დიდი გამარჯვების მფარველი პლანეტა იუპიტერი თავისივე მართვის ნიშანში, მშვილდოსანში იმოძრავებს

0
675
2018 წლის 9 ნოემბრიდან 2019 წლის 3 დეკემბრამდე, დიდი გამარჯვების მფარველი პლანეტა იუპიტერი თავისივე მართვის ნიშანში, მშვილდოსანში იმოძრავებს

როგორც ვიცით, დიდი წარმატების, გამარჯვების, მსოფლმხედველობის, ექსპანსიურმა პლანეტა იუპიტერმა დატოვა ღრიანკალის  ზონას და გადაინაცვლა მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში, რაც მოიტანს გარკვეულ პოზიტიურ შანსებს და თუ რას უნდა ველოდოთ – ამაზე მოგახსენებთ

იუპიტერი, ფაქტობრივად უბრუნდება თავისივე მართვის ნიშანს, სწორედ განსაკუთრებულია მშვილდების დღის მმართველი, რომელსაც მოსიარულე პოზიტივსაც კი უწოდებენ ხოლმე. ამ უკანასკნელს შეუძლია რომ მომდევნო წლის ბოლომდე მოიტანოს ისეთი სასიკეთო ტენდენციები, როგორებიცაა: უცხოური კულტურა, მოგზაურობა, უმაღლესი რაციონალური მსჯელობა/აზროვნება, განათლების სამინისტროსთან დაკავშირებული საკითხები, პოლიტოლოგია და სხვა.

ალბათ, თითოეულ თქვენგანს აინტერესებს, უფრო ფართოდ რა დატვირთვა ექნება მის ინგრესიას მშვილდში: ეს იქნება დრო ბევრი ძირითადი თემატური საკითხების კუთხით გამოღვიძების, გამოდარების, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდებიან ახალი კადრები, ახალი ძალები, თანამდებობის პირები, შეიცვლება ქვეყნის კურსი, მიმართულება, იდეოლოგია. არაა გამორიცხული, რომ საფუძველი ჩაეყაროს რაიმე სახის ნოვატორულ ფილოსოფიურ-ეზოთერულ ორგანიზაციებს, დღის წესრიგში იქნება განათლების სამინისტროს საპროგრამო საკითხები, თქვენ ნახავთ რომ რელიგიურ ნიადაგზეც კი იქნება გარკვეული სიახლეები, ბევრ საიდუმლოსაც აეხდება ფარდა და არაა გამორიცხული, რომ სამართლებრივადაც მოხდეს ეს ყველაფერი.

დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ თქვენგანს სურს უცხოეთში წასვლა, თუნდაც მივლინებით, აი, სწორედ ახლაა დრო მათთვის, ვისაც ამდენი ხნის მანძილზე არ გამოგდიოდათ წასვლა, გექმნებოდათ დიდი სიძნელეები და პრობლემები, რომ შეძლოთ აღნიშნულის გადალახვა და მიაშუროთ შორ გზას, ბევრის წასვლა შესაძლოა გამართლებულიც კი იყოს და ბევრმაც საერთოდ სხვაგან დაიდოს ნავსაყუდელი.

ამ ხანებში დიდია შანსი იმისა, რომ ჩამოყალიბდეს და შეიქმნას, გატარდეს რეფორმები იდოლოგიური სვლების კუთხით, ეს იქნება გაერთიანებული ძალებით თუ მარტო, ფაქტია, რომ ბევრად უფრო კარგ ვითარებაში იქმნება ფუნდამენტი, ვიდრე აქამდე იყო, თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ ჩაივლის წინააღმდეგობებისა და ქიშპის გარეშე, იქნება ვნებათღელვა, მაგრამ ვითარება მაინც ნებისმიერ შემთხვევაში სტაბილიცაზიისკენ უფრო იქნება გადახრილი.

ასე რომ, გისურვებთ წინსვლას და წარმატებას, თითოეულ თქვენგანს, დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს შეძლებთ, განსაკუთრებით მზით და იუპიტერით მშვილდებს! 

ასევე, იუპიტერის წყალობა გადავა მის მონათესავე ნიშნებზე: ლომი და ვერძი, ეს ორი ნიშანი თავს ნამდვილად კარგად იგრძნობს და გასაქანიც საქმეში ზომაზე მეტი ექნებათ, არ იქნება გამოუვალ მდგომარეობაში არც ჰაერი, განსაკუთრებით სასწორი და მერწყული. მათ ნამდვილად ექნებათ წინსვლების შანსი.

აქვე იუპიტერის შესახებ მცირე ინფორმაციას მოგაწვდით მითოლოგიურ ჭრილში: 

პლანეტა იუპიტერი მზის სისტემაში სიდიდით პირველია, იგი დაახლოებით სამჯერ დიდია მასით სხვა ყველა დანარჩენზე. ეს უკანასკნელი საკუთარი ღერძის გარშემო 10 საათს ბრუნავს, ხოლო მზის გარშემო კი 12 წელიწადი სჭირდება. განსაკუთრებულს დიდი როლი აქვს მატერიალურ სამყაროში, პირად რუქაში სწორედ იგი განაგებს ადამიანის კეთილდღეობას, კარგ ბედ-იღბალს, წარმატებას, მაშასადამე დაფასებას. ძველ რომში მას უდიდეს პატივს მიაგებდნენ, იგი იყო ჭექა-ქუხილის ღმერთი, რომელსაც შეუზღუდავი მმართველობა ჰქონდა.

ასევე, პატივს სცემდნენ ძველი ბერძნებიც, რომლებიც მას ზევსის სახელწოდებით მოიხსენიებდნენ. იუპიტერს ეხება ჰუმანური საკითხები, აგრეთვე, ადამიანის მსოფლმხედველობა, აზრები, ძირითადად რელიგიური შეხედულებები, თუ რის სწამს, სჯერა და ამ კუთხით რას უთმობს დიდ ყურადღებას. ასევე განაგებს გარკვეულ წილად, ადამიანის სიცოცხლისუნარიანობას, რამდენად ნათელი, სიკეთით სავსეა ესა თუ ის პიროვნება. დამატებით, აღნიშნული დიდ როლს თამაშობს ამინდის ცვალებადობის დროსაც, განასახიერებს მორალსაც, სატუნრთან ერთად დიდ კოსმიურ მასწავლებლად ითვლება, იღებს სხვადასხვა სახის კანონებსაც, თუმცა ეს უკანასკნელი ადამიანთა საკეთილდღეოდ უფრო იხრება, ვიდრე დასასჯელად.

იუპიტერი 12 წელიწადში ერთხელ ბრუნდება იმ ადგილას, სადაც ის იყო ადამიანის დაბადების მომენტში, ამიტომ მას დიდი ყურადღება ექცევა, რადგან ამ დროს ინდივიდს აქვს გარკვეული შესაძლებობები, რათა მისი მომავალი უკეთ წარმართოს. განსაკუთრებული, როდესაც დაზიანებულია რუქაში, მაშინ ადამიანი მეტადაა თვალთმაქცი, მაქსიმალურად ორიენტრიებულია მოგებაზე, თუნდაც ეს მისი ავტორიტეტის დაკნინების ფასად დაუჯდეს. თუ სწორად ავლენს თავის ნიშან-თვისებებს, მაშინ ასეთი პიროვნება მეტად სანდო, კეთილი და კაცთომყარეა. ეს უკანასკნელი მართავს მშვილდოსნის და თევზების ზოდიაქოს.

ავტორი:გიორგი ლობჯანიძე

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი