სალვადორ დალის ექსტრავაგანტული ისტორიები

0
311

რამდენიმე თბილი სიტყვის სანაცვლოდ

სალვადორ დალი, რესტორნის მფლობელებს ძალიან მოხერხებულად ექცეოდა. შეკრებდა რა მეგობრების და ნაცნობების დიდ ჯგუფს, მას შეეძლო მთელი საღამო გაეტარებინა დაწესებულებაში და გულუხვად გამასპინძლებოდა სტუმრებს. როდესაც გადახდის დრო მოდიოდა გულუხვი მხატვარი ჩეკს თამამად აწერდა ხელს და შემდეგ… გადმოაბრუნებდა ჩეკს და წერდა რამდენიმე თბილ სიტყვას დაწესებულების მფლობელის სამადლიეროდ.

დალის ლოგიკა ძალიან მარტივი იყო:ცოცხალი გენიოსი სარგებლობდა რა თავისი დიდებით,  ღრმად იყო დარწმუნებული, რომ რესტორნის მფლობელი არავითარ შემთხვევაში არ გაანაღდებდა ორიგინალ ქვითარს, თვით ცოცხალი გენიოსის ხელმოწერით.

და ეს ასეც იყო:რესტორატორებს ესმოდათ, რომ დროთა განმავლობაში ჩეკი იმაზე მეტად ღირებული გახდებოდა და უფრო მეტ ფულს გამოიმუშავენდენ, ვიდრე ანგარიშზე დაფიქსირებული თანხა. ხელოვანმა ამ ეშმაკობით საკმაო თანხის ეკონომია გააკეთა.

მე  შემიძლია ხატვა!

ერთხელ,  სალვადორ დალის ჟურნალისტი ეწვია, რომელიც უმტკიცებდა, რომ მისი ხელოვნება მხოლოდ იმის მაჩვენებალია, რომ მას არ შეუძლია ხატვა. ჟურნალისტი საუბრობდა დიდხანს და მგზნებარედ. ხელოვანი კი იჯდა მოპირდაპირე მხარეს და მშვიდად რაღაცას ჯღაბნიდა თავის ბლოკნოტში. როდესაც ჟურნალისტი საუბარს მორჩა, დალიმ აჩვენა ვენერა დე მილოს ქანდაკების  ნახატი,  რომელსაც ჟურნალისტის თავი ჰქონდა მიხატული. ნამუშევარი რა თქმა უნდა საშინელი გამოვიდა თუმცა მსგავსება ჟურნალისტსა და ნახატს შორის იყო ფოტოგრაფიული, ნამუშევარს თან დევდა აკადემიური ნახაზები, რომელიც მაღალ ოსტატურად იყო შესრულებული.

– ახლა დარწმუნდით, რომ მე შემიძლია ხატვა? კითხა ჟურნალისტს და დაემშვიდობა.

აი რაშია საქმე

ერთხელ საზეიმოდ მიწვეულ ვახშამზე, სალვადორ დალის ვინმე ქალბატონი მადინა დი ვისკონტი უმტკიცებდა რომ იგი არის იულიუს კეისრის პირდაპირი შთამომავალი, ამ ინფორმაციის მოსმენამ მხატვარი არ აღაფრთოვანა და არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. მეტიც, სალვადორ დალის ინტერესის სფეროს საერთოდ არ შეხებია აღნიშნული ამბავი და ქალბატატონმა მადინამ ნათქვამს ისიც დაამატა რომ დედამისი გახლდათ ქალბატონი პაპადოპოლი, რაზეც სალვადორი თითქოს გამოფხიზლდა და მიუგო ,,გასაგებია.“ შემდეგ მხატვარი თავის მეგობარს მიუბრუნდა და თეატრალური ჯესტით ჰკითხა. “რა არის პაპადოპოლი? ” მეგობარმა კი აუხსნა რომ ეს გახლავთ უძველესი ვენეციური არისტოკრატული გვარი. “შენ რა გეგონა რო? ” ღიმილით კითხა არისტოკრატმა ქალბატონმა. – მომიტევეთ ქალბატონო მადინა მე პაპადოპოლი რატომღაც გიგანტური იხვნისკარტა მეგონაო.

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი