ზედმეტი ემოცია საღი აზრის მტერია

0
360

message:რობი, როგორია დღეს შენი, როგორც მუსიკოსის ცხოვრება?

როგორც ხელოვანისთვის, ჩემთვის არ შეცვლილა ის ველი, სადაც მე მუდმივად ვიმყოფებოდი. მუსიკა, როგორც ცხოვრების საქმე დაგეგმილი არ მქონია. ნებისმიერ ქვეყანაში, როცა ადამიანი ხელოვნების სფეროშია და თინეიჯერობის ასაკიდან გამოდის, მან იცის და ასარჩევი მაინც აქვს, გააგრძელოს და გაჰყვეს ამ მიმართულებას თუ გვერდი აუაროს. არაფერ შუაშია მატერიალური კეთილდღეობა და არც პოპულარობა.

საქართველოში მატერიალურ კეთილდღეობაზე მოთხოვნა მაღალია, აქედან გამომდინარე ხელოვანმა შეგიძლია გააგრძელო შემოქმედებითი ცხოვრება ან შეწყვიტო, გქონდეს ბიზნესიც და ა.შ. იმიტომ, რომ შენს სახელმწიფოში შენი ოცნება ვერ აისრულე. ოცნებებს საერთოდ ვერ ვგებულობ, ვერ ვგებულობ იმ პოლიტიკასაც საქართველოს მაგალითზე. სინამდვილეში, რა დატვირთვა აქვს ოცნებას? ჩვენზე მაგრად ამ სიტყვის მნიშვნელობის გაგება არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, რადგან ჩვენ რეალურად შევეხეთ სიტყვა „ოცნების“ მნიშვნელობას.

უმრავლესობას ურჩევნია ოცნებაში გაარძელოს ცხოვრება, ოცნებას ვერ გასცდა და გამოიწვია ოცნების ხელისუფლება. დღეს პოლიტიკაში წარმოდგენილ ადამიანებს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიიდან, იმის 5% მაინც რომ უყვარდეთ თავიანთი სამშობლო, როგორც თავიანთი თანამდებობები, მდგომარეობა უყვართ და მათი დაცვის უნარი აქვთ, საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ქვეყანაში საშუალო ფენა შეიქმნას.

არჩევნები იყო და ეს, ძალაგამოლეული, იმედზე და ოცნებაზე ჩამოკიდებული ადამიანების სურვილების წერტილში გარტყმა იყო. ოცნებიდან იმედში გადავიდნენ, მერე იმედიდან გადავლენ ოცნებაში და ასე იბჟუტურებენ, სანამ ადამიანის აზროვნება შეიცვლება.

რეფორმებია საჭირო და პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გადაინაწილოს, თუნდაც ქუჩაში ნაგვის დაყრა ავიღოთ, მოდით, ყველამ ურნაში ჩავყაროთ ნაგავი. წესი საერთო უნდა იყოს, რადგან როცა ერთ ადამიანს მიუტევებ, ჩათვალე, რომ რეფორმა დამთავრებულია.

თითოეული პენსიონერი, რომ ავიღოთ და გავაერთიანოთ, წარმოიდგინე რა დღეშია საქართველო თავისი მდგომარეობით. ესაა დღეს საქართველო, ეს არის ქვეყანა, რომელიც უძლურებაში გადავიდა… ახალი საქართველოა საჭირო. ეს არ არის ჩემი საქართველო, იმიტომ, რომ ისეთი საქართველო, რომელსაც ეს ორი არანორმალური აზროვნების პოლიტიკა მთავაზობს, თავისუფლებასთან ვერ მიგვიყვანს. სატელევიზიო სპექტაკლები ხომ საერთოდ სხვა ფენომენია. ეს იმდენად დაუხვეწავი სპექტაკლია, ადამიანები რეალურები არიან თუ არა, ამასაც ვერ არკვევ. როდესაც სახელმწიფო ხდება კულტურის მმართველი, იმ სახელმწიფოს მომავალი არ აქვს.

განათლება ავიღოთ, მომავალი თაობა რატომ უნდა იყოს ერთი პარტიის აზროვნებაზე გაზრდილი? ჩვენთან პოლიტიკა სტაბილური არ არის, ვინც ხელისუფლების სათავეში მოდის, ყველა თავის პროგრამას გვთავაზობს. შესაბამისად, სკოლებში განათლების სისტემა, სახელმძღვანელოები იცვლება. იცვლება იმის მიხედვით, თუ ვისი ნახატია უკეთესი, ვისი დიზაინი, რომელი გამოცემა უფრო კარგია და სკოლის ბოლოს ბავშვს 5 წიგნი აქვს გამოცვლილი. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ვიღაცის ახლობელს სტამბა აქვს, ვიღაცის ახლობელი რედაქტორია და ა.შ. როცა ბავშვზე, ჩვენს მომავალზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება ასე იქცეოდე.

როგორ შეგიძლია შენს თავს ნორმალური ან საშუალო დონის სახელმწიფო უწოდო, როდესაც მონები მიგყავს საარჩევნო ყუთთან, შენს მიერვე დაზარალებული ადამიანები, გაძვალტყავებული, უფულოები, გაღლეტილები. რა მნიშვნელობა აქვს მართლა მისცეს 15-20 ლარი თუ ხახვი და კარტოფილი დაარიგეს? იმ სახელმწიფოს ხელისუფალი, სადაც ეს აზრი გაჩნდა, ამაზე გამოძიებას რატომ არ იწყებს?  

53 წლის ვარ, რაღაც მინახავს ცხოვრებაში, მაგრამ გაუგონარია „სამშობლოს მოღალატის“ ასეთი გაუბრალოვება. ეს არის ძალიან დიდი პროვოკაცია ერის წინაშე და სახელმწიფო ვალდებულია დაამტიკოს, რომ კონკრეტული ადამიანი ნამდვილად სამშობლოს მოღალატეა…. თუმცა, ვის სამშობლოს ღალატზე ვსაუბრობთ, როცა მთელი პოლიტიკური სპექტრი სამშობლოს მოღალატე აღმოჩნდა.

ამას წინათ, უპოვართათვის კარადა რომ დადგეს ქუჩაში და მეორადის ქალები შეესივნენ… პირადად მე არავითარ შემთხვევაში არ დავაყენებდი ჩემ კანდიდატურას იმიტომ, რომ სათავეში არ ჩავუდგებოდი იმ ხალხს, რომლებიც უკეთესი ცხოვრებისთვის ასეთი მოუმზადებლები არიან.

message:ჩვენ, ხელოვანის ცხოვრებაზე დავიწყეთ საუბარი და პოლიტიკას გვერდი ვერ ავუარეთ. პოლიტიკურ რეალობას დიდი გავლენა აქვს ხელოვანზე?

პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ ჩემზე მოქმედებს, ასე იყო მუდამ. პოლიტიკაა ისიც ქუჩაში რომ დავდივარ. ისინი ქუჩაში ნამყოფებიც არ არიან. როცა მე ქუჩაში დავდიოდი, ქუჩაში სიარული მაშინაც არ იცოდნენ. მინდა, რომ ყველა ბავშვისთვის, რომელიც ახლა იბადება, თუნდაც ამერიკაში, საქართველოში ნორმალური ცხოვრება შესაძლებელი იყოს. ამ პატარა 400 კილომეტრში ყველაფერი გვაქვს: კოპწია და უნიკალური ბუნება, სადაც ერთდროულად შეიძლება თოვლიც ნახო, გუნდაც აჩუქო, წყალიც შეაშხეფო, ჰაერიც ასუნთქო…

მიჭირს იმის ცქერა, რასაც ვხედავ: გულგახეთქილი ადამიანი წაიყვანონ სასწრაფოთი, დააწვინონ საავადმყოფოში, გაუჭრან გული და უცებ გადაწყვიტონ, რომ ამ სისტემით ოპერაციის ჩატარება აღარ შეიძლება, რადგან ახალია მოგონილი და შენ თუ ოპერაციას გააკეთებ, მოკლავ და მე მიმიშვი. მეორე არ უშვებს, წევს შენი საქართველო გულგახეთქილი და ორი ქირურგი ძირავს ერთმანეთს თავისი ცოდნის გამო.

message:რობი, შენ ძალიან იშვიათი აზროვნების ადამიანი ხარ და როგორია ამ ცნობიერებით ცხოვრება მატერიალურ სამყაროში?

ზუსტად ამ სახელმწიფოსთან შესაბამისი. მატერიალური აზროვნება ჩვენთანაა აუცილებელი, თორემ ღმერთს არ დაუდგენია, რომ ამისთვის გაჩნდა ადამიანი. მე კიდევ კარგად ვცხოვრობ. მე მივდივარ ყოველდღე სახლში, რომელიც არ მაქვს. არიან, სიცივეში, სამშობლოს ამარა დარჩენილები ადამიანები, რომლებიც არსად მიდიან.

მე ბევრ ხალხთან მიწევს ურთიერთობა და გაჩენილია სიკვდილის მიმართ გულაცრუება, იმისიც აღარ სჯერათ, რომ მოვა. ფსიქიკიდან აქვთ ამოვარდნილი, რომელიც ნელ-ნელა უმართავობამდე მივა. ძალიან საშიშია ადამინის ფსიქიკა….

გაუთავებლად ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რელიგიურები ვართ თუ ათეისტები – ეს საუბრები საერთოდ არ მესმის რას ნიშნავს. ისეთ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, სადაც მეჩეთი-ც უნდათ, ეკლესია-ც უნდათ, ისი-ც უნდათ, ესე-ც უნდათ… თან, ვიღაცეები-ც ჰყავთ დაგეშილი, „მასტები“, რომლებიც ქალაქში დადიან და იძახიან, იმას წითელი თმა რატომ აქვს, მოდი ვცემოთო…

ბოლოს და ბოლოს, ამხელა განათლებული ადამიანი ხარ, სულიერი სამყარო გაგაჩნია იმისთვის, რომ ზეცისკენ მიმართო, სად გცალია წითელი თმებისთვის და საყურისთვის? ერი დათრგუნულია, დაბნეული, დამშეული, უიმედო. ასეთი განსაცდელი, რის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას, არ ყოფილა.

საბჭოთა კავშირის დროს გაზრდილი ადამიანების მიერ დაწყებული რევოლუცია გრძელდება, რომელიც თაობებში გადავიდა. დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი დამანგრეველი ძალაა. ისინი გაზრდილები არიან ოჯახში, სადაც მშობლები ანგრევდნენ სისტემას, ვისი მამებიც დისიდენტები იყვნენ.

მშენებლობაზე არის სპეციალური მანქანა, რომელიც ანგრევს და ნგრევის შემდეგ ისხმება ბალავარი. ჩვენთან პოლიტიკაში არ არიან მშენებლები, არიან დამანგრევლები. ჩვენ სისტემას ვანგრევთ 200 წელია. 200 წელია ჩვენ მუდმივად თავისუფლება გვინდა, სულ გვინდა, გვინდა, გვინდა… არ გამოგვივიდა და რატომ თუ იცი? სულ სხვის სპექტაკლს ვდგამთ. კომუნისტური სისტემა არ იყო ჩვენი სისტემა. ჩვენ 200 წელი კი არა, საუკუნეები ვიცხოვრეთ უსისტემოდ. ჩვენ მეფის მეტი არავინ გვყოლია. ის ამერიკელები იმიტომ არიან მაგრები, რომ მეფეც არ ჰყოლიათ.

უახლოეს მომავალში უდიდესი პროგრესული ცვლილებები გველოდება, რომელიც დიდი ხანია დაიწყო და მალე საქართველოშიც შემოაღწევს. ეს თუ დააბნევს საქართველოს და აზროვნებას შეუცვლის. ვინც საქართველოს შეეწირა, ილიას იდეებს მაინც ვერ გასცდა. ახლა ყველაზე უფრო დიდი დისიდენტი საქართველოში მაინც ილიაა. ილიას ამარაა საქართველო დარჩენილი. ილიასნაირი მოაზროვნე, დემოკრატი და დასავლური ღირებულებების მქონე პერსონა ბევრ ქვეყანას არა ჰყავს. ასეთები არ იბადებიან ასე მარტივად. სასწაული მოხდა, რომ ჩვენთან დაიბადა. რაც მან შეძლო და გააკეთა, უარის თქმა იყო ყველაფერზე, რაც მას შეეძლო ეკეთებინა და პირად ინტერსებზე მოერგო, მაგრამ ბანკები გააკეთებინა, ხალხს წერა-კითხვა ასწავლა, ვაჭრების ქალაქში კულტურა შემოიტანა. რა ხდებოდა იმ დროინდელ საქართველოში? ქართველის გარდა ყველა ეროვნების ადამიანი ფულს შოულობდა. რუსისთვის ქართველს ერთი ფუნქცია ჰქონდა: დაჯექი და დამელოდე, ჩამოვალ და ვიქეიფოთ.

message:პირველი ნაწილი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი