როდესაც მოუთმენლად ელის დიად თავგადასავლებს, რომელიც ჯერ კიდევ წინაა, ის ცხოვრობს და სწორედ ესაა ის, რისი გაკეთებაც არაცნობიერს აქვს განზრახული

0
1157
Swiss psychiatrist Carl Gustav Jung (1875 ? 1961), the founder of analytical psychology, 1960. (Photo by Douglas Glass/Paul Popper/Popperfoto/Getty Images)

კარლ გუსტავ იუნგი სიკვდილის შესახებ. 1956წ.

თქვენ თავის დროზე გამოთქმული გაქვთ რამდენიმე სენტენცია სიკვდილის შესახებ, რამაც საკმაოდ განმაცვიფრა. კერძოდ, მახსოვს თქვენ ამბობდით, რომ სიკვდილი ფსიქოლოგიურად ისევე მნიშვნელოვანია, როგორც დაბადება, რომ ის სიცოცხლის განუყოფელი ნაწილს წარმოადგენს, მაგრამ ის ვერ იქნება დაბადების მსგავსი, რადგან ეს დასასრულია.

დიახ, თუკი ეს დასარულია, მაგრამ ჩვენ არ ვართ დარწმუნებული ამ უსასრულობაში, რადგან როგორც თქვენ მოგეხსენებათ ფსიქიკას განსაკუთრებული უნარები გააჩნია და ისინი დროით და სივრცით არაა შემოსაზღვრული. თქვენ შესაძლოა გესიზმროთ მომავალი ან გეწვიოთ მისი ხილვა, შესაძლოა მოსახვევს იქითაც ხედავდეთ და ა.შ. მხოლოდ უცოდინრობა უარყოფს ამ ფაქტებს. სავსებით ცხადია, რომ ისინი არსებობს და ყოველთვის არსებობდა. ახლა კი ის ფაქტები გვიჩვენებს, რომ ფსიქიკა, სულ ცოტა, ნაწილობრივ მაინც, ამ შეზღუდვებზე არ არის დამოკიდებული. რა ხდება შემდეგ? როდესაც ფსიქიკას არ გააჩნია ვალდებულება იცხოვროს მხოლოდ დროსა და სივრცეში და ცხადია, რომ ეს ასეც არის. მაშინ ეს არ ექვემდებარება ამ კანონებს, რაც ნიშნავს სიცოცხლის პარაქტიკულ გაგრძელებას დროსა და სივრცის მიღმა ფსიქიური არსებობსი სახით.

თქვენ თავად ფიქრობთ თუ არა, რომ სიკვდილი სავარაუდოდ დასარულია, ან თუ გწამთ რომ…

ვერ გეტყვით… იცით, სიტყვა ,,რწმენა” ჩემთვის საკმაო სირთულეებს შეიცავს. მე არ მწამს. მე უნდა გამაჩნდეს მიზეზი კონკრეტული ჰიპოთეზისთვის. მე არ ვიცი რაიმე და თუ ასეა, მე ვიცი. ამ შემთხევავში მე არ მჭირდება, რომ მწამდეს. მე ვერ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, რომ მწამდეს, რაღაც მხოლოდ იმიტომ, რომ უნდა მწამდეს. მე არ შემიძლია მწამდეს ის. მაგრამ, როდესაც საკმარისი მიზეზი არსებობს კონკრეტრული ჰიპოთეზისთვის, მე მას ბუნებრივია ვიღებ, ასე ვიტყოდი. ჩვენ ანგარიში უნდა გაგვეწია, როგორც ერთი, ისე მეორე შესაძლებლობისთვის.

თქვენ ამბობდით, რომ ჩვენი სიკვდილი მიზნად უნდა განვიხილოთ, ხოლო მისგან გადახრა სიცოცხლის უარყოფა და მისი უმიზნოდ ქცევაა. რა რჩევას მისცემდით ადამიანებს ცხოვრებაში ამის განსახორციელებლად, როდესაც მათ უმრავლესობას მართლაც მიაჩნიათ, რომ სიკვდილი ყველაფრის დასარულია?

მე მრავალ ასაკოვან ადამიანთან ვმუშაობდი, ძალიან საინტერესოა იმაზე დაკვირვება თუ როგორ ექცევა არაცნობიერი იმას, რაც, როგორც სჩანს, საყოველთაო დასარულის მუქარას შეიცავს. ის უგულებელყოფს მას. ცხოვრება ისე იქცევა, თითქოს უნდა გაგრძელდეს და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ასაკოვანი ადამიანისთვის უკეთესია მომავალი დღის იმედით იცხოვროს, თითქოს მან კიდევ საუკუნეები უნდა დაიპყროს – მაშინ ცხოვრობს ის მართებულად, მაგრამ როდესაც ის შეშინებულია, როდესაც არ აქვს ხვალინდელი დღის იმედი და უკან იყურება, ის ქვავდება, მყარდება და უდროოდ კვდება. ხოლო როდესაც ის ცხოვრობს და მოუთმენლად ელის დიად თავგადასავლებს, რომელიც ჯერ კიდევ წინაა, ის ცხოვრობს და სწორედ ესაა ის, რისი გაკეთებაც არაცნობიერს აქვს განზრახული.

რა საკვირველია, სავსებით ცხადია, რომ ჩვენ ყველანი მოვკვდენით და ეს სევდიანი დასარულია ყველაფრისა, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც სჩანს, ჩვენში არის რაღაც, რასაც ამისი არ წამს. თუმცა, ეს მხოლოდ ფაქტია, ფსიქოლოგიური ფაქტი და სრულებით არ ნიშნავს, რომ ის რაღაცას ამტკიცებს. ეს უბრალოდ ასეა. მაგალითად მე შესაძლოა არ ვიცოდე, რისთვის გვჭირდება მარილი, მაგრამ ჩვენ მარილის გამოყენება გვირჩევნია, რადგან ასე უკეთ ვგრძნობთ თავს.

ამიტომ, როდესაც თქვენ კონკრეტული მიმართულებით ფიქრობთ, შესაძლოა გაცილებით უკეთ იგრძნოთ თავი, ხოლო თუ თქვენ ბუნების მახასიათებლების შესაბამისად ფიქრობთ, თქვენ ფიქრობთ მართებულად

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი