ცხოვრება გამარტივებული

0
285

„არისტონზე“ როცა ვსაუბრობთ, პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის იტალიური ბრენდი, რომელიც იტალიის გარდა, არსად იწარმოება. მას გაყიდვების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს და მაღალია მის მიმართ ნდობაც. „არისტონი“ მთლიანად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებსა და მოთხოვნებს. კომპანია „საგა“ კი „არისტონის“ ექსკლუზიური შემომტანია საქართველოში.

მესიჯი ესაუბრა „საგას“ საცალო გაყიდვებისა და ფრანჩაიზის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, საბა მოდებაძეს და მარკეტინგის ხელმძღვანელს, ნატა ჩიკვაიძეს.

message:ცოტა ხნის წინ ,,საგამ” ბაზარზე ,,არისტონის” ახალი ქვაბი იქს-სერია შემოიტანა, თქვენ მას უწოდეთ ,,ახალი სიტყვა” თანამდეროვე სამყაროში, რას გულისხმობდით?

საბა მოდებაძე: „აროსტონის“ ქვაბები ძალიან ეკონომიურია და ეფექტურობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ხმაურის ძალიან დაბალი დონე აქვს. საცირკულაციო ტუმბო და გამწოვი მოდერნიზებულია და აწყობილია იმ სისტემით, რომ  მაქსიმალურად ნაკლები დატვირთვით იმუშაოს, ცხელი წყალი უსწრაფესად დააბრუნოს ქვაბში, რომ, საბოლოო ჯამში, დანახარჯი რაც შეიძლება ნაკლები იყოს.

ეფექტურობის მაჩვენებლიდან გამოსარჩევია ეგრეთ წოდებული მარგი ქმედების კოეფიციენტი, რომელიც ყველა ქვაბზე მაღალი აქვს, კონდესაციურ ქვაბებს თუ არ ჩავთვლით. კონდესაციური ქვაბებიც გვაქვს, რომელიც გამოირჩევა დაბალი ხმით, ტუმბო გამწოვი და გაზის სარქველი მოდერნიზებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თანამედროვეობას არის მორგებული, მათ შორის საქართველოსაც.

საცირკულაციო ტუმბო ზუსტად იმ რეჟიმზე მუშაობს, რაც მითითებული სისტემისთვის იქნება საინტერსო. გამწოვსაც ზუსტად იმდენი რაოდენობის ნამწვავი გააქვს გარეთ, რომ არ მოხდეს დამატებითი ცივი ჰაერის შემოდინება. ის რომ გარედან შემოაქვს სუფთა ჰაერი და შიგნიდან გააქვს, ამ სისტემაზე აღარ ვლაპარაკობ, ძალიან დიდი ხანია, რაც ამ სისტემას ვიყენებთ. გაზის სარქველს რაც შეეხება, დაბალ გაზზედაც შეუძლია მუშაობა. ყოველივე ეს გამოგვარჩევს სხვა ქვაბებისგან.

„საგას“ თანამდროვე ქვაბებზე იქს-სერია შეგვიძლია დავაერთოთ კლასის ნებისმიერი თერმოსტატი, ვაი-ფაი თუ დისპლეი თერმოსტატი. მოდულირებადია ტუმბოები და გამწოვები, რაც რამდენიმე ქვაბის კასკადურად აწყობის შემთხვევაში გვიმარტივებს ყველაფერს. ეს ქვაბები ზუსტად იმდენად ეხმარებიან ერთმანეთს, რამდენადაც საჭიროა და მოდულაცია იმდენად მაღლაა აყვანილი, რომ, მაგალითად, ჩვენი კლასის ეს მოდელი 24-იანმა ქვაბმა შეიძლება მოიხმაროს იმდენივე, რაც 15-კილოვატინმა ქვაბმა. საჭიროების შემთხვევაში, თუ არ მოვთხოვთ, რომ მეტი დატვირთვით იმუშაოს. ეს მარგი ქმედების კოეფიციენტი 100%-ს სცდება ჩვენს კონდესაციურ ქვაბებში და ის რაც ჩამოგითვალეთ, ყველასგან გამოგვარჩევს.

ნატა ჩიკვაიძე: დიზაინზე მინდა გავაკეთო აქცენტი. ძალიან დახვეწილია და ემჩნევა, რომ მის დიზაინზე ნამუშევარია. სარეკლამო კომუნიკაციის დროსაც აჩვენებენ, რომ ქვაბი ასოცირდება დიდ, მოუხერხებელ და არც ისე ლამაზ და ეფექტურ პროდუქტთან. რასაც ვერ ვიტყვით იქს-სერიის დიზაინზე, ის თითქმის ყველანაირ ინტერიერს ერგება და ინტეგრირდება მასში.

 

 

message:თერმოსტატები ახსენეთ და რა დამატებითი კომფორტი გააჩნიათ მათ?

როდესაც გათბობის ქვაბს ოთახის თერმოსტატს ვამატებთ, ქვაბის მოხმარება გაცილებით კომფორტული ხდება. კერძოდ: მომხმარებელს საშუალება აქვს უშუალოდ შიდა ტემპერატურით ისარგებლოს, ქვაბზე მითითებულ ტემპერატურას არ მიაქციოს ყურადღება და ოთახის მაჩვენებლით მოახდენს მართვა, რაც, დამეთანხმებით, დამატებითი ეკონომიის საშუალებას იძლევა და უფრო მეტი კომფორტია მომხმარებლისთვის.

ეს, ძირითადად, მომხმარებლის იმ კატეგორიისთვის არის კომფორტული, ვინც მთელი დღე გასულია და საღამოს ბრუნდება სახლში. „არისტონის“ თანამედროვე ქვაბს უკვე მითითებული აქვს რეჟიმები: ორშაბათიდან კვირის ჭრილში შეგვიძლია დრო და საათი მივუთითოთ და ამ დროის მიხედვით ვამუშაოთ. დავუშვათ, 6 საათზე ვბრუნდები სახლში, ქვაბი 4 საათიდან დაიწყებს ჩვენს მიერ მითითებულ მაჩვენებლამდე ტემპერატურის აწევას. როდესაც სახლიდან გავალ ქვაბი იმუშავებს ძალიან დაბალ ტემპერატურაზე სითბოს შესანარჩუნებლად და სახლში დაბრუნებულს სასურველ ტემპერატურას დამახვედრებს.

ასევე, არის მართვითი თერმოსტატები, რომლებსაც მაჩვენებლებიანი ეკრანი აქვთ და დროის მითითება შეგვიძლია, თუ რომელ საათზე დაიწყოს მუშაობა და დაასრულოს. ეს პროცესი მთლიანად ავტომატიზებულია და ამავდროულად მართვადი, ის ვაი-ფაის მეშვეობითაც მუშაობს და ჩვენს ტელეფონშიც შეგვიძლია დავაყენოთ და მოვახდინოთ ზემოქმედება ქვაბის მუშაობაზე. ამ გზით ტემპერატურის მართვა სახლში მიუსვლელად შეგვიძლია. ასევე, შესაძლებელია გარე თერმოსტატიც დავუყენოთ ქვაბს და აიწევს თუ დაიწევს ტემპერატურა, თქვენგან ჩაურევლად შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს და დაარეგულიროს ტემპერატურა.

message:როგორ ხდება შეკვეთის გაფორმება?

პირველ რიგში, მომხმარებელი უნდა მობრძანდეს ჩვენთან და გააკეთოს მოთხოვნა, რომელსაც ჩვენ გადავცემთ საპროექტო განყოფილებას. ჩვენ გვაქვს მკაცრად გაწერილი 48 საათი, რომლის ფარგლებშიც ჩვენი წარმომადგენელი ადგილზე მივა და დათვალიერების შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს, თუ როგორ ჯობია გაკეთდეს: იატაკქვეშა გათბობა, კონდიცირება, რადიატორები თუ სხვა. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა ჩვენი პროფესიონალი ხელოსნის რჩევები გაითვალისწინოს, რადგან ის, თუ რა სისტემას დავაყენებთ, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ბინის მდებარეობაზე, ფართობზე, ჭერის სიმაღლეზე, ვიტრაჟის ფართზე, მეზობლების რაოდენობაზე და ა.შ.

ჩვენ კონკრეტულ ფართზე უნდა გავაკეთოთ ამ ყველაფრის გათვლა, დავთვალოთ თბოდანაკრგი, რადიატორების სიგრძე და ამ ყველაფრის გათვალსწინებით ირჩევა ქვაბი. ძირითადად ამ ყველაფერს არასწორად არჩევენ, რადიატორებიც კი ხშირ შემთხევაში არასწორადაა შერჩეული. მომხმარებელი ვერ იღებს იმ ეფექტს, რაც სურდა, არ თბება და ტეპერატურას ძალიან მაღლა ვუწევთ, რაც საბოლოოდ ზედმეტ დანაკარგთან და ხარჯთანაა დაკავშირებული.

ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი კვალიფიციური სპეცილისტების აზრის გათვალისწინება მოხდეს, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ბოლომდე მივყვეთ ჩვენს მომხმარებელს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი ჩვენგან ყიდულობს ქვაბს და დაყენების დროს ავიწყდება ან უგულებელყოფს, რომ ჩვენი დამატებითი სერვისი გვაქვს და ეს მომსახურება აბსოლუტურად უფასოა. როდესაც ჩვენი წარმომადგენელი მიდის ამ ყველაფერს ადგილზე ამოწმებს, ატრენინგებს მომხმარებელს, ასწავლის და უხსნის ყველა ნიუანსს. ამ დროს მათ მიჰყავთ სხვა, კერძო პირი და დამატებით ხარჯს ნახულობენ. თბილისის მასშტაბით ჩვენი ეს მომსახურება უფასოა.

message:საგარანტიო ვადა რამდენია?

„არისტონს“ აქვს 5-წლიანი გარანტია. გარდა ფიზიკური ზიანისა, სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ჩვენი სერვისი ყველანაირი დეტალის უფასო შეცვლას მოახდენს თანხის დამატების გარეშე. საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ, მომხმარებელს ეძლევა დამატებითი 5-წლიანი გარანტია დიაგნოსტიკური მომსახურების უფასოდ მისაღებად, ფასიანი მხოლოდ დეტალი იქნება.

 

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი