება, ნაწილი ეგუება და ნაწილი განიცდის გენურ მუტაციას.  სოკოვანი დაავადებიდან დაწყებული და ონკოლოგიით დამთავრებული, ნებისმიერი დაავადების კანდიდატი შეიძლება გახდეს ადამიანი.

როგორც უკვე ავღნიშნე, ჩვენს ორგანიზმს გააჩნია სასწაული ადაპტაციის უნარი და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს PH არ გაამჟავიანოს, ასე ვთქვათ, არ გააფუჭოს. ეს არის ყველაზე მყარი კონსტანტა ჩვენს ორგანიზმში, ის, უჯრედებიდან მობილიზაციას უკეთებს მიკროელემენტებს: მაგნიუმს, კალციუმს და კალიუმს, რომლებიც ბოჭავენ ამ სიმჟავეს და წარმოიქმნება ნეიტრალური მარილი. სწორედ ეს არის ის შლაკი, რომელიც ჩვენმა ორგანიზმა აუცილებლად უნდა გამოდევნოს.

message:რა უნდა გავაკეთოთ ბალანსის შესანარჩუნებლად ან როგორ შეგვიძლია ეს ვაკონტროლოთ?

უნდა გავატუტოვანოთ ჩენი შინაგანი ორგანოები, ეს ხდება გარკვეული პროდუქტების ხარჯზე, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში ტუტე რეაქციას წარმოშობენ.

პირველ ადგილზეა ლიმონი, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მჟავე პროდუქტი. ორგანიზმში ისე გარდაიქმნება, რომ ყველაზე უფრო ტუტეს წარმომქმნელი ხდება. შემდეგ მოდის ყველა მწვანე ბოსტნეული, აბსოლუტურად ყველა მწვანილი.

ცილისა და ნახშირწყლების შემცველი პროდუქტებია ორგანიზმში სიმჟავის წარმომქმნელი. ეს არის ხორცი და თეთრი ფქვილისგან დამზადებული საკვები, ასევე ყველა კონსერვანტი. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო სოსისზე. გარდა იმისა, რომ შეიცავს გლუტანატრიას და მიჩვევის ეფექტიც აქვს, ის ამავდროულად საშინელი კარცენოგენია. რაც უფრო ვარდისფერია სოსისი, მით მეტია მასში ამ ნივთიერების შემცველობა. ეს არ ნიშნავს, რომ ძეხვეულზე უარი ვთქვათ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ დღის განმავლობაში ადამიანმა  75% უნდა მიიღოს ტუტეს წარმომქმნელი პროდუქტი და 25% – მჟავის.

მაგალითად, ხორცი მჟავის წარმომქმენლია, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ თქვენ ხორცი არ უნდა მიიღოთ. ცილის ნორმა დღის განმავლობაში 50 კილოგრამზე არის 50 გრ. 1 გრამი კილოგრამ წონაზე. ასევე, მჟავის წარმოქმნელია კვერცხი, მაგრამ უნიკალური პროდუქტია, იმაზე ბევრად კარგი, ვიდრე არის ცხოველური ცილა. უბრალოდ, მასში რკინა რომ იყოს იმ რაოდენობით და იმ ფორმით, როგორც ხორცში, მას პროდუქტი ვერ შეედრებოდა. კვერცხში არის ყველა შეუცვლელი ამინომჟავა, რომელიც სჭირდება ადამიანის ორგანიზმს. ამავდროულად, კვერცხი ძალიან დაბალკალორიული პროდუქტია, რომელიც კარგად გვანაყრებს. რა თქმა უნდა, თუ ადამიანს მასზე ალერგია არ აქვს.

უნდა გვახსოვდეს ზომიერება და ჩვენი კვებითი ქცევის ისე მოწესრიგება, რომ ჩვენს რაციონში 75% ტუტეს წარმომქმნელი პროდუქტები იყოს და PH მაჩვენებელი ნორმაში გვექნება.

 ყველაზე მძლავრი ტუტეს წარმომქნელი პროდუქტები:

  • ლიმონი, საზამთრო (უნიტრატო), ლაიმი, გრეიფრუტი, მანგო, პაპაია.
  • ხახვი, მწვანილი (ოხრახუში, ნიახური), ნიორი, უმი ისპანახი, ბროკოლი, ბალახოვანი ჩაი;
  • სეზამი, გოგრის თესლი, სელის თესლი
  • ფინიკი, ლეღვი, ნესვი, ყურძენი, პაპაია, კივი, კენკროვანი, ვაშლი, მსხალი
  • ქიშმიში, გოგრა, მწვ.ლობიო, ჭარხალი, სალათის ფოთლები, ნუში,
  • სელი, სელის ზეთი, ავოკადოს ზეთი, ქოქოსის ცხიმი, მწვანე ჩაი, თაფლი.

ყველაზე მძლავრი მჟავას  წარმომქნელი პროდუქტები:

  • ძროხის და ღორის ხორცი, ლუდი, ტკბილი სასმელი, რძის პროდუქტი, ნაყინი
  • მოლუსკები, თეთრი ფქვილი, მაკარონი, ორცხობილა, ფასთ-ფუდი, არაქისი,
  • შავი ქლიავის ჩირი, შაქარი, კართოფილი, ლობიო, მოხარშული ისპანახი, კონსერვები, სიმინდის ზეთი, კვერცხი.

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი