ცნობიერი და არაცნობიერი ცხოვრება

0
1281

ჩვენ დაბადებისთანავე ვიწყებთ ინფორმაციის აღქმას სამყაროს შესაცნობად და ვახდენთ ჩვენი ცნობიერებიდან დანახული სამყაროს სურათის ფორმირებას. პატარა ბავშვის გონება ღიაა და პირდაპირ აკოპირებს არა მხოლოდ მშობლების, არამედ სხვა ადამიანების ქცევით გამოხატულებებს, რომლებიც არსებობენ მის გარშემო. ეს ხდება ასევე ემოციების საშუალებითაც, რადგან ადამიანს აქვს უნარი გაანალიზოს, არა მხოლოდ თავისი, არამედ გარშემომყოფების ემოციებიც – სწორედ ეს არის ის, რაც ხდება ჩვენი ცხოვრების პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან წლებში.

მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ სწორედ ეს წლები განსაზღვრავს მომავალში, როგორი განცდა, რა დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდება საკუთარ თავზე. ასე, რომ ბავშობიდან მოყოლებული ზრდასრულობამდე ჩვენი ტვინი, ჩვენი ქვეცნობიერი გონება, პროგრამირდება გარკვეული ხედვებით და უყალიბდება გარკვეული მსოფლმხედველობა გარემოსთან.ამის შემდეგ ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას ამ პროგრამებით. ჩვენივე შექმნილი სტერეოტიპების და იდეალების თავს მოხვევით საკუთარ თავს ხშირ შემთხვევაში ვუქმნით პრობლემების მთელ კასკადს, რასაც მივყავართ ხოლმე უსიამოვნო ცხოვრებისეულ გამოცდილებებთან.

ამ უსიამოვნო გამოცდილებების ფონზე ჩვენი გონება ძირითადად გარემოცული ხდება ნეგატიური რწმენა წარმოდგენებით, რაც არ გვაძლევს გეგმების რეალიზების საშუალებას ისე, როგორც ჩვენ გვაქვს ხოლმე ჩაფიქრებული. სინამდვილეში კი აი, რა ხდება, ნეგატიურ რწმენა წარმოდგენებს ადამიანი მიყავს მცდარი, არასწორი მოქმედებებისკენ, რასაც საბოლოო ჯამში მივყავავართ ცხოვრებისეულ უსიამოვნებებთან.

უსიამოვნო გამოცდილებების ფონმა, წესით ადამიანი უნდა მიიყვოს იქამდე, რომ დაფიქრდეს თავის დამოკიდებულებებზე, რათა შეცვალოს ცხოვრებისეული მიდგომები. ჩვენ გვინდა ცვლილება, მაგრამ არ ვიცით როგორ, რადგან არ ვიცნობთ საკუთარ თავს და არ ვიცით ჩვენს ცნობიერს მიღმა მიმდინარე პროცესებს.

ბევრი ადამიანი თავისი ცხოვრების მანძილზე იმეორებს ერთსა და იმავე შეცდომებს და ვერ აღწევს თავს ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლას, რადგან ჩვენი ცხოვრების დროის უმეტესი მიდის ნეგატიური ინფორმაციის გადამუშავებაში და ჩვევაში განმტკცება ხდება ავტომატურად. გამოდის, რომ გადამუშავება არც ისე ეფექტურად ხდება. ფსიქოლოგთან აქტიური მუშაობით თქვენ შეგიძლიათ ეს პროცესი წარმატებულად დააჩქაროთ.

როდესაც თქვენ მოდელირებას უკეთებთ თქვენს ცხოვრებისეულ სიტუაციებს შეგიძლიათ გარდაქმნათ თქვენი ურთიერთობები. შესაბამისად იცვლება სხვების დამოკიდებულებებიც თქვენს მიმართ. ადამიანები ძალიან გვანან კომპიუტერებს, რომლებიც სავსებით შესაძლებელია დააპროგრამო. ყოველ ადამიანს, გონებაში აქვს ათეულობით, ათასობით ,,მოწყობილობა“ ზოგი ნაწილი დადებითი – ზოგი მავნე. თუ ჩვენ თვითონ არ დავიპროგრამებთ თავს, მაშინ გარშემო მყოფი ხალხი და მასობრივი საინფორმაციო საშუალებები შეასრულებენ ამას ჩვენს მაგივრად.

სწორედ, ეს გარესამყაროს ინფორმაციები არ აღმოჩნდება ხოლმე ყოველთვის დადებითი ეფექტის მატარებელი და უფრო მეტიც, მას შეუძლია საკმაოდ მნიშვნელოვანი, საგრძნობლად დიდი ზიანი მიაყენოს ჩვენს ცხოვრებას. ეს ხდება იმდენად ბუნებრივად, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ რა ინფორმაციებს ვუშვებთ ჩვენს გონებაში ყოველდღიურად. თითქოს ჩვენი გონება ვალდებულია მოინელოს ყოველგვარი ,,ნაგავი“.

ადამიანის ფიქრის პროცესი იყოფა ორ ნაწილად – ცნობიერად და არაცნობიერად. თქვენ ფიქრობთ, რომ გადაწყვეტილებას იღებთ გაცნობიერებულად, მაგრამ 99% ეს ასე, ნამდვილად არაა. რადგან ვერ შეძლებთ წინააღმდეგობა გაუწიოთ თქვენს გონებრივ ,,მოწყობილებას“ იმ დროს, როდესაც მის წინააღმდეგ მიდიხართ. ამ დროს თქვენ ისე მერყეობთ, თითქოს კლდის ქიმზე იდგეთ. ეს იმდენად ძლიერი ძალაა, რომ მასთან გამკლავება თითქმის შეუძლებელია. თუმცა, თუ შეცვლით რწმენა წარმოდგენას მაშინ მოქმედება საჭირო მიმართულებით ადვილად მისაღწევი გახდება.

იმისთვის, რომ შედეგი დადგეს თქვენ მოგეთხოვებათ ცხოვრებისეულ მიმართულებებში დანერგოთ ახალი ,,მოწყობილობები“. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს.  სწორი მოქმედებების დაშვებით საბოლოოდ მიხვალთ დადებით შედეგებამდე.

შინაგანი ვიბრაციები, ეს ის ვიბრაციებია, რომელიც გამოხატავს ჩვენს შინაგან მდგომარეობას და ჩვენს თავს. თუკი თქვენ შეცვლით თქვენს საცხოვრებელ ადგილს, მაგრამ არ შეიცვლებით შიგნიდან, სულ მცირე დრო დაგჭირდებათ იმისთვის, რომ მოიზიდოთ იგივე პრობლემები, რაც არსებობდა თქვენს გამომგზავრებამდე. საქმე იმაშია, რომ რაც ჩვენს გარშემო გვევლინება, გამოხატულებაა ჩვენი ქვეცნობიერის განწყობის. თუკი თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ზუსტად ის ადამიანი ხართ ვინც უნდა იყოთ, (დარწმუნებული საკუთარ მოქმედებებში) მაშინ არანაირ მოქმედებას არ შეუძლია თქვენი ცხოვრების შეცვლა, თქვენ ყოველთვის დაუბრუნდებით იმ მდგომარეობას (მატერიალური, სულიერი და ა.შ) რაშიც გამოხატავთ თქვენს თავს და შეესაბამება თქვენს შეფასებებს ამა თუ იმ ცხოვრებისეული საკითხების მიმართ. აქედან გამოსვლა არის, როგორც საბოტაჟი, ასევე, გადადება და წინააღმდეგობის გაწევა საკუთარი თავისთვის – ამიტომ უშედეგოა.

იმ შემთხვევაში, თუ გინდა შენი ცხოვრების შეცვლა, ერთად ერთი საშუალებაა შეცვალო შენი ქვეცნობიერი ,,მოწყობილობა“, შენი ხატ წარმოდგენები, რაც საბოლოო ჯამში შეცვლის შენს ვიბრაციებს – ეს შესაძლებელია.

უარყოფითი პროგრამები ეს არის შემაჩერებელი ასპექტები. შინაგანი ძალა – ეს წინსვლის ძალაა.

ჩვენი ცხოვრება ყოველთვის იმყოფება შეზღუდული ფაქტორების და შინაგანი ძალის ბალანსს შორის. როდესაც თქვენ შლით უარყოფით პროგრამებს მაშინ ამ ბალანსის დაძლევა გაგიადვილდებათ. ამის მისაღწევად საჭიროა იმუშაოთ ნეგატიურ რწმენა წარმოდგენებთან და წაშალოთ დესტრუქციული პროგრამები თქვენი გონებიდან. მოიშოროთ შიში თქვენი ქვეცნობიერიდან.

მართალია საწყის ეტაპზე ყველას ვერ მოიშორებთ, მაგრამ ფსიქოთერაპევტთან ჩართული მუშაობით შეძლებთ თანდათანობით მძიმე ნეგატიური ტვირთის მოშორებას და თქვენი განზრახვები გახდება ცოცხალი.

ფაქტიურად თქვენს თვალწინ შექმნით თქვენს რეალობას. თუკი თქვენ მიხვედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ცვლილებების დროა და მზად ხართ ცვლილებებისთვის. საკუთარ თავს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დაუსვათ: რა გინდათ, რას შეცვლიდით? იმიტომ, რომ ეს ეხება იმას, რაც ჩვენ გულის სიღრმეში გვინდა. ეს არის ჩვენი ოცნებები, რომლებიც წარმატებით გადავთელეთ ჩვენი მშობლების, მასწავლებლების, კლასელების და ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანების დამსახურებით.

პირველ რიგში – მნიშვნელოვანია თქვენი ფსიქოლოგიური პრობლემების გადაწყევტა (პრობლემის აღიარება და პრობლემასთან სწორი მიდგომა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის 95% ფესვები ფსიქოლოგიურ პრობლემებში გვაქვს. )

მეორე რიგში – გვეზრდება ცნობიერების დონე. საკუთარ თავზე დაკვირვებას და საკუთარ მოქმედებებში ჩაღრმავება, საშუალებას გვაძლევს ავიცილოთ ავტომატური რეაქციები გარეგან გამაღიზიანებლებზე. ეს თვალსაჩინო გახდება რეალურად მას შემდეგ, რაც თავისუფლად შეგვეძლება არჩევანის გაკეთება და რეაგირება პროცესებზე გახდება მობილიზებული. გაოცებული აღმოაჩენთ, რომ ის შემთხვევები, რომელიც ადრე ,,ხდებოდა“ თქვენს თავს, ასე ვთქვათ სტანდარტული რეაქციები, გარკვეულ სტანდარტულ სიტუაციებში, უბრალოდ შეწყდება.

მაგალითად: თუ თქვენ ადრე რაღაც შემთხვევებზე შეგეძლოთ ისე გამოსულიყავით მდგომრეობიდან, რომ სიბრაზისგან აფეთქებულიყავით, ეხლა ესე აღარ მოხდება. თქვენ გაიგებთ რა გაღიზიანებთ და თვითონ გადაწყვეტავთ, როგორ მოიქცეთ – უპასუხოთ ,,ძველებურად“ თუ ახლებურად.

მესამე – უჩვეულოდ გაიზრდება საკუთარი თავის მიმღებლობა და პატივისცემა. საკუთარ თავზე დაკვირვებით და მუშაობის შემდეგ თქვენ დაიწყებთ თანამშრომლობას პრობლემებთან და მიიღებთ მათ. გაიზრდება სიყვარული და პატივისცემა. თქვენ დაიწყებთ საკუთარი თავის შეფასებას იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე აფასებდით, ამაზე ,,გარე რეალობაც“ კი ვერ იმოქმედებს.

მეოთხე – ურთიერთობების დამუშავება. ნათესავის და ახლობელი ადამიანების ურთიერთობები მოიტანს სრულიად ახლებურ ჰარმონიას. ყველა გარემოება, რაც ადრე თქვენს გაღიზიანებას იწვევდა ახლობლებში, შესაძლებელია წარმატებით გადამუშავდეს, რაც მიგიყვანთ სრულიად ახალ ხედვასთან და ყველა ურთიერთობა მოგიტანთ მეტ ჰარმონიას.

მეხუთე – თქვენ დაიწყებთ თქვენი თავის გაგებას, თქვენი მამოძრავებელი მოტივების, თქვენი დაფარული ასპექტების შესახებ.  გაიგებთ თქვენი სტანდარტული მოდელების და ნიმუშების გამოვლინებას. თქვენ შეისწავლით თქვენს თავს ისე, როგორც არასდროს. თქვენ გეცოდინებათ თქვენი თავის შესახებ ბევრი სხვადასხვა რამ და დაიწყებთ საკუთარი თავის მოსმენას და გაგებას, რატომ მოქმედებდით ასე, სხვადასხვა სიტუაციებში.ის, რაც თქვენ იცით თქვენი თავის და თქვენი ,,საკითხების“ შესახებ, ძალიან შორსაა რეალობისგან. საგნების რეალური მდგომარეობა შესაძლებელია გაირკვეს, წარსულში მომხდარ გამოცდილებაზე დაკვირვებით, რადგან რაც იქ ინახება ესაა რეალური მიზეზები თქვენი მოქმედებების.

იგივე შეიძლება ითქვას სხვებზეც. საკუთარ თავზე დაკვირვებით და მუშაობით, თქვენ გაიგებთ ადამიანის ფსიქიკის ძირითად პრინციპებს, რომელიც დამყარებულია ეგოზე და დაიწყებთ ყველა მექანიზმების დანახვას ადამიანებთან მოქმედებებში. თქვენი მანიპულირება იქნება ბევრად რთული და გაგება სხვა ადამიანების უჩვეულოდ გაიზრდება თქვენში.

ამავე დროს, თქვენ დაიწყებთ სხვა ადამიანების მიღებას ისეთის, როგორებიც ისინი არიან, ყველა მათი შეხედულებით და გაგებით. მიხვდებით, რომ ისინი იქცევიან ყოველთვის სწორად იმ გადმოსახედიდან და თვალსაზრისიდან გამომდინარე, როგორიც მათი საკუთარი ცხოვრება და რეალობაა ისე.

მეექვსე – თქვენ შეგიძლიათ განთავისუფლდეთ დანაშაულის და სირცხვილის გრძნობიდან, რომელიც წარსულიდან მოგყვებათ. განთავისუფლდეთ ყველა მძიმე და სერიოზული ტრამვისგან, რომელიც ოდესღაც მიიღეთ და გადასცეთ ყველა პრობლემა წარსულის ჯართს.

მეშვიდე – თქვენ შეგიძლიათ გათავისუფლდეთ შიშისგან. ეს რა თქმა უნდა არ არის მარტივი (არ შეხვიდეთ შეცდომაში, რომ თქვენ შიშისგან განთავისუფლდებით ერთ კვირაში ან ერთ თვეში) მაგრამ ეს არც შეუძლებელია – ყველაფერი თქვენს ხელშია.ძალიან ბევრია, რაც შეგიძლიათ მიიღოთ  საკუთარ თავზე დაკვირვებით და მუშაობით.

სად არის შესაძლებლობების დასასრული ფაქტიურად არავინ იცის. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს გამბედაობაზე და სურვილზე თუ რამდენად ხართ მზად შეხვიდეთ ღრმად და შეაღწიოთ თქვენს ქვეცნობიერში…

დატოვეთ კომენტარი, თქვნი აზრი მნიშვნელოვანია!

თქვენი გამოხმაურება
შეიყვანეთ თქვენი სახელი