ცხოვრების პრობლემები

0
1365

გონების გასაწმენდად აუცილებელია მედიტაცია, მაგრამ მნიშვნელოვანია სწორი მედიტაცია, რადგან მისი დაცარიელების გარეშე შეუძლებელია განახლება.

ჩვეულებრივი უწყვეტობა – ეს არის სტაგნაცია (შეფერხება). გონება იშლება (ბლაგვდება) მუდმივად ერთი და იგივეს გამეორებით. გრძნობების ცრუ გზაზე გამოყენება, გონებას ხდის ბრიყვს და დაღლილს. გონების კონტროლი სრულებით არ არის აუცილებელი, რაც აუცილებელია ეს არის გამოვავლინოთ გონების ინტერესები.
გონება – ეს არის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების ძნა (შეკვრა). ხოლო მას რასაც ჩვენ ვუწოდებთ კონცენტრაციას, გონების დისციპლინას, ეს არის უბრალოდ ერთი ინტერესის გაძლიერება სხვების ხარჯზე.

დისციპლინა – ეს არის წინააღმდეგობების კულტივირება (გაშენება), ხოლო სადაც არის წინააღმდეგობა, არ არის გაგება. კარგად დისციპლინირებული გონება – ეს არის არათავისუფალი გონება, აღმოჩენა კი მხოლოდ თავისუფლებაშია შესაძლებელი.

აუცილებელია ბუნებრივად, თავისუფლად გამოვავლინოთ ინდივიდის მოძრაობა, როგორ საფეხურზეც არ უნდა იყოს ის. ,,მეს” გამოვლინებები უნდა იყოს აღმოჩენა და გაგება, თუმცა, ასეთი ტიპის აღმოჩენები შესაძლოა საკმაოდ არასასიამოვნო იყოს. დისციპლინა კი ახშობს სპონტანურობას, რომელიც საჭიროა ამ აღმოჩენებისათვის.

დისციპლინა აზუსტებს გონებას, აფიქსირებს მას განსაზღვრულ ფორმაზე, აიძულებს გონება შეეწყოს მას რაზეც ის იყო გაწვრთნილი. მაგრამ რასაც ის შეეწყობა – არარეალურია. დისციპლინა – ეს უბრალოდ დამამძიმებელი ფაქტორია, ამიტომ ის ვერასოდეს გახდება თვითგახსნის საშუალება.

თვითდისციპლინის წყალობით გონებას შეუძლია მიემაგროს თავის მიზანს, მაგრამ ეს მიზანი არის „მეს“ პროექცია, ამიტომ ის არარეალურია. გონება ქმნის რეალობას თავის საკუთარ სახეში, დისციპლინა კი ამ სახეს აძლევს სიცოცხლისუნარიანობას. მხოლოდ გახსნაში შეიძლება იყოს სიხარული – გახსნა „მეს“ გზაზე, მომენტიდან მომენტამდე. „მე“ როგორ საფეხურზეც არ უნდა მოვათავსოთ, ყოველთვის დარჩება გონების ქმნილებად. ყველაფერი რაზეც ის ფიქრობს მომდინარეობს გონებიდან. გონებას არ შეუძლია იფიქროს მასზე რაც მასში არ იმყოფება, მას არ შეუძლია იფიქროს უცნობზე. ნებისმიერ დონეზე „მე“ – ეს არის ცნობილი.

შესაძლოა არსებობდეს სხვადასხვა დონის „მე“, რომლებიც იმყოფებიან ზედაპირზე და ყველა მათგანი ერთნაირად იმყოფებოდეს ცნობიერების სფეროში, მაგრამ გონება ვერ ცნობდეს. მოძრაობა „მე“ იხსნება ურთიერთობის პროცესში და როდესაც ეს ურთიერთობა არ იმყოფება განსაზღვრულ შაბლონში, იქმნება თვითგახსნის საშუალება. ურთიერთობის შექმნა არის „მეს“ გამოვლინება, ხოლო იმისათვის, რომ გაგებულ იქნას ეს გამოვლინება, საჭიროა გაცნობიერებულობა განუსაზღვრელი არჩევანით, რადგან არჩევანი წარმოადგენს ერთი ინტერესის მეორეზე უპირატესობას, ასეთი გაცნობიერებულობა არის „მეს“ გამოვლინების განცდა.

ასეთ განცდაში არ არის არც განმცდელი და არც განცდილი. ასეთი გზით სიარულის დროს გონება თავისუფლდება თავისი დაგროვებებისაგან: აღარ არსებობს „მე“ შემგროვებელი. შეძენა, მოგონებების შეგროვება ქმნის „მეს“. ჩემი „მე“ არ არის დაგროვებისაგან ცალკე მდგომი არსება. „მე“ გამოყოფს თავის თვისებებს როგორც დამკვირვებლი, რომელიც თვალყურს ადევნებს, აკონტროლებს თვითგადარჩენის მიზნით, რომ შეიქმნას მისთვის უწყვეტობა, ხანგრძლივობა არამუდმივობაში. პროცესის განცდა მის ერთიანობაში გონებას ანთავისუფლებს გაორებისაგან. ამ შემთხვევაში ჩვენ განვიცდით და გვესმის გონების მთელი პროცესი. როგორც გახსნილს ისე დაფარულს, და არა ნაწყვეტებს, არა ცალკეული გამოვლინებებით, არამედ მთლიანობაში.

მაშინ სიზმრებიც და ყოველდღიური მოქმედებებიც ყოველთვის იქნება გონების განმანთავისუფლებელი პროცესები. გონება უნდა იყოს სრულიად თავისუფალი იმისათვის, რომ აღიქვას, მაგრამ სურვილი გახდე თავისუფალი შეძენის მიზნით – ეს არის ღრმა შინაგანი ჩარევა. ამის გაგება ასევე საჭიროა სრულად და არა ერთ რომელიმე დონეზე. გამოცდილების სურვილი სრულიად უნდა შეწყდეს – ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც განმცდელი არ იღებს საკვებს თავისი განცდებიდან ან მოგონებებიდან მათ შესახებ.
გონების გაწმენდა უნდა მოხდეს არა მხოლოდ მისი ზედა ფენებიდან, ასევე მისი დაფარული სიღრმეებიდანაც და ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეწყდა განსაზღვრის პროცესი ან გაგების შექმნა. ახალი განსაზღვრების და გაგების შექმნა მხოლოდ აძლიერებს განმცდელს და მისი იქ ყოფის ხანგრძლივობას ქმნის და აძლიერებს მისი მუდმივობის სურვილს. მისი გონების სპეციფიური განსაკუთრებულობანი შეურყევლად უნდა იქნას გაგებული: შეცნობის პროცესი და აქედან გამომდინარე მისი გაგება.

ჩვენ სახელს ვარქმევთ არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობისათვის, არამედ იმისთვისაც რომ მივცეთ ხანგრძლივობა და ყოფა რომელიმე გამოცდილებას, რათა გავაცოცხლოთ და აღვადგინოთ მასთან დაკავშირებული შეგრძნებები. სახელის დარქმევის მსგავსი პროცესი შეწყვეტილ უნდა იქნას არა მხოლოდ გონების ზედა ფენებში, არამედ მის მთელ სტრუქტურაში. ეს რთული დავალებაა, მისი გაგება და შესრულება მარტივი არაა, რადგან მთელი ჩვენი ცნობიერება – ეს არის დასახელებები და განსაზღვრებები, შემდეგ კი მისი დაგროვება და აღდგენა.

სწორედ ეს პროცესი კვებავს და აძლევს ძალას ილუზორულ ხასიათს, განმცდელს როგორც ცალკე არსებას. მიუხედავად გამოცდილებისა, ფიქრების გარეშე არ არსებობს ის ვინც ფიქრობს. ფიქრები რომლებიც ყოველთვის არამუდმივია, ქმნის იმ არსების ილუზიას ვინც ფიქრობს, ვინც ფიქრობს საკუთარ თავს აიზოლირებს, ამით კი ქმნის მუდმივობის შესახედაობას.

თავისუფლება არსებობს მაშინ, როდესაც მთელი ყოფიერება – გარეგნული, ხილული თუ  უხილავი  გასუფთავებულია წარსულისაგან.

ნებისყოფა – ესაა სურვილი. თუ არსებობს ნებისყოფის რაღაც მოქმედება, როგორიც არ უნდა იყოს ძალისხმევა, რომ თავი გაისუფთავოს, თავისუფლება ვერ მოვა.

გასუფთავება უნდა იყოს მთლიანი, რათა მთელი არსება მოიცვას. როდესაც ცნობიერების ყველა სფერო წყნარდება, ხდება მდუმარე – მხოლოდ მაშინ არსებობს ის განუზომელი ნეტარება, რომელიც არ იმყოფება დროში და რომელშიც იმყოფება შემოქმედების აღორძინება.

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი