როგორ გავაანალიზოთ და გადავწყვიტოთ პრობლემები

0
1218

იცხოვრეთ დღევანდელი დღით – მიუხურეთ წარსულს კარი! გაემიჯნეთ გუშინდელ დღეს. 
ხვალინდელ საზრუნავთა ტვირთი, გუშინდელ და დღევანდელ საზრუნავთან ერთად ყველაზე ძლიერებსაც კი აბეჩავებს. მომავალიც წარსულივით მჭიდროდ დაკეტე.

გადარჩენის დღე – სწორედ დღევანდელი დღეა  – დეპრესია და საზრუნავი თან სდევს მომავალზე შეწუხებულ ადამიანს. შეეჩვიეთ ერთი დღის ფარგლებში ცხოვრებას.
ხვალინდელი დღისთვის მზადების საუკეთესო ხერხი – ესაა მთელი ინტელექტის, მთელი ენთუზიაზმის კონცენტრირება დღევანდელი დღის საქმეების საუკეთესოდ შესასრულებლად.

ფორმულა, რომელიც დაგეხმარებათ სიტუაციიდან გამოსვლაში
1. გავაანალიზოთ სიტუაცია შიშის გარეშე, წარმოვიდგინოთ ყველაზე უარესი რაც შეიძლება მოხდეს;
2. ამ ყველაზე უარეს მდგომარეობას შეეგუეთ აუცილებლობის შემთხვევაში, ამ შეგუების შემდეგ მოდუნდებით და იგრძნობთ სიმშვიდეს;
3. ამ დროიდან წყნარად მიუძღვენით დრო და ენერგია ყველაზე უარესი მდგომარეობის გაუმჯობესების მცდელობას, რომელიც აზრობრივად წარმოვიდგინეთ და შევეგუეთ.

როცა აზრობრივად ვაიძულებთ საკუთარ თავს ყველაზე უარესის მიღებას, ჩვენ ამით გამოვრიცხავთ ბუნდოვან შიშებს და ვიღებთ პრობლემის გადაჭრაზე კონცენტრირების შესაძლებლობას.

როგორ გავაანალიზოთ და გადავწყვიტოთ პრობლემები

„ადამიანი მზადაა ყველაფერზე წავიდეს ოღონდ გონებრივი ძალისხმევა არ დახარჯოს“  ჩვენ მიდრეკილნი ვართ სრული იგნორირება გავუკეთოთ ყველა სხვა შესაძლებლობას, გარდა იმ შესაძლებლობებისა, რომლებიც ამართლებენ ჩვენს მოქმედებებს.

ჩვენ არ უნდა ჩავრთოთ ემოციები ჩვენს აზროვნებაში, ფაქტები მიუკერძოებლად და ობიექტურად შავაგროვოთ

გაცილებით ადვილია ფაქტების გაანალიზება მათი ჩაწერის შემდეგ. გააზრებული მოქმედებათა გეგმის დასახვით მივდივართ სწორი გადაწყვეტილებისკენ. გახსოვდეს, გადაწყვეტილების შემდგომ ანალიზს და ფიქრს მოლოდ ზიანი მოაქვს. 

პრობლემების მეტისმეტმა გააზრებამ შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა, მღელვარება, ამიტომ დაწერეთ:

1. ამჟამად რა მაღელვებს?
2. რა შემიძლია ვიღონო?
3. რის გაკეთებას ვაპირებ პრობლემის გადასაჭრელად?

როგორ გადავჭრათ სამუშაოზე წარმოქმნილი მღელვარების 50%?

როცა ჩვენ დაკავებულები არა ვართ, ჩვენს ტვინს აქვს ვაკუუმის მდგომარეობასთან მიხლოების ტენდენცია, ყოველმა სტუდენტმა ფიზიკოსმა იცის, რომ „ბუნება ვერ იტანს სიცარიელეს“ ამის მაგალითია ელნათურა, გატეხეთ ეს ნათურა და ბუნება ძალით შეაგდებს იქ ჰაერს, რათა შეავსოს თეორიულად ცარიელი სივრცე.

ბუნებაც სწორედ ასე, ნაჩქარევად მიისწრაფვის უსაქმური ტვინის შევსებას. რითი? როგორც წესი, ემოციებით, როგორიცაა მღელვარება, შიში, სიძულვილი, ეჭვიანობა და შური. ასეთი ემოციები იმდენად ძლიერია, რომ ისინი ჩვენგან გამოდევნიან ყველა ბედნიერ აზრებს და მშვიდ გრძნობებს.
მღელვარება თქვენ განსაკუთრებით მაშინ კი არ გტანჯავთ, როცა მოქმედებთ, არამედ როცა დღიური შრომა მთავრდება. თქვენი წარმოსახვა ცხოვრებისეულ წარუმატებლობებს და უმცირეს შეცდომებსაც კი აზვიადებს.

მღელვარებისაგან განსაკურნებლად აუცილებელია სრულიად დაკავებულად ყოფნა და რაიმე კონსტრუქციულის კეთება.

„ჩვენი უბედურების საიდუმლო იმაშია, რომ ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს საფიქრალად, ბედნიერები ვართ თუ არა“.

„ჩვენ იშვიათად ვფიქრობთ იმაზე რაც გაგავაჩნია, მაგრამ ყოველთვის გვაღელვებს ის რაც არ გაგავაჩნია“ 

„ყოველი მოვლენის დადებითი მხარეების დანახვის უნარი – წლიურად ათას ფუნტზე მეტი ღირს“ 

იყავით ის, რაც ხართ, ასე საკუთარ თავს უფრო მალე იპოვით. გახსოვდეთ, რომ დედამიწაზე არ არსებობს ისეთი ადამიანი როგორიც თქვენ ხართ. საკუთარ თავად არ ყოფნის სურვილი ბევრი ნევროზის, ფსიქოზის და კომპლექსების ფარული მიზეზია. თქვენ უნდა იყოთ ის, რაც გაგხადათ თქვენმა გამოცდილებამ. ადამიანი ლუკმა პურს ვერ იშოვის, თუ ბეჯითად არ დაამუშავებს მისთვის განკუთვნილ ერთ მტკაველ მიწას.

გადარჩენის დღე  – სწორედ დღევანდელი დღეა
ხვალინდელი დღისთვის მზადების საუკეთესო ხერხი – ესაა მთელი ინტელექტის, მთელი ენთუზიაზმის კონცენტრირება დღევანდელი დღის საქმეების საუკეთესოდ შესასრულებლად.

დეილ კარნეგი

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი