გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში მოზარდთა მშობლების კვლევის შედეგებს აქვეყნებს

0
288
საქართველოში მშობლების დიდი ნაწილი სიძნელეებს განიცდის მოზარდთა აღზრდის პროცესში, მოზარდები ვერ გრძნობენ მშობლის სათანადო მხარდაჭერას, ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა
აქართველოში მოზარდთა მშობლების უმრავლესობა მიმართავს აღზრდის ავტორიტარულ  სტილს, რომელიც მოიცავს ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯის მეთოდებს;
მშობლები  ძირითადად ზრუნავენ მოზარდების მატერიალურდა ფიზიკურ კეთილდღეობაზე,  ნაკლებად – მათ ემოციურდა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

– ასეთია საქართველოში‘მოზარდთა მშობლობის და მათი მხარდამჭერი პროგრამების კვლევის  შედეგები, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

„მოზარდობის პერიოდი კრიტიკულია ბავშვის განვითარებისათვის და დიდწილად განსაზღვრავსმის შემდგომ ცხოვრებას,” განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა  საქართველოში ღასან ხალილმა. მშობლებს კარგად უნდა ჰქონდეთგააზრებული ის როლი და გავლენა, რაც მათ აქვთ  თავიანთ შვილებთან დაკავშირებით. მშობლები უნდა დაეხმარონშვილებს მოზარდობის  პერიოდთან დაკავშირებული სიძნელეების გადალახვაში და  საჭირო უნარების განვითარებაში. თუმცა მშობლებს თავადაც სჭირდებათ დახმარება ამ მიმართულებით. საქართველოში  არ არსებობს მოზარდთა მშობლობის გაძლიერებისაკენ მიმართული პროგრამები. ჩვენი  კვლევის მიზანია, დავეხმაროთ სახელმწიფოს, შეიქმნას მოზარდთა მშობლების  მხარდამჭერი პოლიტიკა და პროგრამები, რათა მშობლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა  გამოიყენონ პოზიტიური აღზრდის მეთოდები და დაეხმარონ მოზარდებს“ 

კვლევის თანახმად, საქართველოში მოზარდთა მშობლების დიდი რაოდენობა  სიძნელეებს  განიცდის მოზარდთა აღზრდის საქმეში. მოზარდები მათთვის ყველაზე ემოციურ  პერიოდებში  ვერ გრძნობენ მშობლის სათანადო მხარდაჭერას, რაც უარყოფითად  აისახება მათ ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე. მშობელთა მცირე რაოდენობა არის ჩართული მოზარდისათვის  ისეთ  საკითხებში, როგორიც არის: მოზარდთა ჯანმრთელობა,  ჯანმრთელობისათვის სარისკო  ქცევების  პრევენცია, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა,  ფსიქოლოგიური  კეთილდღეობა,  ძალადობის პრევენცია.

საქართველოში მოზარდთა მშობლობასთან დაკავშირებული კვლევა ჩატარდა გაეროს  ბავშვთა ფონდის ევროპისა დაცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მიერ  განხორციელებული კვლევის ფარგლებში – „მოზარდთა  მშობლობა  და მოზარდთა  მშობლობასთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ“. კვლევის სხვა მონაწილე  ქვეყნები იყვნენ ბელორუსია, ბულგარეთი, მოლდავეთი, მონტენეგრო და რუმინეთი

კვლევის მეთოდები იყო: ჩაღრმავებული ინტერვიუები და მოზარდებისა  და  მათი  მშობლების  ფოკუს ჯგუფები.

კვლევის მიზანი იყო საბაზისო ინფორმაციის მოპოვება იმის თაობაზე, თუ როგორ ესმით და აღიქვამენ მშობლობას და აღზრდის  რა  მეთოდებს  იყენებენ  მოზარდი  ბიჭებისა  და  გოგოების მშობლები/აღმზრდელები საქართველოში; რა გავლენას ახდენს  მიკრო  და  მაკრო ფაქტორები  მშობლობის  ზოგად  დინამიკაზე  და  აღმზრდელობით  მეთოდებსა  და  სტილზე; ასევე თუ ვის  მიმართავენ  მოზარდები  და  მათი  მშობლები  ფორმალური და  არაფორმალური  მხარდაჭერისთვის.

 

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი